ქუთაისის უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისთვის ახალ პროგრამებს დანერგავს
მიხეილ ჩხენკელი
ფოტო: განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უდიდესი მასშტაბის მოვლენაა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ის პირველი საუნივერსიტეტო კამპუსის ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში, რომელიც დასავლური სტანდარტებით ვითარდება.
უნივერსიტეტმა, რომელიც პანდემიის მიუხედავად 2020 წლის ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნა, პირველი სტუდენტები უკვე მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. ეს პროგრამები მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია რამდენიმე უნივერსიტეტთან, მათ შორის, რენის უნივერსიტეტსა და მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც ამერიკელ და იაპონელ პარტნიორებთან ერთად შეიქმნება.
ქართველ პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას განაპირობებს მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მეცნიერები არიან. საპატიო პრეზიდენტი კი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია – მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი.
როგორც მინისტრმა გაუსვა ხაზი, ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია და რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა.
„განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში თანამედროვე კვლევები განხორციელდება. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ეს პროექტიც ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს. აღნიშნულ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ. პირადად შევხვდი მსოფლიოს წამყვან მკვლევარებს ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით. მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა.
აქვე მოგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს “IDOM”-ისა და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი კომპანიის “IBA”-ს წარმომადგენლები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს ახორციელებენ. ცენტრის მშენებლობა და განვითარება დასახული გეგმითა და ვადების დაცვით მიმდინარეობს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილია მრჩეველთა ინდუსტრიული საბჭოს დაფუძნება, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციები შევლენ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 19 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 23:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის" ეთერში.
10 ივნისი 2026, 23:06
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში
ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.
10 ივნისი 2026, 22:44
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და უწყების ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა.
10 ივნისი 2026, 22:31
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ფსევდოოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან განსაკუთრებული დარტყმის ობიექტია ბიძინა ივანიშვილი - მთავარი ავტორიტეტი და იმ პოლიტიკის შემქმნელი, რამაც ქვეყანას 14-წლიანი სტაბილურობა მოუტანა და სუვერენიტეტი ყველაზე მაღალ ნიშნულზე აიყვანა
რა თქმა უნდა, ფსევდო-ოპოზიციის სამიზნეები არიან გუნდის ლიდერები, მაგრამ მათი და მათი პატრონების მხრიდან განსაკუთრებული სამიზნე და დარტყმის ობიექტია, ბიძინა ივანიშვილი, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
10 ივნისი 2026, 22:09
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ბიძინა ივანიშვილს ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და მათ შორის უდიდესია პოლიტიკური პარტიის დაფუძნება - რომ არა ეს პარტია, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი და 2022 წელს შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეთა შორის უდიდესი არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, აჭარის ტელევიზიის ეთერში.
10 ივნისი 2026, 21:57
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ინფლაციამ, ნავთობის გაძვირების გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 4%-ს
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს ახალი მონაცემების თანახმად, მაისში წლიურმა ინფლაციამ ბოლო სამი წლის მაქსიმუმს - 4.2%-ს მიაღწია, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აისახება ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები აშშ-ის ეკონომიკაზე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
10 ივნისი 2026, 21:39
რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 21:34
მსოფლიო
ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
10 ივნისი 2026, 21:17
კულტურა
ორი დღე წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ შოუმდე - 12 ივნისს „დინამო არენაზე“ ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
12 ივნისს, „დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. კონცერტამდე ორი დღით ადრე კულტურის მინისტრი, „სთარინგ ჯორჯიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოებს გაეცნო.
10 ივნისი 2026, 20:51
საზოგადოება
უსაფრთხო და კომფორტული გარემო 44 ოჯახისთვის - დედაქალაქის მერმა დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა
ავარიული შენობიდან ახალ საცხოვრებელ კორპუსში - ყოფილ ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს სივრცეში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. გასაღებები მათ თბილისის მერმა პირადად გადასცა.
10 ივნისი 2026, 20:45
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა - მათ დანაშაული აღიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობა. აღიარება გრძელდება. დანაშაულის დადასტურების შედეგად, საპატიმრო ბრალდებულებმა დღესაც დატოვეს. 4 ოქტომბრის საქმეზე 64 დაკავებულიდან 22 თავისუფალია.
10 ივნისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება - სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაცია ბოლო 48 საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარდა.
10 ივნისი 2026, 20:40
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის საფრთხის შესახებ აფრთხილებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
10 ივნისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ - რჩება თუ არა სააკაშვილის პარტია ოპოზიციურ გაერთიანებაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეასე დღეს დაშლილი ალიანსი და სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები - „ფედერალისტები“ „ნაციონალებს“ წაშლას ლოგოდანაც უპირებენ, „ნაციონალები“ კი გაგდებას არ აღიარებენ. ე.წ. ერთობის შიდა არეულობის ფონზე, მსჯავრდებული სააკაშვილი ციხიდან პარტიულ განახლებას ნანუკა ჟორჟოლიანით იწყებს. მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.
10 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა
„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.
10 ივნისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესი - პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. ალიანსს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტნიორობის სხვაგვარი აღქმა აქვს ოპოზიციას - ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების შინაარსი. როდესაც სხვა ქვეყნის ინტერესი ეროვნულზე უპირატესია, ეს ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას ნიშნავს, - ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის შეფასება.
10 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული როლი ქართულ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადების ინტერპრეტირების მცდელობას უპასუხა.
10 ივნისი 2026, 20:16
პოლიტიკა
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთთან კავშირის ეფექტს აფასებს და ურთიერთობის ახალ, ყოვლისმომცველ ეტაპს განმარტავს.
10 ივნისი 2026, 20:15
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
10 ივნისი 2026, 20:14
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ყველაფერი, რაც მათ მოეთხოვებათ, არის ის, რომ ფურცელზე ხელის მოწერა დაიწყონ - ყველაფერი სრულად შეთანხმებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ირანმა აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად უნდა გააკეთოს, არის „ფურცელზე ხელის მოწერის დაწყება“.


