IMEDI /  03 მარტი 2021, 13:36 / სანდო წყარო

ადამიანის გული რომ იკუმშება, ფილტვები რომ იკუმშება, ეს ენერგია მიღებული გვაქვს დედისგან - ექიმი გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძე

„ყველა ქალის, რომელიც ფეხმძიმდება და დედა ხდება, ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდება. მთელ მსოფლიოში ყოველდღე კვდება 800 ქალი უშუალოდ ფეხმძიმობის ან მშობიარობის გამო. ფეხმძიმობის დროს არსებული ინფექციების, სისხლდენების, თრომბოზების, მაღალი წნევის გართულების შედეგად“, - ეს შეფასება ექიმ გიორგი ღოღობერიძეს ეკუთვნის, რომელმაც დედის დღესთან დაკავშირებით ემოციური ვიდეო-ბლოგი ჩაწერა.

ექიმი საზოგადოებას დედის დღეს ულოცავს და ცდილობს ახსნას, რითია გამოწვეული ის კავშირი, რაც დედასა და შვილს შორის მუდმივად არსებობს. როგორ რისკავს ქალი, როცა ფეხმძიმდება და შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებს.

„ქალი როდესაც ფეხმძიმდება, საკუთარ სიცოცხლეს აყენებს ძალიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ საბოლოოდ გავჩნდეთ ჩვენ - მათი შვილები. დედობა თავიდანვე მაღალი პასუხისმგებლობაა. ისინი სწირავენ საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ ჯანმრთელობას დებენ სასწორზე, რომ ჩვენ დავიბადოთ... რამდენად ღირებული მომენტია...“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

მისი თქმით, დედა შვილზე ზრუნვას ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს იწყებს. „ზოგი დედა ისეთია, პურის პატარა ფრაგმენტიც რომ ჰქონდეს, შვილს მისცემს, რომ ის იყოს მაძღარი, კმაყოფილი, თვითონ უარს იტყვის და იქნება მშიერი. მათ ეს თვისება არ აქვთ მხოლოდ ჩვენი დაბადების შემდეგ, არამედ ეს თვისება აქვთ დნმ-ში, როცა ჩვენ ვართ ჯერ კიდევ მათ საშვილოსნოში.

ქალი, რომელიც ფეხმძიმდება, მისი სხეული, მისი პლაცენტა წარმოქმნის ძალიან სერიოზულ ჰორმონს, მას ჰქვია პლაცენტის ლაქტოგენი, რომელიც დედის სხეულს ართმევს საკვებს, რომ ეს საკვები დედის უჯრედებმა კი არ მიიღოს, არამედ ნაყოფმა მიიღოს, რომ გაიზარდოს, იყოს გამოკვებილი და მაძღარი. დედის სხეული თავად ამბობს უარს საკვებზე, არ იღებს გლუკოზას, რომ მთელი გლუკოზა, რაც გროვდება სისხლში, ჩვენ მივიღოთ, ჩვენ გავიზარდოთ. ხომ ხვდებით, დედის სხეულისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კარგად ყოფნა. საკუთარ სხეულს სწირავენ, საკუთარ უჯრედებს აშიმშილებენ, რომ ჩვენ ვიყოთ მაძღარი. ეს თვისება მათ ჯერ კიდევ იქამდე აქვთ, ვიდრე ჩვენ დავიბადებით“, - ამბობს ღოღობერიძე.

ექიმი, ასევე განმარტავს, რომ ემბრიონს დედის ხმა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს ესმის და ამშვიდებს. „ჩვენ დედის ხმა გვესმის ჯერ კიდევ ფეხმძიმობის 30-ე კვირიდან, იქიდან მოყოლებული, მათი ხმა ჩვენზე მოქმედებს, როგორც სერიოზული დამამშვიდებელი საშუალება. არაფერი შეედრება დედის ხმას“.

შვილი დედისგან არა მხოლოდ საკვებს, არამედ ენერგიასაც იღებს. „ყველა მოძრაობა, თვალის დახამხამება, ფილტვების შეკუმშვა, გულისცემა ხორციელდება დედისგან მიღებული ენერგიისგან. დედები გვაძლევენ არამარტო საკვებს, არამედ ენერგიას.

