www.imedi.ge /  14 აპრილი 2021, 17:50 / სანდო წყარო

ნინუცა მაყაშვილი, რომელიც ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

ნინუცა მაყაშვილი

ნინუცა მაყაშვილი

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელიც ყოფილ მეუღლეს, ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს, ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. თუმცა „ქრონიკასთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ არ სურს თავის ბრალდებებს სამართლებრივი ფორმა მისცეს.

„იყო ძალიან დიდი ზეწოლა: ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მორალური, სულიერი. არ აქვს მნიშვნელობა ორსულად ხარ, ბავშვი გიჭირავს, აჭმევ - არაადეკვატურ ადამიანს არ სჭირდება მიზეზი. მე არ ვაპირებ მის ციხეში ჩაყუდებას, იმიტომ რომ მას ჰყავს პატარა შვილები და ნამდვილად არ მინდა, რომ მისი შვილები ისე გაიზარდონ, როგორც ჩემი შვილი იზრდებოდა. მე მივხვდი, რომ მარტო იმ ქალებისთვის უნდა ამომეღო ხმა, ვინც ახლა მსგავს სიტუაციაშია“, - ამბობს მაყაშვილი.

ბესო ზანგური კი ბრალდებებს უარყოფს.

„არც ნინუცამდე მეუღლე აფიქსირებს იმას, რომ მე ვარ მოძალადე, მიუხედავად იმისა, რომ მას ცოტა სკანდალურად დავშორდი. არ არსებობს, რომ არ ამოვატრიალო ეს, ეს კარგად დაიმახსოვრონ და არ არსებობს, რომ გავაკეთო ისე, რომ კოჭლი ცხვარი წინ დავაყენო. თუნდაც რუსთაველის თეატრში, თუნდაც იმ ცხოვრებაში, რომელსაც ბესო ზანგურის ცხოვრება ჰქვია. მე ვიცი ჩემი წითელი ხაზები“, - ამბობს ზანგური.

ყველა სიახლე

ცოტნე გეგეჭკორი

17 ივნისი 2026, 17:54

პოლიტიკა

ცოტნე გეგეჭკორი: ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს

ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს, - წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „EURO ანატომიის“ წამყვანი ცოტნე გეგეჭკორი.

თორნიკე ფაღავა

17 ივნისი 2026, 17:53

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: მარტა კოსი და მოქმედი ევრობიუროკრატია ცდილობენ დაყონ ევროკავშირის წევრები და მომავალი წევრები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ქვეყნებად

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, ამ განცხადების მოსმენის შემდეგ პირველი რაც გამახსენდა, არის ჯორჯ ორუელის ძალიან მნიშვნელოვანი ალეგორიული ნაწარმოები „ცხოველები ფერმა“, სადაც მთავარი გზავნილი არის, რომ ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ევროკავშირი იპოვის საკუთარ თავში იმის ძალას, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს, რადგან ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ფუნდამენტს, მთავარ იდეას ეწინააღმდეგება. მაგრამ ზოგადად, ევრობიუროკრატიის მხრიდან კანდიდატი ქვეყნების მიმართ დამოკიდებულება ძალიან კარგად არის ფორმულირებული მარტა კოსის ამ განცხადებაში. მარტა კოსი და მოქმედი ევრობიუროკრატია ცდილობენ დაყონ ევროკავშირის წევრები და მომავალი წევრები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ქვეყნებად. როგორც ვხვდებით, ჩვენ ალბათ მეორეხარისხოვნების კალათაში მოგვიაზრებენ. მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ევროკავშირთან ურთიერთობებს და ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ იმას, რომ ევროკავშირი დაიბრუნებს თავის პირვანდელ ფორმას და ქალბატონი კოსის განცხადება დარჩება მხოლოდ განცხადებად და მას არ მიეცემა შემდეგი მსვლელობა“, - განაცხადა ფაღავამ.

17 ივნისი 2026, 17:52

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ევროპარლამენტის მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები არის გულდასაწყვეტი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი წონა არ გააჩნია

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავამ „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ ეს „კინო“ მრავალჯერ ნახა და მსგავსი ტიპის რეზოლუციებს ყავლი გაუვიდა.

შოთა ბერეკაშვილი

17 ივნისი 2026, 17:36

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა

ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, - ასე უპასუხა „ქრონიკასთან“ საუბრისას ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.

17 ივნისი 2026, 17:36

პოლიტიკა

ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და კაჭკაჭური კანონდამრღვევად ცნო. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ სასამართლოს კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა.

დიმიტრი სამხარაძე

17 ივნისი 2026, 17:35

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, დაიცვა ეროვნული ინტერესები, ეკლესიის როლი და ტრადიციული ღირებულებები, სწორედ ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი მუდმივი პოლიტიკური და საერთაშორისო წნეხის სამიზნე - საქართველო სანქციებში არ იცვლება

საქართველოს მშვიდობის, ჩვენი ეკლესიისა და მომავალი თაობების დაცვის მთავარი გარანტი არის ერისკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილი! ვერც ერთი გარე თუ შიდა ძალა ვერ დააჩოქებს საქართველოს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ეს არაერთხელ დადასტურდა, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

ავთანდილ კასრაძე

17 ივნისი 2026, 17:32

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: აქსელერაციის პროგრამის - CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის CUnicorn -ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 17:26

რეგიონი

პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს და მათ კითხვებს უპასუხეს

საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. პროკურორებმა შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის, ფოთის N7, ხობის N2, ზუგდიდის N2, სენაკის N3 საჯარო სკოლებსა და მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ გამართეს.

თინა ბოკუჩავა

17 ივნისი 2026, 17:26

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა სააკაშვილის განცხადებაზე: მოულოდნელი იყო და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია, პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა.

გიორგი პატარიძე

17 ივნისი 2026, 17:13

სამართალი

გიორგი პატარიძე: მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან

რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატის ბრალდებას, თითქოს პენიტენციურ სამსახურს ორი თვის წინ გადაეცა თურქი ექიმების რეკომენდაცია მტკნარი სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

17 ივნისი 2026, 17:09

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში მიიღო

436 მომხრე, 145 წინააღმდეგი. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე.

დონალდ ტრამპი და მარკ კარნი

17 ივნისი 2026, 17:06

მსოფლიო

მარკ კარნის განცხადებით, ტრამპმა უკრაინასთან მიმართებით დამოკიდებულება შესაძლოა შეცვალა

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინასა და ლიბანთან დაკავშირებული საკითხები, ასევე უკრაინის მიმართ ტონისა და კურსის ცვლილება. ჩვენი თვალსაზრისით, ახლა ამ ომის განვითარების უფრო რეალისტური აღქმა არსებობს, ისევე როგორც პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით, რომელიც საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ“, - განაცხადა კარნიმ.

მიხეილ სააკაშვილი

17 ივნისი 2026, 17:00

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი

ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

17 ივნისი 2026, 16:59

მსოფლიო

G7-ის ლიდერები აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიესალმნენ

CNN-ის ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ შეთანხმება ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობითა და შუამავალი ქვეყნების ძალისხმევით შედგა. ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულებაში წვლილი შეიტანონ.

17 ივნისი 2026, 16:52

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი“ განიხილა.

17 ივნისი 2026, 16:48

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გახსნეს. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 16:40

სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის“ ინსპექტორი დააკავა. ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის“ ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გია აბაშიძე

17 ივნისი 2026, 16:36

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"

პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი", - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

17 ივნისი 2026, 16:15

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 16:11

სამართალი

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.