კელი დეგნანი: გენდერულ თანასწორობას ვხედავთ არამხოლოდ აუცილებელ ღირებულებად, არამედ საჭიროებად ეკონომიკის განვითარებისთვის
კელი დეგნანი
ფოტო: Facebook
ამერიკის შეერთებული შტატები ძალისხმევას არ იშურებს და მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას, როგორც ადამიანის უფლებას და როგორც აუცილელებელ ფაქტორს მდგრადი და თანასწორი განვითარებისთვის. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს კარგად აისახა ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდის ინიციატივაში, რაც გულისხმობს გენდერული თანასწორობის განვითარებისთვის გაერთიანებულ ერებთან და დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ინტენსიურ თანამშრომლობას.
„ვიცით, რომ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაში ინვესტირებას გარდამტეხი ცვლილებების მოტანა შეუძლია ადამიანური პოტენციალის რეალიზების კუთხით. დღეს ყველა თანხმდება, რომ წარმატებული საზოგადოებისთვის აუცილებელია გოგოებსა და ქალებს, ბიჭებსა და კაცებს ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვასა და ტექნოლოგიებზე.
სწორედ ამ სულისკვეთებით ხელმძღვანელობს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია. პრეზიდენტმა ბაიდენმა წარადგინა და დანიშნა კაბინეტი, სადაც წამყვან პოზიციებზე ქალთა რეკორდული რაოდენობაა, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი საელჩოც წარმოაჩენს ამ ღირებულებებს. ჩემი მოადგილისა და ჩემ გარდა, საელჩოში ხელმძღვანელი პოზიციების ნახევარზე მეტს ქალები იკავებენ, მათ შორისაა თავდაცვის ატაშე და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი.
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სამუშაო ძალაში ქალთა ინტეგრაციას და მოხარული ვარ, რომ ეს ინოვაციური კომპანიები ძალისხმევას არ იშურებენ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორეო, რომ გენდერულ თანასწორობას, ჩვენ ვხედავთ არამხოლოდ, როგორც აუცილებელ ადამიანის უფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებას, არამედ, როგორც საჭიროებას კომპანიების წარმატებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის.
დამტკიცებულია, რომ გენდერული უთანასწორობა ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ქალები მსოფლიო მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს შეადგენენ, ისინი მსოფლიო სიმდიდრის მხოლოდ ერთ პროცენტს ფლობენ“, - აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, ქვეყანა ან კომპანია, რომელიც უგულებელყოფს თავისი პოტენციალის ნახევარს, ვერ იქნება სრულად კონკურენტული და წარმატებული გლობალურ ბაზაზე, ეს შებოჭილი ხელით ასპარეზობას ჰგავს.
„ცნობილია, რომ ორგანიზაციები, სადაც მეტი ქალია წარმოდგენილი წამყვან პოზიციაზე, საერთო ჯამში ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობენ.
მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად ქალთა სტატუსის გაუმჯობესება ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ თანასწორობას და ცდილობენ, სრული და თანასწორი მონაწილეობის ხელის შემშლელი ბარიერების შემცირებას, ბევრად უფრო მომგებიანი და წარმატებული არიან.
სამწუხაროდ, მსოფლიოში COVID-19 პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მწვავედ დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება კრიზისმა უთანასწორობა გააძლიეროს.
ქალები და გოგოები ამ პანდემიის ტვირთს ატარებენ ხილულად თუ უხილავად. ქალები, რომლებიც წინა ხაზებზე მომუშავეთა საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენენ, უმუშევრობის დიდი პრობლემის წინაშე დგანან და არაპროპორციულად აქვთ ნატვირთი მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები.
ამ კრიზისის პერიოდში სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მაკკინსის გლობალურმა ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ კვლევის შედეგად დაადგინა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალები შეადგენენ გლობალური სამუშაო ძალის მხოლოდ 39 პროცენტს, მათზე მოდის პანდემიით გამოწვეული დაკარგული სამუშაო ადგილის 54 პროცენტი.
ეს ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ქალთა თანასწორობა არამხოლოდ იურიდიულ დაბრკოლებებს, არამედ უფრო ფართო საზოგადოებრივ გამოწვევებს აწყდება, რაც ასევე მოიცავს ოჯახში პასუხისმგებლობების უთანასწორო გადანაწილებასაც.
გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ერთგული კომპანიები, გვჭირდება მკაცრი სამთავრობო პოლიტიკა და გვჭირდება მამაკაცები, რომლებიც უფრო მეტად მიიღებენ მონაწილეობას ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაში, მათ შორის საოჯახო პასუხისმგებლობის უფრო სამართლიანად გადანაწილებაში.
მე მადლობას ვუხდი დღეს აქ წარმოდგენილ კომპანიებს, თანასწორობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
გასულ შემოდგომაზე, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შრომის კოდექსში გენდერული თანასწორობის დაცვის გაძლიერების კუთხით. 2019 წელს კი მიიღო მნიშვნელოვანი კანონი სექსუალურ შევიწროებაზე. ეს გადამწყვეტი ნაბიჯებია სამუშაო ადგილზე ქალთა წარმატების უზრუნველსაყოფად.
თუმცა, ეს ნაბიჯები პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ნაწილია. ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო და ეფექტური მოქმედება.
შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, იმისათვის რომ, ქვეყანამ შეძლოს თავისი პოტენციალის სრულად გამოყენება და შექმნას წარმატებული და ინკლუზიური ეკონომიკა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა მოქალაქის საჭიროებას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 17:36
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა
ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
13 მაისი 2026, 17:27
მსოფლიო
CNN: ტრამპის ვიზიტი ჩინეთში არის ისტორიული შესაძლებლობა ორი უმსხვილესი ეკონომიკისთვის, გადაიაზროს სავაჭრო ურთიერთობები და პაექრობის ტონი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკისთვის გადახედონ სავაჭრო ურთიერთობებს და პაექრობის ტონს. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით CNN-ი ავრცელებს.
13 მაისი 2026, 17:25
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
13 მაისი 2026, 17:23
მსოფლიო
ფილიპინების სენატში სროლა იყო
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ინციდენტის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. სენატის მდივნის, მარკ ლანდრო მენდოსას განცხადებით, ხელისუფლება მომხდარს ჯერ კიდევ აფასებს. მან აღნიშნა, რომ სენატის შენობაში შევიდა შინაგან საქმეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ხუანიტო რემულა, რომელსაც ადგილობრივი ჟურნალისტები დახვდნენ.
13 მაისი 2026, 17:15
საზოგადოება
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ცვლილება ამოქმედდება - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.
13 მაისი 2026, 17:15
ეკონომიკა
„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს. აქცია იმოქმედებს მუდმივად
შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს, - განაცხადა „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან“ დაკავშირებით.
13 მაისი 2026, 17:12
ეკონომიკა
„თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალური მენეჯერი: პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის
პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ. გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, - განაცხადა „თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ კობაიძემ.
13 მაისი 2026, 17:07
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
13 მაისი 2026, 16:54
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
13 მაისი 2026, 16:54
პოლიტიკა
პარლამენტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
13 მაისი 2026, 16:52
პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
13 მაისი 2026, 16:42
საზოგადოება
თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გახსნეს. სკვერის გახსნის ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ეკუთვნის, ხოლო 13 მაისის სახელობის სკვერის სახელდება საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა.
13 მაისი 2026, 16:36
მსოფლიო
The Times: ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგომისთვის ემზადება და, შესაძლოა, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერობისთვის იბრძოლოს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, უეს სთირინგი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
13 მაისი 2026, 16:27
პოლიტიკა
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო.
13 მაისი 2026, 16:22
პოლიტიკა
პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნის საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.
13 მაისი 2026, 16:20
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა.
13 მაისი 2026, 16:17
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება
ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
13 მაისი 2026, 16:15
მსოფლიო
დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს ეწვია. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
13 მაისი 2026, 15:50
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
13 მაისი 2026, 15:47
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები განიხილა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების სპეციალისტთან, ჰიმატ სინგჰ სანდჰუსთან შეხვედრა გამართა, რომელიც კომისიისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საკითხებსა და „Log In Georgia“-ს პროექტის მიმდინარეობის განხილვას დაეთმო, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.


