რა პროექტებზე მუშაობს განათლების სამინისტრო სტუდენტთა და მეცნიერთა მხარდასაჭერად. მიხეილ ჩხენკელის კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი
ფოტო: განათლების სამინისტრო
პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზე მუშაობაც სამინისტროში აქტიურ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს.
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად სამინისტროს მხრიდან აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები.
მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით.
რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას გულისხმობს. ამასთან, სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისას.
გარდა ამისა, საქართველო მომზადდება Erasmus+ პროგრამულ ქვეყნად, რის შედეგადაც ქვეყანას გაეხსნება წვდომა პროგრამის ყველა კომპონენტზე. ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება. ამასთანავე, დაგეგმილია იუსტიციის სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რაც გულისხმობს იუსტიციის სამინისტროში სტუდენტების პრაქტიკული საქმიანობის აკადემიურ პროგრამებში ინტეგრირებას.
რაც შეეხება უკვე განხორციელებულ პროექტებს, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შეიქმნა და პირველი სტუდენტები მიიღო ქართულ-ფრანგულმა უნივერსიტეტმა. რეგიონში პირველად თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო.
გაფართოვდა აკადემიური მობილობის ხელშემწყობი პროგრამები: ERASMUS+, Fulbright, DAAD. იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თსუ-ში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალი დაარსდა, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას.
Covid-19 პანდემიის პირობებში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ უმაღლესი სასწავლებლები უმოკლეს დროში გადასულიყვნენ დისტანციურ სწავლებაზე. სამინისტროს მხრიდან უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. სტუდენტებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 150 000 და ნაკლები ქულით, მიიღეს სოციალური დახმარება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურით დასაფინანსებლად.
სოციალური დახმარებით ისარგებლა 15000-ზე მეტმა სტუდენტმა და მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ასევე დაუფინანსდათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის ეროვნული გამოცდები ჩატარდა არა მხოლოდ დადგენილ ვადებში, არამედ მაღალორგანიზებულად და უსაფრთხოების სრული დაცვით. 2021 წელსაც ეროვნული გამოცდები ასევე უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.
მეცნიერების მიმართულებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს სამეცნიერო სივრცე პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“, რომელშიც მონაწილეობა ევროპის 30 ქვეყნის ასამდე ქალაქმა მიიღო.
ქართველ მკვლევართა გადამზადების, მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით, დაგეგმილია „მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის“ დაფუძნება და ქვეყნის მასშტაბით 8 ახალი საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ამოქმედება. ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ,,Horizon-2020“-ის ფარგლებში მუშავდება 1.5 მლნ ევროს ღირებულების პროექტი „მკვლევართა მობილობის პროგრამა“, რომელიც 60 ქართველი მკვლევარის მობილობის დაფინანსებას ითვალისწინებს.
მიმდინარეობს მზადება Horizon Europe-ის პროგრამისთვის, რაც საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაციის „COST”-ის სრული წევრობისკენ. გაფართოვდება თანამშრომლობა CERN-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მეცნიერების შემდგომი განვითარების მიზნით, დაგეგმილია როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსების დაფინანსების გაზრდა; საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის ხელშეწყობა; გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის კომპონენტის გაძლიერება; ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის განახლებული კონცეფციითა და გაორმაგებული ბიუჯეტით გამოცხადება.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციისგან. სრული კარტბლანში წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
11 ივნისი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის გადატრიალებას ვერ შეძლებენ, ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ - მე მგონი, რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს
მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ.
11 ივნისი 2026, 00:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას
ახლახანს არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან სალომე ზურაბიშვილთან ელჩების ვიზიტებიც გაიხსენა და თქვა, რომ მოპარული შტანდარტის ფონზე გადაღებული ფოტოებით ელჩები 4 ოქტომბრის ძალადობას აქეზებდნენ.
11 ივნისი 2026, 00:26
მსოფლიო
ბელფასტში, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ვიდეო
ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
11 ივნისი 2026, 00:16
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ალიანსზე“: ჰგონიათ, საზოგადოება დაიჯერებს მათ სპექტაკლს, თითქოს ერთი დედაპარტიის შვილები არ არიან
"მათ არ შეუძლიათ არანაირი თვითორგანიზება, რადგან არიან გაცხადებული აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, სახელით და გვარებით. თითოეული სახელი და გვარი, რომელიც ახლა უკვე მერამდენე ალიანსში გაერთიანდნენ, არის პირდაპირ აფელირებული დედაპარტიასთან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია", - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
11 ივნისი 2026, 00:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩინეთისგან ბოროტების ხატის შექმნა არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული, პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ბრიუსელს აქვს აღებული იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტი
ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ იმისთვის, რომ განვახორიციელოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური მიზნები - ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარე სისულელეს უწოდებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჩინეთთან ურთიერთოები გლობალურ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.
