imedi /  07 აპრილი 2021, 15:07 / სანდო წყარო

„ენგურჰესი“ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას 3 ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შპს „ენგურჰესი“ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვლისას 3 ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს.

„პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდში მდინარე ენგურმა სამი ცხედარი გამორიყა.

ყველა სიახლე

16 მაისი 2021, 15:43

საზოგადოება

რიყის პარკში ისრაელის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეები საქართველოს ოფიციალურ პოზიციას ეხმაურებოდნენ, რომლის თანახმადაც საქართველო მხარს უჭერს ისრაელს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ისრაელის სახლის” მხარდაჭერით გაიმართა.

ჯოზეფ ბორელი

16 მაისი 2021, 15:40

მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელი-პალესტინის საკითხზე 18 მაისს იმსჯელებენ

ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე ესკალაციის და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის გათვალისწინებით, სამშაბათს ვატარებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციას, - ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

16 მაისი 2021, 15:34

საზოგადოება

საელჩოების ხელმძღვანელები: დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

„საქართველო განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას COVID-19-ის პანდემიის ყველაზე უარყოფითი შედეგებისგან და იწყებს პოსტ-კრიზისულ აღდგენას. პანდემიაზე რეაგირების პროცესში, საქართველომ პირველად დაინახა სოციალური სოლიდარობის და ყველას, მათ შორის დაუცველი ლგბტქი+ პირების მხარდაჭერის სარგებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგივე სულისკვეთება დაეხმარება საქართველოს აღმოფხვრას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაცია და მიიღოს ყველა ადამიანის მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ძალა როგორც ქვეყნის სიძლიერის წყარო. ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების მიმართ პასუხისმგებლობის ხაზგასმით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

16 მაისი 2021, 15:09

რეგიონი

ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სამაშველო-სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.

ლევან ვასაძე

16 მაისი 2021, 14:57

პოლიტიკა

ლევან ვასაძე: „ერთობა, რაობა, იმედი“ მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ უკვე საჯარო ჭრილში დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“. ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის ხალხის მხარდაჭერით შეცვლის საქართველოში ამ გამოუვალ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, ადვილი არ იქნება. არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ გველოდება წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა, ჩვენ გველოდება წინ წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე“, - განაცხადა ვასაძემ.

16 მაისი 2021, 14:39

რეგიონი

ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

„ვაგრძელებთ რუსთავის გამწვანებას, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რამდენიმე თვეა აქტიურად ვართ ჩართული ქალაქის გამწვანებაში, ამ პერიოდის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მერიისა და სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის მხრიდან. მე მიხარია, რომ დღესაც, სწორედ ბიზნესის ჩართულობით მოხდა ის, რომ ჩვენი ისტორიული და უნიკალური პარკის განახლებაში შევიტანეთ წვლილი. 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დავრგეთ, რომელიც „კავკასიის ავტო იმპორტმა“ შეიძინა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გახდეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ალუდა ღუდუშაური

16 მაისი 2021, 14:30

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურადაა ჩართული პროცესში, პრაქტიკულად შეთანხმება უკვე მიღწეულია

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურადაა ჩართული პროცესში, პრაქტიკულად შეთანხმება უკვე მიღწეულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ მოხდება შეჯერება და მიღებული იქნება გამართული, კიდევ უფრო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული საარჩევნო კანონმდებლობა.

გრიგოლ გეგელია

16 მაისი 2021, 14:27

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პარტიულ-პოლიტიკური ზრახვებისგან მაქსიმალურად თავისუფალი საარჩევნო სისტემის მიღწევა

„ვფიქრობ, რომ გარკვეული მიმართულებით არის თანხვედრა. შესაბამისად, ეს ქმნის გარკვეულ საფუძველს ოპტიმიზმისთვის, რომ ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით ასევე იქნება თანხვედრა მხარეებს შორის. პროფესიული ნიშნით გარკვეული კვოტის დაკომპლექტება, ბუნებრივია, არის საინტერესო პრინციპი, თუმცა აქ არის ნათლად ჩამოსაშლელი როგორ, რა ნიშნით, რა კრიტერიუმებით, რა წესებით კომპლექტდება ეს პროფესიული პრინციპი. იმიტომ რომ ეს პროფესიული კვოტა შეიძლება ძალიან მარტივად პარტიულ-პოლიტიკური მაქინაციის საგანი გახდეს. ჩვენ მსოფლიოს არაერთ დემოკრატიაში გვინახავს მსგავსი ტიპის მანიპულაციები, რომელსაც პარტიულ-პოლიტიკური ზრახვები ამოძრავებდა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პარტიულ-პოლიტიკური ზრახვებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სისტემის მიღწევა“, - განაცხადა გრიგოლიამ.

