imedi /  24 აპრილი 2021, 08:26 / სანდო წყარო

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ოთხს პირს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ

დაკრძალვა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირიდან ოთხს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, გადმოსვენებულთა დაკრძალვა სხვადასხვა ლოკაციაზე იგეგმება, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე. გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„პირველ ყოვლისა, მსურს, ღრმა და გულწრფელი თანაგრძნობა გამოვხატო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების მიმართ, იმ ტრაგედიის გამო, რომელსაც ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, თან სდევდა ოჯახის წევრის ბედისა და ადგილსამყოფელის გაურკვევლობა. ეს მრავალწლიანი გაურკვევლობა და მოლოდინი დასრულდა 13 ოჯახისთვის და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მცირედით მაინც ანუგეშებს მათ ტკივილს. საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 2 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენა არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით ხორციელდება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ, სამომავლოდაც, ერთობლივი ძალისხმევითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით, შევძლებთ კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულის მოძიებასა და მათი ოჯახების დახმარებას. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ამ მექანიზმის თითოეულ მონაწილეს გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 583 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 206.

ყველა სიახლე

ლაშა ბექაური

28 ივლისი 2021, 15:23

სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

ზურაბ ჯაფარიძე

28 ივლისი 2021, 15:18

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

„ეს შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვის. ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი - ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიურ მომავალზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან მატყუარები. ესენი არიან გადამგდებები. მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი. ზუსტად ისე როგორც კრემლთან. მე ვტოვებ პარლამენტს - პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემ მიერ აღებული ვალდებულება“, - წერს ჯაფარიძე.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 15:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციის წარმომადგენელი კომიტეტის თავმჯდომარის ფუნქციას ვერ შეასრულებას და ამ პოზიციას მაგიდაზე შეხტომისთვის გამოიყენებს, მათთან თანამდებობების განაწილებაზე კონსულტაცია ვერ გვექნება

თუ ოპოზიციის წარმომადგენელი ვერ შეძლებს მაგალითად კომიტეტიეს თავმჯდომარის ფუნქციის შესრულებას და ამ პოზიციას მაგიდაზე შეხტომისთვის და სპიკერთან ავარდნისთვის გამოიყენებს, მათთან თანამდებობების განაწილებებზე კონსულტაცია ვერ გვექნება, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილი

28 ივლისი 2021, 15:06

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში წვლილი „ნაცმოძრაობას“ მიუძღვის

ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

28 ივლისი 2021, 14:59

COVID19

იტალიის მარეგულირებელმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

იტალიის მარეგულირებელმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 14:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეჭვი უსაფუძვლოა, ჩვენ გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ

გაძლევთ გარანტიას, რომ არჩევნების მეორე დღესვე თქვენი ეს კითხვა ძალიან არააქტუალური იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. კითხვაზე, 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ის მოპოვებას ვერ შეძლებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს ეჭვი უსაფუძვლოა და ამას არჩევნების შედეგები აჩვენებს.

რიკ დემსი

28 ივლისი 2021, 14:42

პოლიტიკა

რიკ დემსი: საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას

საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას, – ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

28 ივლისი 2021, 14:40

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

„წინ გველის ძალზე საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობა მუნიციპალურ მერებსა და საკრებულოებს აირჩევს. ქვეყანას ჭირდება დამშვიდება. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას, თავი შეიკავონ საბოტაჟისგან და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

28 ივლისი 2021, 14:34

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

28 ივლისი 2021, 14:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ

მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

28 ივლისი 2021, 14:21

საზოგადოება

თეა წულუკიანმა საზოგადოებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე

28 ივლისი 2021, 14:16

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

პარტია „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არა თუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს.

მუსტაფა შენთოფი

28 ივლისი 2021, 14:07

მსოფლიო

თურქეთის პარლამენტის სპიკერი: აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის აგრესიული ქმედებები ცხადყოფს, რომ სომხეთს რეგიონში ახალი ომის გაჩაღების პოტენციალი აქვს

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის აგრესიული ქმედებები ცხადყოფს, რომ სომხეთს რეგიონში ახალი ომის გაჩაღების პოტენციალი აქვს.

28 ივლისი 2021, 14:02

სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

ზაზა თაბაგარი

28 ივლისი 2021, 13:34

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ,,მთავარი არხის“ განცხადებას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ შემოსავლების სამსახური გადამხდელთა გეგმურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს.

28 ივლისი 2021, 13:29

კულტურა

აშშ-ის ხელისუფლებამ Wu-Tang Clan-ის ალბომის ერთადერთი ეგზემპლარი გაყიდა

აშშ-ის ხელისუფლებამ რეპ ჯგუფის Wu-Tang Clan-ის ალბომ Once Upon a Time in Shaolin-ის ერთადერთი ეგზემპლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის პროკურორის ოფისი ავრცელებს.

სპექტროფოტომეტრი

28 ივლისი 2021, 13:28

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს თანამედროვე ხელსაწყოები გადაეცა

ხელსაწყოს გამოყენებასთან დაკავშირებით, სპეციალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა. აღნიშნული დანადგარებით ლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური პარამეტრის ანალიზები უახლესი მეთოდების გამოყენებით განხორციელდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, გაიზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები და თანამედროვე მეთოდებით განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები. ქართველი სპეციალისტები ქიმიურ კვლევებს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განახორციელებენ.

28 ივლისი 2021, 13:05

მსოფლიო

ბრიტანელი ქალი, რომელსაც კოვიდინფიცირების ეშინოდა და სახლიდან 9 თვის განმავლობაში არ გადიოდა, ქუჩაში გასვლის პირველივე დღეს მანქანამ გაიტანა

ლიუისი ტაქსის დაელოდა, გზის გადაკვეთა დაიწყო, მაგრამ მისი მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანა ვერ შეამჩნია, რადგან ჩანთიდან პირბადეს იღებდა. ქალი ვერც სატვირთოს მძღოლმა დაინახა და ლიუისი გაიტანა. ის მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

28 ივლისი 2021, 13:00

COVID19

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ჩაერთო

ინსპექციის თანამშრომელთა ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც პროცესის მიმდინარეობას ბათუმის მერისა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. ბათუმის მერის მოადგილემ თანამშრომლებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

28 ივლისი 2021, 12:59

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რომლის დედაქალაქიც სიდნეია, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა.