imedi /  25 თებერვალი 2021, 15:40 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

მისი განცხადებით, 100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან, იმ დღიდან, როცა რუსეთის მე-11 არმიამ მდუმარე თბილისში რუსთაველის გამზირზე ჩამოიარა და დაიწყო 70-წლიანი მონობის ბნელი პერიოდი.

„ეს დღე სახელმწიფოს მიერ გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენს მეხსიერებაში ისევ ცოცხლობს თითოეული გმირი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას სამფეროვანი დროშის ქვეშ. საქართველო მარცხს არ შეჰპუებია. ის არ შეეგუა ოკუპაციას. შეუპოვრობა ჩვენი ერის უკვდავებისა და გამძლეობის გენეტიკური ნიშანია.

იმთავითვე, ოკუპაციის შემდგომ წლებში - 1922, 23, 24 წლებში, საქართველოს ყველა კუთხეში ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობდა მანამდე, სანამ სასტიკმა ტოტალიტარულმა მანქანამ ერის ხმა არ ჩაახშო, თუმცა დროებით. 1956, 1978, 1989 წლები ეროვნული ენერგიის გაღვიძების თარიღებია.

საქართველო ოკუპაციას არ შეეგუა და საკუთარი იდენტობა და მეობა კულტურის დაცვასა და განვითარებაში გადაიტანა. ამ წლების თავისუფალი სული ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძისა თუ ქეთევან მაღალაშვილის ტილოებშია, ევგენი მიქელაძის მუსიკაში, პეტრე ოცხელის შემოქმედებაში, გალაკტიონისა თუ პაოლოს პოეზიაში, სწორედ ისინი არიან დამოუკიდებლობის სულის გამგრძელებლები და ეროვნული სულისკვეთების გადამრჩენელები.

საქართველო ოკუპაციას არ შეეგუა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არასოდეს შეუწყვეტია სამართლებრივი არსებობა, არ უღიარებია საბჭოთა ძალაუფლება. მან საზღვარგარეთ გააგრძელა ბრძოლა: ემიგრაციაში გაიტანა სამფეროვანი დროშა, სუვერენობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სამართლებრივ დონეზე გააგრძელა - ამერიკის კონგრესის მოსმენებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში და ევროპული ქვეყნების მთავრობებთან, რათა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა არ გამქრალიყო და არც გამქრალა. როგორც პარიზის წმინდა ნინოს ეკლესია დაარსებიდან ქართული ეკლესიის ტრადიციას, თავისუფალ სულს ატარებდა და ატარებს.

საქართველო მარცხს არ შეეგუა! და პირიქით, მან მარცხი საკუთარ გამარჯვებად აქცია: აღდგა ეროვნული მოძრაობა და 1991 წლის 9 აპრილს აღდგა დამოუკიდებელი საქართველო, როგორც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.

ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე! ეს არის გამარჯვება არა მხოლოდ მტერზე, არამედ დროსა და ისტორიაზე, ტრაგედიასა და უსამართლობაზე! გამარჯვება, რომლის გარდაუვალობის გვჯეროდა ქვეყნის გარეთ - ემიგრაციაში - და რომლისაც სჯეროდათ ქვეყნის შიგნით, შიდა ემიგრაციაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ხვედრი იყო.

ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი დღევანდელი ტრაგედიაა, თუმცა ქვეყანა დამოუკიდებელია, სუვერენულია და მყარად დგას განვითარების გზაზე! ეს არის ჩვენი გამარჯვება! გამარჯვებაა ისიც, რომ კონფლიქტებისა და ომის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროპისკენ, გზას დემოკრატიის მშენებლობისკენ!

მოდის დრო, როცა მეხსიერება ისტორიად უნდა იქცეს, ანუ მარადისობაში გადავიდეს. ასე იწერებოდა და დაიწერება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორია. გლოვასაც თავისი დრო აქვს. ალბათ მოვიდა დრო, რომ გლოვა დავასრულოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული დარჩა ამ 70 წლის ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ კი გვჯერა, რომ მივაღწევთ ჩვენს მიზანს - ქვეყნის გამთლიანებას და გაერთიანებას.

25 თებერვალი უნდა იქცეს იმ დღედ, როცა გავიხსენებთ, როგორ იმარჯვებს სიმართლე და ღირსება, როგორ შეიძლება პატარა ერი გამარჯვებული გამოვიდეს დიდ იმპერიასთან ჭიდილიდან, როგორ შეუძლია ქვეყანას თავის ტრადიციებსა და იდენტობაზე დაყრდნობით დაისახოს მომავალი და მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც თუნდაც 30 წლის წინ წარმოუდგენელი იყო - ევროპის ასოცირებულ წევრობას და ნატო-ს პარტნიორობას.

