ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სექტორის ფუნდამენტურ რეფორმებს აანონსებს
ეკატერინე ტიკარაძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ფუნდამენტურ რეფორმას აანონსებს. ჯანდაცვის მინისტრი სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე მუშაობს, რაც სისტემაში ახალი რეგულაციების დანერგვას გულისხმობს.
„გვქონდა საკმაოდ დეფიციტური სერვისები რეგიონებში. პერიფერია არ იყო შესაფერისად განვითარებული, რომ მინიმალური მომსახურება მაინც მიეღო პაციენტს. კრიტიკულ მომენტში ვახდენდით პაციენტის ტრანსპორტირებას სხვადასხვა კლინიკაში. ეს არ ეხება შორს მდებარე და მცირე ზომის კლინიკებს. ბათუმიდან და ქუთაისიდანაც ძალიან ხშირი იყო პაციენტების გადმოყვანა თბილისში, რაც რისკს უქმნიდა პაციენტების ჯანმრთელობას. ხშირად ასეთი შემთხვევები მთავრდებოდა ლეტალობით“, - აცხადებს ტიკარაძე.
მინისტრის ახალი სტრატეგიის მიხედვით, იქ, სადაც სამედიცინო ცენტრია საჭირო და არ არის - აშენდება. სადაც სერვისებია დასამატებელი - დაემატება, პროფილური გაძლიერება კერძო კლინიკებსაც დაევალებათ და ფასები გათანაბრდება. სახელმწიფო მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. სამედიცინო სექტორის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ქვეყნის პოლიტიკა სახელმწიფო კლინიკების გაძლიერებაზე იღებს ორიენტირს. სახელმწიფო კლინიკები ჰოლდინგში ერთიანდება და ერთი სისტემით იმართება. სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია უნდა ამაღლდეს, რაც ანაზღაურებაზეც აისახება. პირველ ეტაპზე ხელფასი ექთნებს გაეზრდებათ. სახელმწიფო კლინიკები რჩება სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიღების მთავარ კერად. სტრატეგიაზე მუშაობა მარტში დასრულდება და მას საკანონმდებლო მხარდაჭერა დასჭირდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში ერთი და იგივე მომსახურება ხორციელდებოდეს ერთი და იგივე ტარიფით და აუცილებლად ერთი და იგივე ხარისხით“, - აცხადებს მინისტრი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაში კონსულტაციების სახით ერთვება. რეფორმის მხარდამჭერია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიც. ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პირველი ნაბიჯი კერძო სექტორთან კომუნიკაცია იქნება. კონტრაქტორად კლინიკის არჩევისას სახელმწიფო მოცულობისა და სანდოობის მიხედვით იხელმძღვანელებს.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 11:28
სამართალი
სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.
19 ივნისი 2026, 11:27
პოლიტიკა
გორდულაძე: სააკაშვილის თითოეული განცხადება მცდელობაა, რომ როგორმე საქართველოს მომავალი ჩამოინგრეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის პარტია გაუქმდეს, რომელსაც მართავს უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამნაშავე სააკაშვილი, რომელიც სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან
სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარე მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
19 ივნისი 2026, 11:25
საზოგადოება
თბილისის შემოვლითი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
19 ივნისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედი“ ლომჯარიას საკუთარი პოზიციის ვრცელ გაშუქებას სთავაზობს
ტელეკომპანია „იმედი“ ნინო ლომჯარიასგან შეთავაზებაზე პასუხს ელოდება. ტელეკომპანია მას საკუთარი პოზიციის ვრცელ გაშუქებას სთავაზობს. ყოფილმა ომბუდსმენმა „იმედს“ სამი თვის წინ გაშუქებულ ამბავზე უჩივლა. ბრიფინგის შესახებ კი იმედს არ შეატყობინა.
19 ივნისი 2026, 11:14
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
19 ივნისი 2026, 11:12
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 11:01
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ირანის მოლაპარაკებების გადადება, შესაძლოა, ლიბანში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდეს
აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში დღეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, ლიბანში არსებული ვითარების გამო გაუქმდა. ინფორმაციას AXIOS-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
19 ივნისი 2026, 10:57
რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხისა და ჭითაწყარის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სოფელ რუხის საჯარო სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:46
მსოფლიო
ესტონეთის პრემიერი კოშტას მცდელობას, რუსეთთან დიალოგი დაამყაროს, მცდარ ნაბიჯს უწოდებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მცდელობამ კრემლთან არაოფიციალური დიპლომატიური კომუნიკაციის არხების გახსნის მიმართულებით, შესაძლოა, ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერა დააზიანოს, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.
19 ივნისი 2026, 10:31
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
19 ივნისი 2026, 10:20
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:18
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იემენის, თურქმენეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ლიბანის მოქალაქეები.
19 ივნისი 2026, 10:04
სპორტი
კანადამ კატარი 6:0 გაანადგურა
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის ფარგლებში კანადისა და კატარის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 6:0 კანადელების სასარგებლოდ დასრულდა.
19 ივნისი 2026, 09:48
მსოფლიო
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ინიციატივით ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ მიღებული დოკუმენტიდან ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ამოიღეს.
19 ივნისი 2026, 09:38
კულტურა
იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება
იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება.
19 ივნისი 2026, 09:33
მსოფლიო
Reuters: აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები აღარ გაიმართება
აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 09:27
სპორტი
ჩეხეთმა სამხრეთ აფრიკასთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული A ჯგუფის შეხვედრა ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.
19 ივნისი 2026, 09:22
რეგიონი
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სცენაზე, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლები დღეს გრანდიოზული კონცერტით წარდგებიან.
19 ივნისი 2026, 09:09
მსოფლიო
აშშ-ის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
ამერიკის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.


