Imedi /  21 თებერვალი 2021, 17:30 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით, მაქს პლანკის უნივერსიტეტების მოდელი დაინერგება

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოში მეცნიერების განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება მსოფლიო მასშტაბისა და დონის კერა აკადემიური და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის. მალე უნივერსიტეტში იქნება ძალიან საინტერესო სადოქტორო პროგრამა ბირთვულ ფიზიკაში, რომელსაც ჩვენ იულიხის კვლევით ცენტრთან, ასევე, კიოლნისა და ახენის უნივერსიტეტებთან ერთად განვახორციელებთ.

CERN-თან გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა და ამ პროცესში რამდენიმე უნივერსიტეტია ჩართული, მათ შორის, ტექნიკური უნივერსიტეტი. თუმცა, ამ მიმართულებით, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია მასშტაბების გაზრდა და გაფართოება.

რაც შეეხება ზოგადად მეცნიერების განვითარებას, მიგვაჩნია, რომ მოდელი, რომელიც დაინერგა გერმანიაში, კერძოდ, მაქს პლანკის უნივერსიტეტების მოდელი, არის უაღრესად საინტერესო, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში. ის გულისხმობს მეცნიერების კლასტერულ განვითარებასა და მომიჯნავე დარგების ერთი სივრცის ქვეშ ურთიერთთანამშრომლობას. ეს ბადებს ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს კვლევისთვის, რადგანაც ახალი იდეების გენერირება ხდება მაშინ, როდესაც მომიჯნავე დარგების მეცნიერები ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.

ასევე მსურს აღვნიშნო, რომ დიღომში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც შენობა თითქმის უკვე დამთავრებულია, „ქართუ ჯგუფის“ ხელშეწყობითა და დაფინანსებით შევქმნით სამეცნიერო კვლევის პირველ კლასტერს, სადაც წარიმართება კვლევები ბირთვულ და ზოგადად თეორიულ ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი კლასტერები და მაქს პლანკის მოდელი იქნება არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნებში, არამედ ჰუმანიტარულ დარგებშიც. ქართველოლოგიას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ეს იქნება სამეცნიერო კვლევითი პროცესის მენეჯმენტის ახალი მოდელი.

რაც შეეხება ჩვენს ღვაწლმოსილ მეცნიერებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი ფონდი, რომელსაც თვალის ჩინივით მოფრთხილება სჭირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სისხლი, ახალგაზრდები ახალი იდეებით ჩვენი მზრუნველობის ერთ-ერთი უმთავრესი სეგმენტია და რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად გვსურს, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გავაკეთოთ ცალკე კონკურსები და პროგრამები. ცხადია, ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა სხვა კონკურსებშიც, სადაც უკვე კორიფეებიც მონაწილეობენ, მაგრამ მათთვის წახალისების მიზნით, შემუშავდება ცალკე კონკურსებიც“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მან უმაღლესი განათლების მართვის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ რექტორთა საბჭო, რომელსაც იგი თავად ხელმძღვანელობს და რომლის წევრები საქართველოში არსებული ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორი არიან, რეგულარულად იკრიბება და იხილავს მიმდინარე საკითხებს, პანდემიის დროს წარმოშობილ გამოწვევებს. შემდგომი განსახილველი საკითხი იქნება კარდინალური ცვლილება უნივერსიტეტების დაფინანსებაში, რომ მათი საბაზო დაფინანსება და უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე.

„მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ლაბორატორიები უნივერსტიტეტების ძალიან დიდი გამოწვევაა და ერთადერთი სწორი გზა ამის გადაწყვეტის არის ის, რომ ყველა უნივერსიტეტს ამ სპეციალურად შემუშავებულ კომპონენტებზე დაფუძნებული გამოთვლის მიხედვით მიეცეთ საბაზო დაფინანსება, რომელიც მოხმარდება როგორც აკადემიურ პროცესს, ასევე, სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიების მოწყობასა და აღჭურვას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველო აქტიურად ემზადება Horizon Europe-ის საგრანტო პროცესში ჩასართავად. მისი თქმით, ეს საკმაოდ საინტერესო და რთულად მოსაპოვებელი, ამავდროულად, მასშტაბური საგრანტო დაფინანსება უნდა იყოს მიმართული საქართველოში კვლევითი ცენტრებისა და მეცნიერების განვითარებისაკენ. მნიშვნელოვანია, რომ Horizon Europe-ის ფარგლებში წარდგენილ საგრანტო პროექტებში ჩართული იყოს სხვა სახელმწიფოები, ევროპის წამყვანი ქვეყნები.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 11:20

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:16

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.

28 მაისი 2026, 11:12

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

28 მაისი 2026, 11:01

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 10:52

მსოფლიო

კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.

თეა ბარბაქაძე ნინო თანდილაშვილი

28 მაისი 2026, 10:44

საზოგადოება

სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

28 მაისი 2026, 10:31

კულტურა

EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲

ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.

28 მაისი 2026, 09:51

სამართალი

რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

28 მაისი 2026, 09:48

საზოგადოება

200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

28 მაისი 2026, 09:42

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი

შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

თორნიკე ჭეიშვილი

28 მაისი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.

არჩილ გორდულაძე

28 მაისი 2026, 09:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.

28 მაისი 2026, 09:22

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

28 მაისი 2026, 09:08

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა სტუდენტებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.

28 მაისი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა

ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკული ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში

28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ნანა კაკაბაძე

28 მაისი 2026, 08:38

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად

საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

28 მაისი 2026, 08:19

საზოგადოება

სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა

ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.