სატრანსპორტო საშუალებებზე ნომრების შეცვლის ვადა იწურება - როგორ შევცვალოთ ძველი ახლით. ინსტრუქცია
ფოტო: Facebook
სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით უნარჩუნდება. მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, „იმედინიუსი“ გთავაზობთ ამ საკითხზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.
🔹ნომრის შესაცვლელად სავალდებულოა თუ არა მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის მიყვანა?
- ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მიყვანა და დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.
🔹როგორ გადმოვწერო მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაცია „SAGENCY“?
- მისი გადმოწერა შესაძლებელია „აიფონით“ სარგებლობის შემთხვევაში APP Store-დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობის შემთხვევაში - PLAY Store-დან. გადმოწერის შემდეგ, დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირებული.
დისტანციური მომსახურების მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა, სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით, შესაბამის ველში უნდა მიუთითოს:
• სახელი;
• გვარი;
• პირადი ნომერი;
• მობილური ტელეფონის ნომერი;
•ელექტრონული ფოსტის მისამართი.
რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი აპლიკაციაში პირდაპირ ავტორიზაციის გავლის შემდეგ პირად გვერდზე გადასვლას შეძლებს.
მომსახურების სააგენტომ უკვე არსებულ მობილურ აპლიკაციაში (SAGENCY) დაამატა ძველი ნიმუშის სახელმწიფო ნომრის შეცვლის ფუნქცია და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს 24 თებერვლიდან საშუალება მიეცათ დისტანციურად, ონლაინ შეეძინათ ახალი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნები.
🔹როგორ შევცვალო ნომერი მობილური აპლიკაციის - SAGENCY-ის საშუალებით?
- პირადი გვერდის მთავარ პანელზე გამოჩნდება ნომრის შეცვლის ბანერი. დაინტერესებულ პირს მასზე თითის დაჭერით გამოუჩნდება მის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება. შემდეგ იგი უკვე აირჩევს მისთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულს, საიდანაც სურს დამზადებული სანომრე ნიშნისა და სარეგისტრაციო მოწმობის გატანა, ასევე, ირჩევს სასურველ სახელმწიფო სანომრე ნიშანს, იხდის საფასურს და მითითებულ მისამართზე, არაუადრეს მეოთხე და არაუგვიანეს მეექვსე სამუშაო დღეს, მიაკითხავს წამოსაღებად.
🔹სად შეიძლება ავიღოთ დისტანციურად შეცვლილი ნომრები?
- დისტანციურად შეცვლილი, ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში. დაინტერესებული პირი, რომელიც სახელმწიფო სანომრე ნიშანს ცვლის მობილური აპლიკაციის საშუალებით, არაუადრეს მეოთხე და არაუგვიანეს მეექვსე სამუშაო დღეს უნდა გამოცხადდეს მითითებულ მომსახურების ცენტრში, დამზადებული სანომრე ნიშნისა და სარეგისტრაციო მოწმობის წასაღებად. ასევე, მოქალაქემ სააგენტოს უნდა ჩააბაროს ძველი სანომრე ნიშანი და ძველი სარეგისტრაციო მოწმობა.
🔹ფიზიკური პირების გარდა, იურიდიულ პირებს შეუძლიათ თუ არა, ისარგებლონ მობილური აპლიკაციით?
- მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში, თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.
რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, მათ უწევთ ადგილზე, მომსახურების ცენტრებში მოსვლა და ნომრის შეცვლა.
🔹შესაძლებელია თუ არა სანომრე ნიშნების გამოცვლა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით?
- დაინტერესებულ პირებს ხშირად ჰგონიათ, რომ მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით ხდება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის შეცვლა. მათ შევახსენებთ, რომ აღნიშნული სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის საშუალებით ან სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში.
🔹მობილური აპლიკაციის გარდა, სად შეიძლება ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა?
- ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, გარდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, N21-ში მდებარე მომსახურების ცენტრისა. თბილისის სტრუქტურული ერთეულიდან შესაძლებელია მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გატანა.
ასევე, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლა შესაძლებელია თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარე სარეგისტრაციო სამსახურში. აღნიშნულ სერვისცენტრში მომსახურების მისაღებად განსხვავებული ტარიფი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე მისვლით, აპლიკაციით განაცხადის შევსებისას ამ ფილიალის მითითება არ ხდება.
