25 მარტი 2026, 15:49 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, რადგან ეკლესიაში დისონანსი შეიტანონ

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან მეუფე შიოს წინააღმდეგ დაწყებულ სიძულვილის კამპანიას ეხმიანება.

წილოსანი მათ ფარისევლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მეუფე შიოს მიზანმიმართულად ხვევენ ბინძურ კამპანიაში.

„ფარისევლები თავის სტანდარტულ როლში არიან. ფარისევლობა არის, როდესაც ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა მის არჩევანს, მის მოსაყდრეს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ, იმისთვის, რომ ეკლესიაში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ ეს ინსტიტუცია იყოს ისეთი ძლიერი და სტაბილური როგორც აქამდე იყო, შეიტანონ დისონანსი.

მათ შორის ანდერძთან გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, სინოდში დაპირისპირებასთან დაკავშირებული მათი ნარატივები ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბინძურად აფათურონ ხელები საეკლესიო ინსტიტუციაში, რომელიც დამოუკიდებელია, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და რაც მთავარია, ყველასთვის ნიშანდობლივია, რომ ჩვენმა პატრიარქმა თავის სიცოცხლეში მოსაყდრედ დატოვა მეუფე შიო და ეს იყო მისი არჩევანი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

25 მარტი 2026, 17:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ

ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ, მისი როლი დაამცირონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

რატი იონათამიშვილი

25 მარტი 2026, 17:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის მიდრეკილი ძალადობისკენ და ხოშტარია არის ამ ძალადობის ერთ-ერთი სიმბოლო

„ხოშტარია არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კრიმინალური ისტორიის მქონე ადამიანი და ამ ყველაფერში გამორჩეული ადგილის უჭირავს ძალადობის წახალისებას და პირდაპირ შეტევას სახელმწიფო ინსტიტუციებისა და დემოკრატიის მიმართ. ახლა, როდესაც მისი დამქაშები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი გააარაფრონ, სინამდვილეში გამოდის, რომ ეს ადამიანები დგანან ძალადობისა და სიძულვილის მხარეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებს ყოველთვის გამოაქვს სამართლიანი და ობიექტური დასკვნები და ვხედავთ, რომ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის მიდრეკილი ძალადობისკენ და ხოშტარია არის ამ ძალადობის ერთ-ერთი სიმბოლო“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

მეტე ფრედერიქსენი

25 მარტი 2026, 17:15

მსოფლიო

The Guardian: დანიის პრემიერ-მინისტრი არჩევნებში დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა, რომლის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დამარცხდა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

25 მარტი 2026, 17:08

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

25 მარტი 2026, 17:07

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

25 მარტი 2026, 17:06

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო, რომელიც სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

25 მარტი 2026, 16:56

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა გამოცხადებული ბლოკადის მიუხედავად, მიმდინარე წელს კუბის კერძო სექტორს 30 ათასი ბარელის მოცულობის საწვავი მიაწოდა

აშშ-ის მთავრობამ კუბის გამოცხადებული ბლოკადის მიუხედავად მიმდინარე წელს კუნძულოვან სახელმწიფოში მოღვაწე კერძო სექტორს 30 ათასი ბარელის მოცულობის საწვავი მიაწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბაჩო ოდიშარია

25 მარტი 2026, 16:54

პოლიტიკა

ოდიშარია: გემახსოვრებათ „ამირანთან“ აქციაზე კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა, სახლში ცოცხალი არ წავალო. მაშინ ლიბერალებმა ჰომოფობი ეძახეს. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ბაბლმა, გმირად გამოაცხადა

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სიონის ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული აქცია გაიხსენა, როდესაც ხანშიშესული კაცი აცხადებდა, რომ თუ ფილმი კინოთეატრში გავიდოდა, სახლში ცოცხალი არ წავიდოდა.

25 მარტი 2026, 16:46

თავდაცვა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 23 წლისაა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 23 წელი შეუსრულდა. აკადემიის პირად შემადგენლობას დაარსების დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

25 მარტი 2026, 16:38

რეგიონი

ზუგდიდში, სოფელ ხეცერაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საკრებულოს წევრებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

25 მარტი 2026, 16:33

სამართალი

პროკურორებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურორებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

25 მარტი 2026, 16:26

მსოფლიო

Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ

თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

25 მარტი 2026, 16:24

კულტურა

საქართველოს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა

19-22 მარტს საქართველოს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა.

ნინო ფოჩხუა

25 მარტი 2026, 16:22

პოლიტიკა

ფოჩხუა ირაკლი ხომასურიძეზე: „ნაცმოძრაობის" დროს, აქციების დარბევისას თვალი დაკარგა, 80 000 ევრო „ქართული ოცნებისგან“ აიღო კომპენსაცია და კაზინოში წააგო - დღეს „ნაცებისგან" 20 ლარს იღებს და სიონში პროვოკაციას აწყობს

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი აქტივისტის, ირაკლი ხომასურიძის მიერ სიონის ტაძარში მოწყობილ პროვოკაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. ფოჩხუას ინფორმაციით, ხომასურიძემ, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას, აქციების დარბევისას თვალი დაკარგა და „ქართული ოცნებისგან" კომპენსაციის სახით 80 000 ევრო აიღო, დღეს კი „ნაცმოძრაობისგან" იღებს 20 ლარს და სიონში პროვოკაციას აწყობს.

გიორგი გაბუნია

25 მარტი 2026, 16:13

პოლიტიკა

გაბუნია: საქართველომ არასოდეს უნდა დაუშვას, ხელისუფლებაში მოვიდეს გარედან მართული ძალა. მათი ერთადერთი მიზანია დესტრუქცია. ყველგან ომია და ამ ურთულეს გარემოში საქართველოში არა მხოლოდ მშვიდობაა, არამედ ეკონომიკა ვითარდება

საქართველოში არსებობს რადიკალური ძალა და არა ოპოზიცია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ძალა ქვეყანას არასოდეს დაემუქროს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნია

25 მარტი 2026, 15:59

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია ხოშტარიაზე: ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

„ელენე ხოშტარიას საქმეს სამართლებრივი განზომილება აქვს. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მთავარი შეფასება თავად ბრალდებულის დამოკიდებულებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, არ აანაზღაურა ზიანი, არ მოინანია ჩადენილი დანაშაული“.

კიმ ჩენ ინი ალექსანდრე ლუკაშენკო

25 მარტი 2026, 15:52

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვია

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ინფორმაციას ბელორუსული მედია ავრცელებს.

სოსო მანჯავიძე

25 მარტი 2026, 15:50

პოლიტიკა

მანჯავიძე ოპოზიციაზე: პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრათ ბნელ გულში - რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება

აფთარი და მისი ზნე იმ პუბლიკაზე გამახსენდა, მუდამ რომ ჩასაფრებულია, უარყოფითი ემოციებით საზრდოობს და თავის ინსპირატორებსაც აძლევს ხარკს. ამჟამად პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ ზუსტად გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები, - წერს პოლიტოლოგი, სოსო მანჯავიძე, საქართველოს პირველ ლედიზე, თამარ ბაგრატიონზე, განხორციელებულ ბულინგის კამპანიასთან დაკავშირებით.

25 მარტი 2026, 15:41

საზოგადოება

თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების თაობაზე მიმართავენ, „ავერსი-ფარმას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით გაიცემა, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.