„ლიბერთისა“ და სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
ფოტო: ლიბერთი
დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.
აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეა შესაძლებელი.
„ლიბერთი ბანკის და ევრონს ჯორჯიას ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას. ფერმერს შესაძლებლობა აქვს, ბანკში ერთი ვიზიტით შეიძინოს როგორც ლიბერთის, ასევე „ევროინსის“ სასურველი მომსახურება.
კომპანიის ჩართულობა გამოიხატება უშუალოდ ბენეფიციართან დაზღვევის პროცესის წარმართვაში. აგროდაზღვევის პოპულარიზაციისთვის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სადაზღვევო კომპანია ევროინსი მჭიდრო კომუნიკაციაშია რეგიონებში მყოფ ფერმერებთან და დასაქმებული ჰყავს სხვადასხვა რეგიონის ათეულობით ადგილობრივი მკვიდრი“, - განაცხადა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა იაკობ ედილაშვილმა.
„მოხარული ვართ, რომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან. 2020 წელს ლიბერთი ბანკმა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიამ ფერმერებს შესთავაზეს ერთობლივი პროდუქტი - აგრო დაზღვევის განვადება. აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრო მიმართულების განვითარებისთვის, ვინაიდან ფერმერს საშუალება ეძლევა დააზღვიოს საკუთარი მოსავალი და სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალის გამო, მიიღოს დაგეგმილი შემოსავალი.
ევროინს ჯორჯიასთან თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, თავის მომხმარებელ ფერმერებს გაუმარტივოს საფინანსო და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა“, - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.
ევროინს ჯორჯია აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის წევრია. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე, რომელიც მოიცავს ქონების, ავტოს, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევას. ევროინსი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამაში, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სადაზღვევო კომპანია ევროინსის გუნდი მუდმივად მუშაობს პროდუქტის დახვეწაზე და უახლოეს მომავალში მომხმარებელს მრავალფეროვან დაზღვევის პროდუქტებს შესთავაზებს, როგორც მემცენარეობის, ისე მეცხოველეობის მიმართულებით. ევროინსი, აგრეთვე მჭიდროდ თანამშრომლობს ბანკებთან და მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უპროცენტო განვადებით შეიძინონ სადაზღვევო პოლისები.
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 20:20
პოლიტიკა
კონსტანტინე ქვაჩაკიძე: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გახლავთ კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობებისა, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.
01 აპრილი 2026, 20:14
პოლიტიკა
სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს პრეზიდენტის სლოვაკეთში ვიზიტი იწყება. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატით. მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში შედგება.
01 აპრილი 2026, 20:12
საზოგადოება
სინოდის სხდომის მოლოდინში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
3 აპრილს სინოდის წევრები შეიკრიბებიან, თუმცა არა პატრიარქის ასარჩევად. მღვდელმთავრები ამჯერად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. მთავარ სხდომამდე ჯერ კიდევ დროა, თუმცა კამპანია, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებისთანავე დაიწყო, სულ უფრო მძიმე სახეს იღებს.
01 აპრილი 2026, 20:09
მსოფლიო
AXIOS: აშშ და ირანი განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტას ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ
აშშ და ირანი განიხილავენ პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ - ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
01 აპრილი 2026, 19:59
საზოგადოება
კონსტანტინე ბუზალაძე: არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესების დაცვით
არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.
01 აპრილი 2026, 19:53
საზოგადოება
სიმონ გულედანი: ცხოველთა დაწვის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი დეზინფორმაცია, მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად
გავრცელებული ინფორმაცია ცხოველთა ცოცხლად დაწვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად, - განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.
01 აპრილი 2026, 19:37
მსოფლიო
Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქზე, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
01 აპრილი 2026, 19:35
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:25
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი უარყოფს ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თეირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთხშაბათს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა.
01 აპრილი 2026, 19:20
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:20
საზოგადოება
გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია.
01 აპრილი 2026, 19:10
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:08
პოლიტიკა
პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.
01 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
01 აპრილი 2026, 18:51
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
01 აპრილი 2026, 18:29
მსოფლიო
ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.
01 აპრილი 2026, 18:29
საზოგადოება
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.
01 აპრილი 2026, 18:24
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში
ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
01 აპრილი 2026, 18:23
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.


