ვაშლიჯვრის მოსახლეობა პეტიციასა და განცხადებას ავრცელებს
ფოტო: Imedi.ge
ვაშლიჯვრის მოსახლეობა მოითხოვს, მორატორიუმი გამოცხადდეს ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე, ასევე, შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი მეწყრის საშიშროების შესასწავლად, - ამის შესახებ მოსახლეობის განცხადებაშია აღნიშნული.
„ვაშლიჯვრის მოსახლეობა მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არცერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება. ასევე, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაუწიონ კოორდინაცია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და სხვა საჭირო სფეროს ექსპერტები (და არა სამთავრობო სფეროში დასაქმებული გეოლოგები, რომლებსაც, როგორც დავინახეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ დასკვნებზე აქვთ ხელი მოწერილი) და ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მოსახლეობის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვანია, საჯარო იყოს ამ ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლიონ ლისის ქედი.
„ჩვენ ხაზგასმით მოვითხოვთ, გამოკვლეული იყოს როგორც დაზიანებული ფერდი, ასევე მთის სრული ნაწილი და არა მხოლოდ ის ადგილი, რომელზეც უკვე აღმოჩენილია ნაპრალები. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდებოდეს თითოეულ ნაბიჯზე ინფორმაცია. ამ პროცესის აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნია სპეციალურ ჯგუფში მოსახლეობის ჩართულობა, ისევე როგორც მოვითხოვთ კვლევების შედეგების საჯარო განხილვებს. რაც შეეხება დაზიანებულ ფერდს, რომელზეც არის ნაპრალები, მოვითხოვთ, ზემოაღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით, სასწრაფოდ, თანამედროვე სტანდარტებით, გამოკვლეულ იქნას ფერდის სტაბილურობა და მასზე დამონტაჟდეს მონიტორინგის სისტემები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება ფერდზე მიმდინარე პროცესებს. ხოლო მერიამ აწარმოოს ლისის ქედის 24-საათიანი მონიტორინგი, რომლის შესახებაც მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას“ - წერია განცხადებაში.
ამასთან, მოსახლეობა მოითხოვს, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ დასრულდება და გასაჯაროვდება ექსპერტიზის პასუხები, რომლებიც დაადასტურებს იქ პროცესის გაგრძელების უსაფრთხოებას.
„ვაშლიჯვრის მოსახლეობის კიდევ ერთი მოთხოვნაა, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი. რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ვცხოვრობთ, ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო. მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებსა და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება - რა დასკვნებზე დაყრდნობით. მერიის მიერ პირველ დღებში გავრცელებული ინფორმაცია რომ „გერმანელი ექსპერტები ჩამოდიან“ არის უკიდურესად ზოგადი და ის არ შეიცავს შიშის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ ან რაიმე მიმართულების მომცემ ინფორმაციას. ჩვენ ვითხოვთ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროვებას, საფრთხის კომპეტენტურ ანალიზს, ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ინფორმაციის გაცვლას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებთან“ - აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტის დასასრულს, პუნქტების მიხედვითაა გაწერილი, თუ რას მოითხოვს მოსახლეობა:
1. გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა;
2. დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები;
3. მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს მონიტორინგის სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია;
4. შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს;
5. შეისწავლონ და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 18:28
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება
აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
01 სექტემბერი 2026, 17:50
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრთან ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში, სადაც უახლეს სასწავლო ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 17:23
სამართალი
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა
პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრა ჰქონდა. რაზეც ბრალდების მხარემ დაკავებულებს კითხვით მიმართა, როდესაც თავად ცუდად გახდნენ რატომ არ მოიკითხეს ის, ვისაც ნივთირება გადასცეს.
01 სექტემბერი 2026, 17:11
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება
„ეს პარტნიორებში აჩენს უფრო მეტ ნდობას, განსაკუთრებით საქართველოს დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მიმართ და გვაძლევს ძალიან დიდ გარანტიებს იმისთვის, რომ საქართველოში მოზიდული ტვირთნაკადები, რომლებიც ბოლო წლების, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, დარჩება საქართველოს სატრანზიტო დერეფანში და ანაკლიის პორტი მოემსახურება სწორედ ამ გაზრდილ ტვირთნაკადებს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების მეშვეობით“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
01 სექტემბერი 2026, 17:09
ეკონომიკა
Jan De Nul-ის პროექტის დირექტორი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას, ასევე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც დასაქმების ზრდას, ისე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას“ - აღნიშნა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა.
01 სექტემბერი 2026, 17:08
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: მიმდინარე წლის 7–8 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) გაიმართება
„ხაზგასმული იქნება ის მულტიმოდალური კონტექსტი, რომელიც საქართველოს გააჩნია და ზოგადად, საქართველოს როლი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში, საქართველოს ნავსადგურების, საქართველოს საზღვაო დროშის როლი. რა თქმა უნდა, ხაზს გავუსვამთ საქართველოს მეზღვაურების როლს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
01 სექტემბერი 2026, 16:59
სამართალი
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის - მუსტაფა ჩიფთჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის, საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:58
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირის ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა რომ ბიზნესოპერატორი სულგუნის წარმოებასა და რეალიზაციას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახდენდა.
01 სექტემბერი 2026, 16:48
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: 7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, სადაც ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება
7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.
01 სექტემბერი 2026, 16:38
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში, მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, ახალგაზრდული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ იმსჯელეს, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:31
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:15
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თურქ კოლეგასთან და დელეგაციის წევრებთან, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.
01 სექტემბერი 2026, 16:11
მსოფლიო
Reuters: რუსეთი 2026 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზს 17-წლიან მინიმუმამდე ამცირებს
რუსეთმა მიმდინარე წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზი 17-წლიან მინიმუმამდე შეამცირა, ასევე გადახედა 2026 და 2027 წლების საწვავის ექსპორტის პროგნოზებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:42
სამართალი
სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე: დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს
მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და მისი კიდევ უფრო გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განვსაზღვრეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
01 სექტემბერი 2026, 15:40
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია მომზადდა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.
01 სექტემბერი 2026, 15:39
სამართალი
სულხან თამაზაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ
გამოცდილების გაზიარების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერდანაშაულსა და ნარკოტრეფიკთან ბრძოლის, ასევე , საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
01 სექტემბერი 2026, 15:36
მსოფლიო
DW: ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 1 000 გადააჭარბა - სამძებრო ოპერაცია გრძელდება
ნეპალსა და ჩინეთს შორის, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში გასულ კვირას, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 1 000 გადააჭარბა. ინფორმაციას DW ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:28
სამართალი
სულხან თამაზაშვილი: თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს და ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოებასა და მოქალაქეების დაცვას უკავშირდება.
01 სექტემბერი 2026, 15:20
ტექნოლოგიები
ტიმ კუკმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა
ამერიკული კომპანიის, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ,სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
01 სექტემბერი 2026, 15:07
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის 11 ქვეყანა, საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტილების დროს ვეტოს პრინციპის გაუქმებას ითხოვს
ევროკავშირის 11 ქვეყანა მოითხოვს, დასრულდეს „ხელის შემშლელი“ ვეტოების გამოყენება, რომლებიც ბოლო წლებში ბლოკის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას აფერხებდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.


