imedi /  09 აპრილი 2021, 21:35 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძემ უქმე დღეების დაწესების აუცილებლობა განმარტა

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უქმე დღეების დაწესების აუცილებლობა განმარტა. მისი განცხადებით, ეს მობილობას ამცირებს, რაც, თავის მხრივ, გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტია.

„გახსოვთ, უქმე დღეები და საყოველთაო არდადეგები შემოვიღეთ იანვრის დასაწყისში, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევრიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან წავიდა უკეთესობისკენ, მაგრამ იანვრის დასაწყისში და იანვარშიც გვქონდა ინფექციის გავრცელების სერიოზული ინტენსივობა. ეს არის მობილობის დაგდების ერთ-ერთი მეთოდი. ზოგადად, მობილობის დაგდება არის გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი. ამიტომ სხვა გამაფრთხილებელ ღინისძიებასთან ერთად ერთ-ერთი ასეთი წინადადება იყო, რომ აღდგომის შემდეგ ყოფილიყო არდადეგები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი უქმე დღეებად ცხადდება.

ყველა სიახლე

გოგი მეშველიანი

17 მაისი 2021, 18:24

რეგიონი

გოგი მეშველიანი: როგორც ვიცი, დმანისის შესასვლელთან ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია

„როგორც ვიცი, ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია, რომელმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც მოჰყვა მისი იძულებითი წესით გაჩერება და შესაბამისი ღონისძიებები. სხვა მხრივ, სხვა ლოკაციებზე, სხვა ადგილებზე ამ მომენტისთვის სიმშვიდეა“, - განაცხადა მეშველიანმა.

ლაშა ხუციშვილი

17 მაისი 2021, 18:14

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

17 მაისი 2021, 18:12

რეგიონი

დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია

რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.

17 მაისი 2021, 18:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

17 მაისი 2021, 18:06

საზოგადოება

მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა. ამის შესახებ აღნიშნული ინსპექცია განცხადებას ავრცელებს. „არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

ალუდა ღუდუშაური

17 მაისი 2021, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი ღუდუშაური: დამაკნინებელია, როცა ნიკა მელია კიევში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დირექტივების მოსასმენად ჩადის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური კიევში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ვიზიტს გამოეხმაურა.

17 მაისი 2021, 17:54

საზოგადოება

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების წევრებსა და ელჩებს შეხვდნენ

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ დოკუმენტზე რომელსაც პოლიტიკური პარტიები აწერენ ხელს და რომელიც ლგბტქ თემის მხარდაჭერასა და უფლებების დაცვას ითვალისწინებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანასწორობაზე და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე.

არჩილ თალაკვაძე

17 მაისი 2021, 17:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიას ჩასვლა სააკაშვილთან იმას ემსახურება, რომ სააკაშვილი ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და ვერ ჩამოდის საქართველოში

ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, რა მოილაპარაკეს და რა კომენტარს გააკეთებენ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ნომერ პირველი საკითხი პანდემიის მართვა და ეკონომიკური ზიანის შემცირებაა.

17 მაისი 2021, 17:44

პოლიტიკა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

მმართველმა გუნდმა ჯგუფის წევრებს საარჩევნო რეფორმის პროექტი უკვე წარუდგინა, თუმცა მხარეები დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ კონკრეტულ პუნქტებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება.

17 მაისი 2021, 17:43

მსოფლიო

WP: ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს 735 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს 735 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

ხათუნა სამნიძე

17 მაისი 2021, 17:41

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ვფიქრობ, შექმნილი ვითარების კარგად გაანალიზების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდება

„მე არ ვიცი რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ვიზიტის შემდეგ, მაგრამ ზოგადად, ჩემი დაკვირვებით ვფიქრობ, რომ პარტია რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს შექმნილი ვითარების კარგად გაანალიზების შემდეგ და საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გურამ გურამიშვილი

17 მაისი 2021, 17:37

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: ავტორიტეტული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-ი ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზისა და ბიზნეს მოდელის განახლებას განახორციელებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-თან (Maritime & Transport Business Solutions B.V.) კონტრაქტი გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. კონტრაქტის შესაბამისად, კომპანია უმოკლეს პერიოდში (8-9 კვირა) განაახლებს ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზსა და ბიზნეს მოდელს, ასევე, მოხდება ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა.

კარლ ჰარცელი

17 მაისი 2021, 17:32

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედია პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ

„შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ იმედია პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და მონაწილეობდა იმ უამრავ დისკუსიაში, რომელშიც ჩვენ ჯერ ფასილიტატორის, შემდეგ კი მედიატორის როლს ვასრულებდით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეთანხმებას რომ მივცეთ ძალა და დავრწმუნდეთ, რომ ის მართლაც ხსნის კრიზისიდან გამოსვლის ახალ თავს. ქუჩამ პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს და ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჰარცელმა.

17 მაისი 2021, 17:29

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას 18 მაისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 18 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

გიორგი ტატუაშვილი

17 მაისი 2021, 17:26

რეგიონი

დმანისის მერი: არცერთი ადამიანი არ უნდა გახდეს ვინმეს სპეკულაციისა და მიზნების ასრულების სუბიექტი

შეიძლება არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც დმანისში შექმნილი ვითარებით სპეკულირებენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა.

გიორგი ტატუაშვილი

17 მაისი 2021, 17:20

რეგიონი

გიორგი ტატუაშვილი: დმანისში საყოფაცხოვრებო კონფლიქტი მოხდა, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია

დმანისში საყოფაცხოვრებო კონფლიქტი მოხდა, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, - მის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა „ქრონიკას“ განუცხადა. გიორგი ტატუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე დმანისში სიმშვიდეა და არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს

17 მაისი 2021, 17:01

პოლიტიკა

დმიტრო კულება: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ახლა ოფიციალურად ასოცირებული ტრიოა

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ახლა ოფიციალურად ასოცირებული ტრიოა, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ენტონი ბლინკენი

17 მაისი 2021, 16:53

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: აშშ ინტენსიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მიზნით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან და განაცხადა, რომ აშშ ინტენსიურად მუშაობს კონფლიქტის დასრულების მიზნით.

არჩილ თალაკვაძე

17 მაისი 2021, 16:53

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: კახა კუჭავას ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ ქვეყანა არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგულია

„პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის ფარგლებშიც ის ევროსტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე თავის ოფიციალურ პირველ ვიზიტს ევროპაში, ბრიუსელში მართავს. ეს ჩვენი მხრიდან ნათელი სიგნალია, კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ერთგული ვართ საგარეო პოლიტიკური კურსის და საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ევროინტეგრაცია, ინტეგრაცია ნატო-ში. მსურს, წარმატებები ვუსურვო კახა კუჭავას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამანდა პოლი

17 მაისი 2021, 16:44

პოლიტიკა

ამანდა პოლი: საქართველოს არამარტო მაპს, არამედ NATO-ს წევრობასაც იმსახურებს, რადგან ასპირანტი სახელმწიფოს კრიტერიუმები დააკმაყოფილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. ვიმსჯელეთ ნატოს სამიტზე და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოსთვის და ყველა პარტნიორისთვის ლიდერების შეკრება, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ცენტრის ექსპერტმა ამანდა პოლიმ „ქრონიკას“ განუცხადა.