🔹რა შემთხვევაში ვერ შეცვლის დაინტერესებული პირი სახელმწიფო სანომრე ნიშანს დისტანციურად, მობილური აპლიკაციის საშუალებით?
- დისტანციური მომსახურება არ განხორციელდება თუ:
• მომსახურების გაწევას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
• სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ვერ ხორციელდება მესაკუთრის იდენტიფიცირება;
• მესაკუთრის პირადობის ან ბინადრობის მოწმობის მოქმედება შეჩერებული ან გაუქმებულია;
• მესაკუთრის მიერ სრულად წარმოდგენილი არ არის მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;
• მესაკუთრე არ ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზაში ასახული მონაცემები (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: მარკა; მოდელი; ძარის ტიპი; საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი; გამოშვების წელი; ფერი; ძრავის ნომერი; ძრავის მოცულობა; საწვავის ტიპი; ძარის ნომერი; შასის ნომერი; დასაშვები წონა; დაუტვირთავი წონა) არ არის შეცვლილი;
• მესაკუთრე ან სატრანსპორტო საშუალება იძებნება;
• მესაკუთრე არ უზრუნველყოფს შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების სააგენტოსათვის ჩაბარებას (გარდა მათი დაკარგვის შემთხვევისა);
• მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი უარს აცხადებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტის ხელმოწერაზე;
• არ არის გადახდილი მომსახურების საფასური;
• არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძველი.
🔹როგორია სერიული ნომერი და რა თანხის გადახდა უწევს დაინტერესებულ პირს ნომრის შეცვლისას? როგორია ფასიანი ნომერი?
- სერიული სანომრე ნიშანი არის იმ ტიპის სანომრე ნიშანი, რომელიც მოცემული მომენტისთვის, კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის სარეგისტრაციო სამსახურში გაიცემა მიმდინარე სერიით და მისი საფასური შეადგენს 35 ლარს, ასევე, მას დაემატება ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასური 35 ლარი.
ფასიანი სანომრე ნიშანი კი არის იმ ტიპის სანომრე ნიშანი, რომელიც არ მზადდება და არ გაიცემა სერიულად, ხოლო საფასური დამოკიდებულია სანომრე ნიშანში შემავალი ასოებისა და ციფრების კომბინაციაზე, რომელსაც დაემატება ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასური 35 ლარი.
🔹როგორია დაკარგული/დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენის სერვისი?
- ძველი დიზაინის სანომრე ნიშნის აღდგენა არ ხდება, საჭიროა მოხდეს ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის გაცემა.
დაკარგული ან დაზიანებული ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის აღდგენა შესაძლებელია თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის სტრუქტურულ ერთეულებში. რაც შეეხება სხვა სტრუქტურულ ერთეულებს, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, შეუკვეთონ და რამდენიმე დღეში მიიღონ დამზადებული სანომრე ნიშანი.
ძველ ნომრებზე სამი ციფრი და სამი ასოა დატანილი, ახალზე კი - სამი ციფრი და ოთხი ასო.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა
ჩვენ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, ძლიერი ეკონომიკით, გაძლიერებული ქვეყნით, აღმშენებლობით, მოვახდინოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
02 სექტემბერი 2026, 13:42
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის განცხადებაზე, თითქოს ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც გაუქმდა: არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელიც მან მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა; რომ თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.
02 სექტემბერი 2026, 13:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, მან მიიღო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა
რაც შეეხება გაერთიანებას, თავად კანონპროექტი, რომელიც შემოტანილი იყო არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ცვლილებებით მოგვერგო ამ ახალი ინიციატივისთვის, ვინაიდან პაკეტში დამატებითი კანონპროექტები არის დასამატებელი, ამიტომ მთავრობამ გაიწვია და ხელახლა შემოიტანს სრულ პაკეტს, სადაც ყველა კანონპროექტი იქნება ასახული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებაზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არ აქვთ არაფრის უნარი, არც რაიმეს გაკეთების და არც რაიმეს გაფუჭების. არიან აბსოლუტურად განულებულები. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ
ოპოზიციის მთელი აქტივობა, დღის წესრიგი ის არის, რომ შეჰყურებენ სხვას. კარგი იქნება თუ - ცუდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რადიკალებზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა.
