imedi /  07 მარტი 2021, 17:06 / სანდო წყარო

ბექა ფერაძე: მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდვად რჩება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კულტურული ღონისძიების მასშტაბი გაცილებით დიდია და როგორც ხალხის მობილობის გაკონტროლება, ასევე, რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია.

„მიუხედავად იმისა,რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში იხსნება სარესტორნო სფერო კვლავ შეზღუდვად რჩება პირველ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იხსნება საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის გარკვეული შეზღუდვები, რომელიც შიდა სივრცეში სტუმრების მიღების საკითხს ეხება.8 მარტიდან იხსნება და გარდა შაბათ-კვირისა ყოველ დღე შეძლებენ შიდა სივრცეში მუშაობას. ასევე ზამთრის კურორტებზე ხვალიდან მუშაობას იწყებს საბაგიროები და საცალო ვაჭრობის ობიექტებსაც ეძლევათ ნებართვა შაბათ კვირას განაახლონ მუშაობა, როგორც სავაჭრო მოლებში ასევე ბაზრობებზე.

აღსრულების ნაწილი ცხადია იქნება მკაცრი, უნდა შევინარჩუნოთ დადებითი დინამიკა. ყოველდღიურად ვიქნებით ჩართული, შეგახსენებთ ჯარიმა 2,000 დან 10,000 ლარამდეა.

შეზღუდვები 2 კვირაში ერთხელ გადაიხედება ეს არის ეპიდსიტუაციაზე დამოკიდებული. პირველ რიგში ეს არის დაკვირვების პროცესი ორ კვირაში თუ შევძლებთ შაბათ კვირის შეზღუდვა სარესტორნო სფეროსთვისაც იქნება მოხსნილი. აჭარაში რამდენიმე ობიექტის დაჯარიმებაც მოგვიწია,რომლებიც მიუხედავად აკრძალვებისა სოციალურ ღონისძიებებს მაინც ანხორციელებენ.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან ყველაზე ხშირი სწორედ სოციალური ღონისძიებების დარღვევაა, სადაც ბევრი ადამიანის თავმოყრა ხდება. ანუ ისეთი ღონისძიება, სადაც დაყოვნების დრო არის მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში იხსნება სარესტორნო სფერო კვლავ შეზღუდვად რჩება პირველ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება. ეს იწვევს ღონისძიების მასშტაბის ზრდას მუსიკალური ღონისძიებებისას ხალხის მობილობა მაღალია რეგულაციების დაცვა კი რთული“, - განაცხადა ფერაძემ.

8 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება. ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2026, 11:39

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა ევთანაზია დააკანონა

ევთანაზიის უფლებას მიიღებენ ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო სტადიის განუკურნებელი დაავადებები აქვთ. სავალდებულო პირობა იქნება მუდმივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომლის შემსუბუქებაც მკურნალობით შეუძლებელია.

16 ივლისი 2026, 11:35

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სებ-ის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს

საგადახდო მომსახურებისა და დეპოზიტების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს მომხმარებელს ინფორმირებულ არჩევანზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ის ახალი პლატფორმის პრეზენტაციისას.

16 ივლისი 2026, 11:33

თავდაცვა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

16 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

უკრაინაში მიხაილ ფედოროვის გადაყენებას აპროტესტებენ

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტიდან მიხაილ ფედოროვის გადაყენების გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაცია ივან ფრანკოს სახელობის თეატრთან მდებარე სკვერში იმართება. მომიტინგეები სკანდირებენ „ფედოროვს“ და ხელში უკავიათ პლაკატები წარწერებით: „რისთვის?“, „არ შეეხო იმას, რაც მუშაობს“ და „ვოვა, რას აკეთებ?“. აქციები მიხაილ ფედოროვის მხარდასაჭერად სხვა ქალაქებშიც, კერძოდ, ნიკოლაევში, ხარკოვში, დნიპროში, პოლტავასა და ტერნოპოლშიც იმართება.

ირაკლი კობახიძე

16 ივლისი 2026, 11:24

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ

ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბის პრეზენტაციაზე.

16 ივლისი 2026, 11:22

მსოფლიო

The Telegraph: ტრანსგენდერი ნეონაცისტი გერმანიის ქალთა ციხეში გადაიყვანეს - გერმანიის ციხის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი ქალთა საპატიმროში განაწილების გადაწყვეტილება ოფიციალურად რეგისტრირებულ გენდერს და არა ბიოლოგიურ სქესს ეყრდნობოდა

„მარლა-სვენია ლიბიხი, რომელიც მამრობითი სქესის დაიბადა და სვენი ერქვა, სანამ საკუთარ თავს ქალად დაარეგისტრირებდა, ოთხშაბათს ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქსონიის ქალაქ ქემნიცის ციხეში გადაიყვანეს. გერმანელი ულტრამემარჯვენე პროვოკატორი, რომელიც აქციებზე ნაცისტური სტილის ფორმაშია გადაღებული, გასული წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მან თავი აარიდა სხვა ქალთა საპატიმროში გამოცხადებას, სადაც 2023 წელს ცილისწამებისა და სიძულვილის გაღვივების გამო მისჯილი წელიწადნახევრიანი პატიმრობა უნდა მოეხადა“, - წერს გამოცემა.

