imedi /  21 თებერვალი 2021, 13:21 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდამჭერი პროექტები გააცნო

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.

მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ადრეულ ასაკში ბავშვების სწავლებისა და განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულია და ინერგება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“, რაც სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლებს სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და განათლების მომსახურების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ასევე, ვითარდება და ინერგება ბაღიდან სკოლაში ბავშვების ტრანზიციის პროგრამები, რომლებიც ბავშვებს სააღმზრდელო დაწესებულებიდან სასკოლო გარემოში გადასვლას გაუმარტივებს.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამინისტროს ყველაზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „პანდემიის შემდგომ საბავშვო ბაღების გახსნისა და ოპერირების დოკუმენტი“, რომელიც ხელს შეუწყობს სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვებისთვის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

სააღმზრდელო დაწესებულებების მასწავლებლების მხარდაჭერის მიმართულებით მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2021 წელს უნივერსიტეტები აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ. ამასთან, სამინისტროს ინიციატივით იგეგმება აღმზრდელი პედაგოგის სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა.

მინისტრობის კანდიდატმა ზოგადი განათლების სისტემის განვითარების კუთხით, სკოლების დეცენტრალიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. ამასთან, მიმდინარეობს ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლების მიღება შეძლონ. სწორედ ამ მიზნით, საჯარო სკოლებში საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის პროცესი.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2021 წლიდან მანდატურები დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდნენ და უზრუნველყოფენ მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვას. ამასთან, მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, იწყებს სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვასა და სოციალური მუშაკების დამატებას. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი, პანდემიის პირობებში, უზრუნველყოფდა მოსწავლეებისთვის მომსახურების მიწოდებას როგორც დისტანციურ, ასევე, დასწრებით რეჟიმში და ფსიქოლოგიური დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზი კვლავ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

მინისტრობის კანდიდატმა საუბრისას ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობის გაძლიერებას, მისი თქმით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, იგეგმება ორენოვანი ადამიანური კაპიტალის განვითარება, რაც სკოლამდელ დაწესებულებებში სახელმწიფო სტანდარტების, ხოლო სკოლებში კი – ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს ინიციატივით, დამტკიცდა „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვთა მონაცემები, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ამ ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით. მონაცემთა დამუშავების პარალელურად, სწავლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის შეიქმნა განსხვავებული კურიკულუმი, რომლის პილოტირება 2021 წელს დაიწყება.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დიასპორის წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი, ხოლო ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით კი, არაერთი ღონისძიების განხორციელება იგეგმება.
ამასთან, უკვე შემუშავებულია დირექტორის ახალი სტანდარტი და იგეგმება საკანონმდებლო რეგულაციებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომების დანერგვა.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

ყველა სიახლე

გოგა ხაინდრავა

14 ივლისი 2026, 20:51

საზოგადოება

ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 ივლისი 2026, 20:49

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.

14 ივლისი 2026, 20:43

პოლიტიკა

ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გინება და ადამიანის ღირსების შელახვა კანონის ჩარჩოებს სცდება. ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა.

14 ივლისი 2026, 20:42

რეგიონი

მესამე დღე მასშტაბური სტიქიიდან - „ქრონიკის“ რეპორტაჟი თელავიდან

კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომუნალური სერვისები სრულად მიეწოდება. რჩება ერთეული გამონაკლისები.

კაია კალასი

14 ივლისი 2026, 20:32

პოლიტიკა

შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.

14 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

14 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

14 ივლისი 2026, 20:24

სამართალი

ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წლის მიზნობრივი ამოცანა 4 ათასი არალეგალისგან გათავისუფლებაა, ნახევარს ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. ბოლო ნახევარ წელიწადში გაძევებულთა რიცხვი კი წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს 70 პროცენტით აღემატება.

14 ივლისი 2026, 20:23

სამართალი

500-მდე მოტყუებული მოქალაქე და ყალბი ისტორიები ამერიკაში თავშესაფრისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობის შედეგებისთვის გასულ თვეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებას საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა პირადად გადაუხადეს.

14 ივლისი 2026, 20:22

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის

აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა.

14 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

9 რეგიონი და 28 პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო ტენდერებიდან მითვისებული სოლიდური თანხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა.

ბორის ჯონსონი

14 ივლისი 2026, 19:40

მსოფლიო

The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა

ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 19:26

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.

ზურაბ პატარაძე

14 ივლისი 2026, 19:17

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.

დავიდ სანჩესი

14 ივლისი 2026, 19:16

მსოფლიო

POLITICO: ესპანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის

ესპანეთის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის, - წერს გამოცემა POLITICO.

14 ივლისი 2026, 19:06

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

14 ივლისი 2026, 18:47

მსოფლიო

ორბანი: ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკანონოდ იქნება დანიშნული, ვერ იქნება ლეგიტიმური - თუ პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალის გამოყენებით გადააყენებენ, უნგრეთს ექნება წინააღმდეგობის გაწევის უფლება და ჩვენ ასეც მოვიქცევით

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არ აღიარებს უნგრეთის ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მე-17 შესწორებას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის გარკვეულ გარემოებებში თანამდებობიდან გადაყენების საშუალებას იძლევა.

14 ივლისი 2026, 18:40

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.

ნინო თანდილაშვილი

14 ივლისი 2026, 18:31

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: შეიქმნა ეროვნული მობილური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში მოხდება გაფრთხილებების გაცემა და ყველა მოქალაქეს შეეძლება რომ ისარგებლოს ამ საჯარო სერვისით. პლატფორმის საჯარო წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება

საქართველო მასპინძლობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებას, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის პასუხისმგებელი ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ის აქტივობები, რასაც ჩვენ ადრეული გაფრთხილების სისტემებს განვითარების კუთხით ვაკეთებთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

14 ივლისი 2026, 18:28

მსოფლიო

პოლონეთის პარლამენტის წევრი: ევროკავშირში უკრაინის ადგილი არ არის, თუ მის დროშებზე OUN-UPA-ს დამნაშავეების კულტი იქნება - სწორედ ამიტომ წარვადგინე სეიმში რეზოლუციის პროექტი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

პოლონეთის პარლამენტის წევრმა (პარტია „კანონი და სამართლიანობა“) და განათლების ყოფილმა მინისტრმა, პშემისლავ ჩარნეკმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების მოთხოვნით სეიმში სპეციალური რეზოლუციის პროექტი წარადგინა.