იაგო ხვიჩია

16 მაისი 2021, 14:21

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დარწმუნებული ვარ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა

დარწმუნებული ვარ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ არგუმენტს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით ეთანხმებიან.

პაატა მანჯგალაძე

16 მაისი 2021, 14:14

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო პროცესისადმი ნდობას გაზრდის

„თუ ვთანხმდებით ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, თუ ვთანხმდებით ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, თუ ვთანხმდებით მონაწილეების სიების გამოტანასთან დაკავშირებით, თუ ვთანხმდებით ხმების დათვლის პროცედურის დროს მაღალი რეზოლუციის არსებობაზე, თუ ვთანხმდებით, რომ შემაჯამებელ ოქმებში შესწორებები არ შევა ახსნა-განმარტებებით, როგორც აქამდე იყო და გადათვლის საფუძველზე შევა მხოლოდ და თუ ვთანხმდებით, რომ გასაჩივრების ერთიანი ელექტრონული სისტემა გვექნება, სადაც დავინახავთ რა უბანზე რა დარღვევა იყო და რა საჩივარს რა რეაგირება მოჰყვა, მაშინ ნდობა გაიზრდება საარჩევნო პროცესის მიმართ და ჩვენ ასეთ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკა მელია

16 მაისი 2021, 14:08

პოლიტიკა

ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაფრინდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.

ფაგრადალსფიადლი

16 მაისი 2021, 13:55

მსოფლიო

ისლანდიაში მდებარე ვულკანი ფაგრადალსფიადლი იყიდება🌋

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ ვულკანის ახალ მფლობელებს მასთან ადამიანების მისვლის შეზღუდვის უფლება არ ექნებათ: ქვეყნის მთავრობამ ობიექტზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 70 მილიონი კრონა ($564 000) უკვე გამოყო.

16 მაისი 2021, 13:50

საზოგადოება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

ოჯახის სიწმინდის დღეს, წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ. ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ პრეზიდენტის კოტე სვანაძის განცხადებით, მსვლელობის დროს, სასულიერო პირები ქუჩებს და მოსახლეობას აკურთხებენ.

ილია მეორე

16 მაისი 2021, 13:35

საზოგადოება

ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ ამავე დროს ძლიერდება კეთილი საქმე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს. არ უნდა შეგეშინდეთ. სიკეთემ უნდა იმარჯვოს. ჯვარი გეწეროთ. მე გლოცავთ თქვენს ოჯახებს, შვილებს. ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა“, - აღნიშნა პატრიარქმა.

 ირაკლი შოთაძე

16 მაისი 2021, 13:26

საზოგადოება

ირაკლი შოთაძე: ეთერში გასული განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ზოგიერთ მასმედიის საშუალებებში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით გავრცელდა სრული დეზინფორმაცია და რეალობის გადამოწმების მიზნით მას არავინ არ დაკავშირებია.

ჯო ბაიდენი

16 მაისი 2021, 13:26

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა

ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას თავი დაიცვას, თუმცა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი მაღალია. თავის მხრივ, აბასთან საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და პალესტინის თანამშრომლობის გაძლიერებას უჭერს მხარს.

თეიმურაზ შარაშენიძე

16 მაისი 2021, 13:00

პოლიტიკა

თეიმურაზ შარაშენიძე: როცა საკითხი ეხება ქვეყნის ღირსებასა და თავმოყვარეობას, ქვეყანას აქვს უფლება ჰქონდეს რეაქცია, გამოხატოს უკმაყოფილება

როცა საკითხი ეხება ქვეყნის ღირსებასა და თავმოყვარეობას, ქვეყანას აქვს უფლება ჰქონდეს რეაქცია, გამოხატოს უკმაოფილება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ გამოხატული უკმაყოფილება არ სცილდებოდა დიპლომატიურ პრაქტიკაში არსებულ სტანდარტს, - ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა.

თეიმურაზ შარაშენიძე

16 მაისი 2021, 12:59

პოლიტიკა

თეიმურაზ შარაშენიძემ განმარტა რა საკითხები განიხილება დავით ზალკალიანის უკრაინაში ვიზიტის დროს

„მეორე მნიშვნელოვანი მიზეზები გახლავთ ის, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბული სიტუაცია ჯერ არ არის ბოლომდე დამთავრებული და ბატონი დავით ზალკალიანის ვიზიტი ერთგვარი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი აქტი იქნება. მესამე, ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია“, - განაცხადა შარაშენიძემ.

16 მაისი 2021, 12:47

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8,554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4,940,245-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 391 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 115,871-ს აღწევს.

16 მაისი 2021, 12:47

საზოგადოება

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 8 823 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული

„სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ბიჭი, 47 - გოგო. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.