მინდა, ამ დღეს დავუკავშირო ჩემი ერთი მოსაზრება და თქვენ წარმოგიდგინოთ. მემორიალური კომპლექსის დაარსებით მივაგოთ პატივი მათ, ვინც ამ 100 წლის განმავლობაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. შევქმნათ მემორიალი, რომელიც ასახავს ამ უწყვეტი ბრძოლის ისტორიას, მის ფურცლებს, მისი გმირების ღვაწლს - ყველასი: 1921 წლის მებრძოლების, აჯანყებების მონაწილეების, რეპრესირებული ადამიანების, რომლებიც სასტიკად იდევნებოდნენ, მეორე მსოფლიო ომის მეომრების, 1956 წლის სტუდენტების, 9 აპრილის მსხვერპლთა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში და 2008 წლის ომში დაღუპულების, - ყველასი, ვინც იბრძოდა ერთიანი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსთვის.
ასეთი მემორიალი, დაყოფილი ჩვენი ისტორიის ამდენივე ფურცლად, ამავე დროს, ახალგაზრდა თაობებს ჩვენი ისტორიის გაცნობისა და გაცნობიერების საშუალებას მისცემს, უცხოელ სტუმრებს კი გააგებინებს, რა შეუპოვრად იბრძოდა საქართველო თავისუფლებისთვის. სამშობლოს სიყვარულისათვის გაერთიანებული და დაღუპული გმირები შეიძლება კიდევაც გამოგვადგეს შერიგების მაგალითად!“ - აცხადებს ზურაბიშვილი.

ყველა სიახლე

14 აპრილი 2021, 08:41

ეკონომიკა

ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა

ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ მორიგი რეკორდი დაამყარა. ერთი ბიტკოინის ღირებულება 62 ათას დოლარამდე გაიზარდა.ექსპერტების აზრით, ბიტკოინის რეკორდული გაძვირება NASDAQ-ის ბირჟაზე, კრიპტობირჟა Coinbase-ს აქციებით ვაჭრობის დაწყებამ განაპირობა.

14 აპრილი 2021, 08:27

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდი და +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსსა და მზიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მაკა ბოჭორიშვილი

14 აპრილი 2021, 08:08

პოლიტიკა

ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკას განიხილავენ დღეს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომაზე.

14 აპრილი 2021, 07:58

საზოგადოება

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება.

ზურაბ ქადაგიძე

14 აპრილი 2021, 01:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კრიმინალი რურუას გამო, ვინმე ბაჩო დოლიძე პოლიციელთა უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

ვინმე ბაჩო დოლიძე, „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე აქვეყნებს სამართალდამცველების ფოტოებს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ადანაშაულებს უკანონო ქმედებაში. მე ვეკითხები მას, სამართლებრივად 1) ირღვევა თუ არა პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმცია? 2) მოქმედი ოპერატიული მუშაკის იდენტიფიკაცია,სამართლებრივი ახსნის გარეშე არის თუ არა დანაშაული?” – წერს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ნინო თანდილაშვილი

14 აპრილი 2021, 01:01

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტმა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა

გარემოს დაცვითი კუთხით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია, რომელმაც ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

გურამ ნიკოალშვილი

14 აპრილი 2021, 00:51

ეკონომიკა

გურამ ნიკოლაშვილი: აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს

აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს, - ამის შესახებ „ჰიდროალიანსი-საჯარო პლატფორმის“ წარმომადგენელმა, გურამ ნიკოლაშვილმა „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები თავიდანვე ცდილობენ მოსახლეობის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მობილიზებას. „ეს არის სპეციალური ორგანიზაციები, მწვანე ჯგუფები, რომლებიც უკვე მრავალი წელია არიან დაკავებულები ამ დღის წესრიგით, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოში არ უნდა განვითარდეს. ჰიდროენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში არის ქვაკუთხედი და საკვანძო დარგი ენერგეტიკის განვითარებისთვის, შემდეგ უკვე ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.