ჯორჯ პროკოპიუ

16 ივლისი 2026, 11:19

მსოფლიო

The Financial Times: საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს ეწინააღმდეგება

გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ათენი ცდილობს დაიცვას ბერძნული გადაზიდვების კომპანია Dynagas, რომელიც მაგნატ ჯორჯ პროკოპიუს ეკუთვნის. საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში კოლეგებს პირდაპირ განუცხადა, რომ შემოთავაზებული სანქციები კომპანიას „გაანადგურებდა“.

16 ივლისი 2026, 11:18

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა აამოქმედა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა ამოქმედდა. ახალი ფუნქციონალი საფინანსო სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ერთიან სივრცეში მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა კომერციული ბანკის, ასევე პროვაიდერების მომსახურებების ტარიფების შესახებ, შეადარონ მათი პირობები და მეტად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

16 ივლისი 2026, 11:13

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

უძილაური 6 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის დააკავა. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი იყო.

უვე შტაიმლე

16 ივლისი 2026, 11:09

მსოფლიო

გერმანიის პროკურატურამ სატირიკოსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ რაც ის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღონისძიებაზე გამოვიდა

გერმანიის ქალაქ დესაუ-როსლაუს პროკურატურამ ცნობილი სატირიკოსის, უვე შტაიმლეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მიზეზი ყოფილ და მოქმედ კანცლერებზე, ანგელა მერკელსა და ფრიდრიხ მერცზე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე მისი განცხადებები გახდა.

16 ივლისი 2026, 11:04

ეკონომიკა

„თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ცენტრის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს

ამ წუთებში „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ცენტრი იხსნება. შეკრებილ სტუმრებს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი და მიხაილ ფედოროვი

16 ივლისი 2026, 11:04

მსოფლიო

FT: მიხაილ ფედოროვი დაბრკოლებას უქმნიდა მათ ინტერესებს, ვისაც უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტიდან სარგებლის მიღება სურდა

„თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, მაღალჩინოსნებისა და პარლამენტარების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხაილ ფედოროვი დაბრკოლებას უქმნიდა მათ ინტერესებს, ვისაც თავდაცვის ბიუჯეტიდან სარგებლის მიღება სურდა. ფედოროვი ბლოკავდა ფავორიტ კომპანიებთან მომგებიანი კონტრაქტების გაფორმებას, რამაც მას უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მტრები გაუჩინა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მას უთანხმოება ჰქონდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთანაც“, - ნათქვამია სტატიაში.

16 ივლისი 2026, 10:58

ჯანდაცვა

ირაკლი ფურცელაძე საქართველოში ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე საქართველოში ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი და სერგეი კორეცკი

16 ივლისი 2026, 10:56

მსოფლიო

ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარადგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ავრცელებს. რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით, პარლამენტი საკითხს უახლოეს პერიოდში დადგენილი პროცედურის შესაბამისად განიხილავს.

დავით ქართველიშვილი

16 ივლისი 2026, 10:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო, რომელსაც ოდესღაც მოხმარებული გაზის საფასურის დროულად გადახდა არ შეეძლო, დღეს თურქმენეთს სთავაზობს პორტებს, რკინიგზას, ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას და შავ ზღვასა და ევროპულ ბაზრებზე გასასვლელს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში დღეს დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს.

16 ივლისი 2026, 10:53

სამართალი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ახალი დრონებით აღიჭურვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, თბილისსა და რეგიონებში, ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა.

16 ივლისი 2026, 10:49

სამართალი

სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

კირ სტარმერი

16 ივლისი 2026, 10:47

მსოფლიო

კირ სტარმერი კიევში ჩავიდა

ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სტარმერი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა „განიხილონ უკრაინის შეიარაღების კუთხით ამ დრომდე მიღწეული პროგრესი, რომ ქვეყანამ პუტინის უკანონო ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება შეძლოს“, ასევე ისაუბრებენ იმაზე თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მოკავშირეებმა, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება.

16 ივლისი 2026, 10:43

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა სამყაროს ასაკი კიდევ ერთხელ დააზუსტეს

კვლევა პორტსმუთის უნივერსიტეტის სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჩატარდა. სამყაროს ასაკის დამოუკიდებლად შესაფასებლად მეცნიერებმა უძველესი ვარსკვლავები გამოიყენეს, როგორც ერთგვარი კოსმოსური „ნამარხები“, რომელთა საშუალებითაც კოსმოსის ადრეული ისტორიის აღდგენაა შესაძლებელი.

მაგნოლია

16 ივლისი 2026, 10:36

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცმა ბანკის გაძარცვა მოპარული კნუტის დახმარებით სცადა

მერილენდის შტატის პოლიციამ უჩვეულო დანაშაული გამოიძია - კაცმა კატის მეშვეობით ბანკის გაძარცვა სცადა. ეჭვმიტანილმა ქალაქ ბელტსვილის ზოომაღაზიიდან 3.5 თვის შავ-თეთრი კნუტი, სახელად მაგნოლია მოიპარა, მეზობლად მდებარე ბანკში შევიდა და ცხოველი ძარცვის თანამონაწილედ აქცია. მან ბანკის მენეჯერს სთხოვა, კნუტი დაეჭირა, სანამ თავად მოლარისთვის მუქარის წერილს წერდა, რომელშიც მთელ ნაღდ ფულს ითხოვდა.