11 ივნისი 2026, 00:15
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას ავალდებულებს.
11 ივნისი 2026, 00:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში
სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ლანგრით შეთავაზება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას.
11 ივნისი 2026, 00:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და დაიწყოს ის სრულიად ახალი ფურცლიდან, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
11 ივნისი 2026, 00:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს. ასე რომ ჩვენც ვცდილობთ ხოლმე სერიოზულად არ შევხედოთ. რა მოვთხოვოთ საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანს, რომელიც საბავშვო ბაღში იარაღის ლეგალიზაციას ითხოვს?
ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
10 ივნისი 2026, 23:51
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა
თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა.
10 ივნისი 2026, 23:51
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, თუ თეირანი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას არ გააფორმებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, თუ თეირანი კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას არ გააფორმებს. ამით მან გაიმეორა მუქარა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღის დასაწყისში გააჟღერა.
10 ივნისი 2026, 23:47
პოლიტიკა
პაპუაშვილი კონგრესის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე: ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას
ეს არის აბსოლუტური ფიქცია, იმისთვის რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ჯო უილსონმა წარადგინა. „რა უნდა დავუშვათ, რომ ჯო უილსონმა კანონით უნდა დაავალოს ამერიკის სადაზვევრო სამსახურებს, დააკვირდით რას შვება რუსეთი, ჩინეთი თუ ირანი რეგიონში და საქართველოში? ვინმეს ჰგონია, რომ ისე ამას არ აკეთებენ? რას ემსახურება მაშინ ეს კანონები? უბრალოდ საინფორმაციო ხმაურს. თითქოს ახლა ჯო უილსონის დავალებას ელოდება დონალდ ტრამპი, რომ რუსეთზე და ჩინეთზე იფიქროს და მათი გავლენები შეისწავლოს? ეს არის აბსოლუტური ფიქცია, იმისთვის რომ ხმაური შეიქმნას, ვიღაცამ რაღაც თქვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
10 ივნისი 2026, 23:46
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის მუქარა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესახებ სისუსტის ნიშანია
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მუქარა ძალის ნაცვლად სისუსტის ნიშანია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი მტკიცედ დახვდება ზეწოლასა და მუქარებს.
10 ივნისი 2026, 23:45
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ - ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს
“საბჭოთა კავშირი კუბში - ევროკავშირი დემოკრატიას კლავს როგორც წევრ ქვეყნებში, ასევე ცდილობს ბოლო მოუღოს დისკუსიის შესაძლებლობას ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მას შემდეგ, რაც უნგრეთმა თვეების განმავლობაში მოახდინა უკრაინისთვის 90 მილიარდიანი სესხის გაცემის ბლოკირება, ფონ დერ ლაიენი ღიად ალაპარაკდა გადაწყვეტილების მიღების წესში ცვლილებების აუცილებლობაზე”, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.
10 ივნისი 2026, 23:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, ყველა კრიტერიუმით
კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ზოგადად, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება ჰქონდეს და აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.
10 ივნისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: სომხეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს იგნორირება სრულად ხდის ნიღაბს ისეთი ორგანიზაციის ფარისევლურ მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას, როგორიც არის ეუთო/ოდირი
სომხეთსა და საქართველოში ეუთო/ოდირის მიერ არჩევნების შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
10 ივნისი 2026, 23:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრაზე საუბრისას. მისივე თქმით, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
10 ივნისი 2026, 23:31
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ის, რომ 3000 წელია ჩვენ სახელმწიფოებრიობას ასე ვატარებთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ გამომუშავებული გვაქვს შინაგანი ფორმულა, თუ როგორ უნდა გაიარო ის ქარიშხლები, რომელიც ასეთ რთულ რეგიონში ხდება ხოლმე. ევროპამ ასეთი ტურბულენტობის დროს ბევრჯერ წაიტეხა ცხვირი
გეოგრაფია არ შეიცვლება, ჯერჯერობით გეოგრაფიასთან ომის არავის მოუგია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას - თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ჩანაცვლება ხდება სომხეთით. ასეა ეს?
10 ივნისი 2026, 23:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა აბარია ადამიანს, რომლის მინისტრიც საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდა. კაია კალასს აშშ-ის, ევროკავშირის მთავარი პარტნიორის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება
ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.