02 სექტემბერი 2026, 13:11
მსოფლიო
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა
თვითმხილველებისა და რეპორტიორების ცნობით, აფეთქების ეპიცენტრი სადგურის პირდაპირ იყო. Bild-ი წერს, რომ უცნობი საგანი სადგურისკენ მიმავალ გასასვლელში მდებარე თურქული საიუველირო მაღაზიის წინ აფეთქდა. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ღამის 3:15 საათზე, შენობის გასასვლელში მოხდა.
02 სექტემბერი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე. გვაპარებენ წვეთ-წვეთად. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას
ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე და გვაპარებენ წვეთ-წვეთად. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
02 სექტემბერი 2026, 13:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ არტეფაქტებზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერია გადიოდა თბილისზე
დედაქალაქის მერთან ერთად დავათვალიერეთ ის ადგილი, რომელიც სამუშაოების დროს აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთი ფურცელია ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სააკაშვილის პოსტზე: ეს არ არის წამოსროლილი ან სისულელით განპირობებული განცხადება, ეს არის გეგმაზომიერი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების შეგუებას იმ ფაქტთან, რომ აუცილებელია ომში ჩართვა
ქვეყნის დამარცხების პოლიტიკა აქვთ სააკაშვილის მეთაურობით არსებულ ხილულ თუ უხილავ ჯგუფს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 12:51
მსოფლიო
FT: ევროკავშირი კალასის საგარეო პოლიტიკური სამსახურის რეფორმას აჩქარებს
გამოცემის ცნობით, ეს საფრანგეთისა და გერმანიის მოთხოვნით ხდება, რომლებიც წლის ბოლომდე ბრიუსელის საგარეო პოლიტიკური აპარატის რეფორმირებას ითხოვენ. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ეს ნაბიჯი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ინსტიტუციური რეფორმის ნაწილობრივ გაუქმებას ნიშნავს.
02 სექტემბერი 2026, 12:41
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე სააკაშვილის განცხადებაზე: არაერთი განცხადება მოვისმინეთ ოპოზიციური ლიდერებისგან, რომ თითქოს საქართველომ უნდა დაივიწყოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, თქვას უარი და გააგრძელოს ცხოვრება იმ რეალობაში, რა რეალობაშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენი გუნდი არასდროს შეეგუება ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ
მისი განცხადებები როგორც წესი არათანმიმდევრულია და ამაში გასაკვირი არაფერია. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ რომ ის გარკვეულწილად გაემიჯნა გიორგი ბარამიძის განცხადებას, დღეს გამოდის და ფაქტობრივად იგივე ნარატივს ავრცელებს, რაც დაიწყო გიორგი ბარამიძემ, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 12:41
საზოგადოება
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია
02 სექტემბერი 2026, 12:20
კულტურა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“
„პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში არანაკლებ 8 კინოჩვენებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმები. თითოეული კინოჩვენების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან შეხვედრა ან ფილმის განხილვასა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
საზოგადოება
ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ვაკის რაიონში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
02 სექტემბერი 2026, 11:51
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.
02 სექტემბერი 2026, 11:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „პოლიტიკური ემიგრანტის“ სტატუსი ინდულგენცია აღარ არის, ხოლო სახელმწიფო წყობილების რყევად შეფასებულ ქმედებებში მონაწილეობის ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ გაძევებით დასრულდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დაკავებული და 27 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, შემდეგ კი მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული დენის კულანინის საკითხზე ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიას.
02 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
თაიმს-სქვერზე დანით შეიარაღებული ქალი გამვლელებს დაესხა თავს და Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი მოკლა
პოლიციის კომისრის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის პამელა სისნეროსია. თავდაპირველად ის 68 წლის როდ-აილენდელ ტურისტს მიუახლოვდა, რომელიც მეუღლესთან ერთად გადასასვლელთან იდგა და დანა მუცელში ჩაარტყა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შემდეგ სისნეროსი ანალოგიურად დაესხა თავს პიაჩენტის და მასაც დანა მუცლის არეში ჩაარტყა. პიაჩენტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
02 სექტემბერი 2026, 11:41
საზოგადოება
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.


