ვარლამ გოლეთიანი: ვფიქრობ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადავდივართ
ვარლამ გოლეთანი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, არსებითი დათმობითი სულისკვეთება იგრძნობდა მათი მხრიდან, - ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში, მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე დააყენეს სამი ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე შემდეგი დიალოგის.
„სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა რაც ხეობაშია, გამოვიდნენ პოლიციელები, აიღონ რკინის ფარდა, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, უნდა დავაბრუნოთ იქ. ამაზე ველოდებით პასუხებს. მათ თქვეს, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რამდენიმე დღე არის ამისთვის საჭირო. პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად, რომ გაეცეს კითხვებს პასუხის“, – განაცხადა გოლეთიანმა.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ასევე დეპუტატები, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 09:22
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე საბოტაჟის საქმეზე: ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენ სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია
ის რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენ სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
07 აგვისტო 2026, 09:13
მსოფლიო
გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა
ორგანიზაცია SOCIS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა.
07 აგვისტო 2026, 09:10
პოლიტიკა
გიორგი ბარამაძე: როდესაც მოწინააღმდეგე მხარე გვთხოვდა, რომ ჩვენც გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ გვყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენები ხვრეტდნენ-თქო, ანუ ჩვენები არ ინდობდნენ მტერს და ეს ბუნებრივია ომის დროს
გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს არაგასაკვირი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.
07 აგვისტო 2026, 09:04
სამართალი
გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
07 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ტაილანდის სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ტაილანდში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე ერთი მასწავლებელი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 01:37
მსოფლიო
ტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას Patriot-ის სარაკეტო ბატარეები გადაუდებლად სჭირდება: რაკეტები ჩვენც გვჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხზე ისაუბრა.
07 აგვისტო 2026, 00:08
მსოფლიო
Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
06 აგვისტო 2026, 23:55
პოლიტიკა
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ, - ასე ეხმიანება გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ყარყარაშვილი, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში, ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
06 აგვისტო 2026, 23:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
06 აგვისტო 2026, 22:25
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას - ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნულ რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 22:14
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
06 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
Reuters: ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზე
ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზე და ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებას მიაღწიოს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
06 აგვისტო 2026, 21:12
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.
06 აგვისტო 2026, 20:44
მსოფლიო
The New York Times: რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე, საჰაერო თავდაცვის შესახებ უკრაინის მოწოდებები უპასუხოდ რჩება - უამრავ ფრონტზე მძვინვარე ომის გამო, დასავლელი მოკავშირეები ერიდებიან იმ რაკეტების გაცემას, რომლებიც შესაძლოა საკუთარი თავდაცვისთვის დასჭირდეთ
ომის დიდი ნაწილის განმავლობაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვებმა დასავლელი მოკავშირეებისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემების თაობაზე შედეგი გამოიღო, მისმა ლობირებამ ხელი შეუწყო ვაშინგტონის დარწმუნებას, 2023 წელს კიევისთვის აშშ-ის წარმოების პირველი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეცა, რასაც წლების განმავლობაში დასავლური ქვეყნების მიერ კიდევ რამდენიმე ასეთი სისტემის გაგზავნა მოჰყვა - ახლა კი, როდესაც უკრაინა ომის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მძლავრი სარაკეტო იერიშების წინაშე დგას, ზელენსკის ხელახალი მოწოდებები უპასუხოდ რჩება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
06 აგვისტო 2026, 20:35
რეგიონი
გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
06 აგვისტო 2026, 20:34
პოლიტიკა
კრიმინალით მანიპულირების მცდელობა და სტატისტიკა. ჰიბრიდული ომი და ხელისუფლების პასუხი-საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა ხდებოდა საქართველოში დანაშაულის ჩადენის თუ გახსნის მიმართულებით და როგორ შეიცვალა ვითარება. საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოა - ეს ხელისუფლების პასუხია მორიგ დეზინფორმაციაზე და ქვეყნის ამ სტატუსს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, თუ კვლევაც ადასტურებს.
06 აგვისტო 2026, 20:32
პოლიტიკა
შეკვეთილი რუსოფობია. რატომ შეცვალა ოპოზიციამ რიტორიკა? აღიარება და უპასუხო კითხვები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ განსაზღვრავს და ცვლის ოპოზიციის რიტორიკას გარე კონტექსტი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს კითხვებს აღარ პასუხობდნენ, იქამდე კი დაადასტურეს, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის და ოკუპაციის შემდეგ რუსეთთან კონფრონტაცია დასავლეთის გამო არ სჭირდებოდათ.
06 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
უცხო ქვეყნიდან მართული და საქართველოდან მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია. საბოტაჟის საქმის გამოძიება და პრემიერის კომენტარი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმ ფონზე, როდესაც საქართველო მსოფლიო ტურიზმის რუკაზე წარმატებულ და გამორჩეულ ადგილს იკავებს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს - ვინ და როგორ ცდილობს ამ მონაპოვრის განადგურებას და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.
06 აგვისტო 2026, 20:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ნაცსექტისათვის გიგა ავალიანის დედა საინტერესო იყო როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ, მაგრამ რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით
ნაცსექტისათვის, რომლის კრებსით სახესაც ამ შემთხვევაში ნანული ჟორჟოლიანი წარმოადგენს, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე საინტერესო იყო, როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, პოლიტიკურ სვავებს თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, X-ზე.
06 აგვისტო 2026, 19:57
პოლიტიკა
აფხაზეთის მეომართა კავშირი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული
ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული, - აღნიშნულია აფხაზეთის მეომართა კავშირის განცხადებაში.