ელენე ღუბიანური

14 აპრილი 2021, 00:49

ეკონომიკა

ელენე ღუბიანური: „ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1600-მდე მოქალაქე დასაქმდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1 600-მდე მოქალაქე დასაქმდება, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა „იმედის ფაქტორში“ სოციალურ პაკეტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანას მინიმალური სარგებელი დარჩება, მცდარია. ღუბიანურმა აღნიშნა, რომ მთი კომპანია სპეციფიკურ დანადგარებს შემოიტანს, რადგანაც საქართველოში ისინი არ იწარმოება, რაც შეეხება მუშახელს, პროექტით 1 600-მდე მოქალაქის დასაქმებაა გათვალისწინებული.

შსს

14 აპრილი 2021, 00:41

სამართალი

სოფელ გუმათში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.

ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელი

14 აპრილი 2021, 00:39

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელმა და ენტონი ბლინკენმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ამირან სალუქვაძე

14 აპრილი 2021, 00:38

ეკონომიკა

ამირან სალუქვაძე: ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით

ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ ჰესთან და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქ მდგომი და სახლში მჯდომი ადამიანები უნდა გაიყოს ორ ჯგუფად: ვისაც სურს მოსმენა და გარკვევა, და ვის - არა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მერაბ ლომინაძე

14 აპრილი 2021, 00:26

ეკონომიკა

მერაბ ლომინაძე: მოხარულები ვართ, რომ არასამთავრობო სექტორი ჩართულია ამ პროცესში და აქტუალური საკითხები მათთან ერთად განიხილება

უკვე ჩამოყალიბდა შესაბამისი ჯგუფი, გაიმართა ორი შეხვედრა. იმედია, უახლოეს მომავალში ამ ექსპერტების ჩართულობით ვამცნობთ საზოგადოებას, რომ კვლევები ჯეროვნად ასახავს საჭიროებებს. ჩვენ მხოლოდ გამჭვირვალე პროცესის მომხრენი ვართ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ კომპანია ENKA Renewables-ის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინვესტორი არ იხდის გადასახადებს, რაც ტყუილია

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან წელიწადში 30 მილიონ ლარს გადაიხდის მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მინისტრი ხეობაში ურანის საბადოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: როდესაც გვესმის, ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა

როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან, რომელთაც რაღაც ყურმოკვრით აქვთ მოსმენილი და ხელშეკრულება წაკითხული არ აქვთ, ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

გიგა ბოკერია

14 აპრილი 2021, 00:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: IRI-ის ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული იყო

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია არაკომპეტენტურს უწოდებს IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ - „მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

„ძალიან ბევრი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ასეთმა მსხვილმა ინვესტორმა და დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს და დარწმუნდება, რომ მართლაც ძალიან დიდი სიკეთის მომტანი არის ასეთი ინვესტორის ყოლა ხეობაში“, - აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია

ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:45

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჰესის ზეგავლენა ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გამორიცხულია

ენგურჰესი ნამახვანჰესზე რამდენჯერმე დიდია თავისი სარკის ფართობით და ამ შემთხვევაშიც კი მაქსიმალური გავლენა რამდენიმე ასეული მეტრით არის შემოსაზღვრული. შესაბამისად, ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ზეგავლენა სრულიად გამორიცხულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:43

პოლიტიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესი“ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი

„ბოლო დროს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ დეზინფორმაცია ტრიალებს. ზოგი კითხვა შესაძლოა, კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგად წარმოიქმნა, რაზეც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, პასუხი გავცეთ; ზოგი, ალბათ, გამიზნული დეზინფორმაციაა. ჩვენ შევხედავ, ვის არ აწყობს, საქართველო ენერგეტიკულად რეგიონში უფრო წელგამართული რომ იყოს, უფრო მეტად ძლიერი და საკუთარ ენერგორესურსზე დაყრდნობილი და ექსპორტიორი და არ შემოჰქონდეს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩვენ გვემუქრება, მოგეხსენებათ, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალები, რომლებიც ამ რეგიონში მოინახებიან. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „ნამახვანჰესი“ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი, სწორედ აქედან ამოვდივართ“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა: წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ ენერგორესურსებისთვის

„წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ, ჩვენი სამეზობლოს სასარგებლოდ და ეს ფული ხმარდება არა რომელიმე აქ აშენებულ ჰიდროსადგურს, არამედ თურქეთში, აზერბაიჯანში ან რუსეთში განთავსებულ ჰიდროსადგურებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათი ეკონომიკის გაძლიერებას. ეს ფული, ეს ვალუტა აკლდება ჩვენს სავალუტო ბაზარს. სხვა შემთხვევაში ეს რესურსი ლარის გამყარებას მოხმარდებოდა“, - განმარტა მინისტრმა.