imedi /  21 აპრილი 2021, 10:54 / სანდო წყარო

თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მერიის სამუშაოების პარალელურად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 22 აპრილს 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

GWP-ის ინფორმაციით, დედაქალაქის სტაბილური და უსაფრთხო წყალმომარაგებისთვის ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთზე - მოციქულთასწორი ნინოს, წულუკიძის და დავითაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სპეციალურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ. ქსელზე ასევე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 22 აპრილის საღამოს 23:00 საათიდან 23 აპრილის საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, მაჭავარიანის, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას, გოთუას, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდ დიღომში: ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, კვირაცხოვლის, მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.

დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10-12 კორპუსებს.

ქოშიგორას დასახლებაში: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.

სოფელ ზურგოვანაში: კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ქუჩებს.

ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

ყველა სიახლე

18 მაისი 2021, 13:44

საზოგადოება

მსჯავრდებულები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების მიერ გადამზადდებიან

კიდევ ერთი ახალი პროექტი იწყება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის. №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით გადამზადდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 70-ზე მეტი მსჯავრდებული ორი თვის განმავლობაში ინფორმაციული წიგნიერების, კომუნიკაციისა და მართვის მოწმობის კურსის თეორიულ ნაწილს გაივლის.

18 მაისი 2021, 13:42

კულტურა

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი სიცოცხლე - საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობა გრძელდება

ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ.

უფლისციხე

18 მაისი 2021, 13:41

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ​აღინიშნა

USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან, შიდა ქართლის გუბერნატორთან მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ასევე ადგილზე მოინახულეს უკვე განხორციელებული პროექტები.

18 მაისი 2021, 13:36

COVID19

თამარ გაბუნიამ განმარტა, საჭიროა იქნება თუ არა ვაქცინის მესამე დოზა

„ფაიზერიც“, „სინოფარმიც“ და სხვა მწარმოებლებიც უკვე აქტიურად საუბრობენ ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელ დოზაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 13:34

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია რომ უარს ამბობს იმ ბრალდებების გამოძიებაზე, რაც მათ ჰქონდათ, ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო

დღეს ოპოზიცია რომ უარს ამბობს იმ ბრალდებების შეფასებასა და გამოძიებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2021, 13:29

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილეს.

18 მაისი 2021, 13:14

COVID19

თამარ გაბუნია: პირველი დოზით აცრილი მოქალაქისთვის, მეორე დარეზერვებულია

კითხვები და ნერვიულობა უსაფუძვლოა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ მეორე დოზა იქნება თუ არა გარანტირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.

მალხაზ თორია

18 მაისი 2021, 13:11

COVID19

სამეგრელოს გუბერნატორი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

„იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალაქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას - ავიცრათ, ამით გავუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლეს და გარშემომყოფებს“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

თამარ გაბუნია

18 მაისი 2021, 13:01

COVID19

თამარ გაბუნია: სამივე ვაქცინა, რომელიც გამოვიყენეთ, ავტორიზებულია ჯანმოს მიერ და ხარისხის მოთხოვნა, ვაქცინებთან მიმართებით შესრულებულია

„ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ „ასტრაზენეკას“ და ზოგადად ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა დაგვებრუნებინა. ვფიქრობ, „ფაიზერის“ ვაქცინამ რაღაცნაირად გადაარჩინა ეს პროცესი, რადგან აქ ნდობა დახვდა „ფაიზერს“, რაც ისრაელის მაგალითით იყო განპირობებული და მაღალი აქტივობა გვქონდა. საწყისი 29 000 დოზა ორად გაიყო, გადანაწილდა და 14 500 მოქალაქე აიცრა. ძირითადად ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები და სხვა ჯგუფები, კერძოდ, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ვისთვისაც რეკომენდებული იყო „ფაიზერით“ აცრა“, - განაცხადა გაბუნიამ.

18 მაისი 2021, 12:59

საზოგადოება

Social Impact Award 2021 საკონკურსო ნაწილი იწყება

პროგრამის შემდეგ ეტაპზე, შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 10 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის.

18 მაისი 2021, 12:58

მსოფლიო

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ესკალაციიდან დღემდე, ღაზის სექტორში 150-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს

ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ 150-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ გაბუნია

18 მაისი 2021, 12:57

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინაციის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - დღეს საქართველოში 80 ათასამდე აცრილი ადამიანია

„ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ მის იმედად გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა. თუმცა იმან, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რაც იმედისმომცემია, ასევე, იმან რომ ზაფხულია და მოსახლეობაც მზად არის გარეთ სივრცეში გაატაროს მეტი დრო, არის იმის შესაძლებლობა რომ დარჩენილი პერიოდი უსაფრთხოდ გავატაროთ. ზამთარში რომ ყოფილიყო ეს სიტუაცია, ჩვენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას ვერ გადავწევდით.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 12:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი მომზადდა ზუსტად ისე, როგორც ეს მიშელის დოკუმენტშია ჩაწერილი

საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული წევრების გადანიშვნის საკითხი შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილი არ არის და ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის მოთხოვნას წარმოადგენს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმაზე ფართო კონსენსუსი პრაქტიკულად მიღწეულია.

ნინო თანდილაშვილი

18 მაისი 2021, 12:47

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილმა ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით რიგით მეხუთე მაღალი დონის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით რიგით მეხუთე მაღალი დონის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

18 მაისი 2021, 12:36

მსოფლიო

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საპროტესტო აქციებზე 800-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საპროტესტო აქციებზე სამხედროებმა 802 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია (AAPP) ავრცელებს.

18 მაისი 2021, 12:36

სამართალი

სადახლოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

სადახლოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

18 მაისი 2021, 12:33

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: საქართველოს შეუძლია მწვანე ზრდის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება

მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ დღეს ვირტუალურ ღონისძიებას უმასპინძლეს, სადაც განხილულ იქნა მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი ანგარიშის „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ მიგნებები და რეკომენდაციები.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 12:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველა დარწმუნდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის ჩართულობა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის არჩევნების შედეგების გადამოწმების კიდევ ერთი ბერკეტი, თან ძალიან ქმედითი ბერკეტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე

18 მაისი 2021, 12:29

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: დედაქალაქში არაერთი არეალი დავიცავით ქაოტური განაშენიანებისგან

„დედაქალაქის მასშტაბით, დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ არეალებზე მშენებლობის ნებართვას გავცემთ დეტალური დაგეგმარების შემთხვევაში. ასეთი ტერიტორიებია: თბილისის ზღვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები და სხვ. ჯამში, 11 არეალია, რომელიც გენერალური გეგმით იქნა განსაზღვრული“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

18 მაისი 2021, 12:27

საზოგადოება

ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა

თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.