დაბადების შემდეგ პირველი კონტაქტიდან, კანის კანთან შეხებიდან იწყება ჩვენზე ზრუნვა. როდესაც დედის სხეულს ეხება ბავშვი, მასზე გადმოდის ის ბაქტერიები, რომელიც მას აქვს, რომ ჩვენ ორგანიზმში დასახლდეს ის კარგი ბაქტერიები და განგვივითაროს იმუნიტეტი, გაგვიზიაროს ბრძოლა ინფექციებთან, შეგვიმციროს დაბალი ტემპერატურისგან გარდაცვალების რისკი“, - ამბობს ღოღობერიძე.

შვილის კონტაქტი დედასთან მისი სხეულის დატოვების შემდეგაც გრძელდება. „როდესაც ჩვენ ვიბადებით, აღარ ვართ დედის სხეულში, ჩვენ მაინც ვტოვებთ დედის სხეულში რაღაცას და განვაგრძობთ არსებობას მასში. ვერ გველევიან... მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდეგ ვტოვებთ დედის სხეულს, ფეხმძიმობის დროს, ჩვენი უჯრედების დიდი ნაწილი გადადის, სახლდება დედის ელენთაში, ღვიძლში, კანში და ასევე თავის ტვინში.

ჩვენი დაბადების შემდეგ, ჩვენი უჯრედები დედის სხეულში მაინც რჩება. მეცნიერებმა უამრავი ქალი შეისწავლეს და აღმოჩნდა რომ შვილის დნმ მის სხეულში რჩებოდა თვეების, წლების განმავლობაში“, - ამბობს ღოღობერიძე.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე

საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი

ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

01 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

მაიკ ჯონსონი

01 სექტემბერი 2026, 11:57

მსოფლიო

POLITICO: ლინდსი გრემის კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთან პალატაში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება

ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ-ის სენატში ორპარტიულმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად მხარი დაუჭირა მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 11:51

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს

ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას.

01 სექტემბერი 2026, 11:46

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

01 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს.

01 სექტემბერი 2026, 11:42

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.

თორნიკე ფაღავა 

01 სექტემბერი 2026, 11:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა მადიარის განცხადებაზე: ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.

ლიზა გეგეჭკორი

01 სექტემბერი 2026, 11:36

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება

შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძაან საყვარლობით ცდილობს ხალხს მოაჩვენოს, თითქოს და სულ იბრძვის, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

01 სექტემბერი 2026, 11:33

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 11:33

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის გადაწყვეტილებამ რუსეთი „დიდ ოცეულში“ დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე რუსეთის დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 11:20

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 11:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში - უნგრეთიც ამის წინაშე დგას

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. შარმანაშვილის თქმით, დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში.

01 სექტემბერი 2026, 11:10

მსოფლიო

ესტონეთმა გვიან ღამით დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, გვიან ღამით დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო განგაში გამოცხადდა, რის შედეგადაც ესტონეთში მდებარე ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავების აფრენა გახდა საჭირო.

01 სექტემბერი 2026, 10:56

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.

დავით ქართველიშვილი

01 სექტემბერი 2026, 10:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სექტემბრის პირველი ათი დღე ფაქტობრივად ერთიან დიპლომატიურ ჯაჭვად ყალიბდება - ჯერ ბათუმი, მერე პარიზი, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკი და გაეროს მაღალი ტრიბუნა. 8 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია იწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი 20–24 სექტემბერს ნიუ-იორკში ამ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მაკრონის მიერ კობახიძის პარიზში მიწვევა, ბათუმში მსხვილი საერთაშორისო ფორუმის ჩატარება და საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს მთავარ დიპლომატიურ პლატფორმაზე, გაეროში, მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად დაამტკიცოს თავისი კონცეფცია „მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების“ შესახებ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

01 სექტემბერი 2026, 10:38

რეგიონი

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

„რეგიონებში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა და თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს პრობლემური საკითხების ერთობლივ იდენტიფიცირებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

01 სექტემბერი 2026, 10:34

ეკონომიკა

საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine საქართველო მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა

გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust - ი ონლაინ მომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს - georgia.travel, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.