imedi /  16 მაისი 2021, 13:26 / სანდო წყარო

ირაკლი შოთაძე: ეთერში გასული განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას

 ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ზოგიერთ მასმედიის საშუალებებში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით გავრცელდა სრული დეზინფორმაცია და რეალობის გადამოწმების მიზნით მას არავინ არ დაკავშირებია.

როგორც შოთაძე განმარტავს, ინფორმაცია, რომ თითქოს ცაგარელის ქუჩაზე მდებარე სახლის რემონტში მილიონი ლარი დახარჯა, ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მას სახლის რეალური მფლობელი დაუკავშირდა და აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ბინა ცაგარელის ქუჩის სულ სხვა მისამართზე მდებარეობს, როცა შოთაძის ბინის მისამართი 82 ნომერია.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მსურს გამოვეხმაურო ზოგიერთ მასმედიის საშუალებებში გასულ განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არც ერთ ამ მედიასაშუალებას დამახინჯებული ფაქტის ანონსში გასვლამდე არ ჰქონია მცდელობა დამკავშირებოდა მე ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და სიუჟეტში გასული ინფორმაციის რეალობა გადაემოწმებინა, მხოლოდ გადაცემის ეთერში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდნენ პროკურატურის პრესსამსახურს, რაც ცალსახად უსვამს ხაზს მათ არაობიექტურობას, ინფორმაციის ცალმხრივად და სუბიექტურად გაშუქების მოტივაციას, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე.

ასევე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამდებობის პირის დეკლარაციაში, რომელიც საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, საკმაოდ დეტალურად და გასაგებად მაქვს აღწერილი ინფორმაცია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების თაობაზე, მასმედიის საშუალებებმა მაინც განზრახ დამახინჯებულად გაავრცელეს ინფორმაცია, რაც მიზანმიმართული ორკესტრირებული ცილისმწამებლური პიარკამპანიის კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, კერძოდ საცხოვრებელ ბინას ცაგარელის ქუჩაზე. სიუჟეტში გავიდა, რომ თითქოს ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ჩემი საცხოვრებელი ბინის რემონტში დახარჯული მაქვს მილიონი ლარი, ამ შემთხვევაში სიუჟეტში გასული ინფორმაციის ციტირებას მოვახდენ - “ 100 ათასი ლარზე მეტი მხოლოდ სამზარეულოში, შპალერი სპეციალური შეკვეთით ევროპიდან, ექსკლუზიური სარემონტო მასალები გენერალური პროკურორის რეზიდენციისთვის, საიდან მოიტანა მილიონი ლარი ევრორემონტისთვის”. ამავე სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციის დასადასტურებლად აჩვენეს ჩემთვის უცნობი საცხოვრებელი სახლის და არა ჩემი ბინის ინტერიერის სურათები (აქვე მივუთითებ ბმულს იმ ვებგვერდისა, საიდანაც აღებულია ეს სურათები). როდესაც გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ მარტივია, სიუჟეტის ავტორს, არც კი უცდია რაიმეს გადამოწმება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ამტკიცებს, რომ ინტერნეტსივრცეში არსებული ბინის ინტერიერის სურათები არის ჩემი ბინის სურათები. საცხოვრებელი ბინა ცაგარელის ქუჩაზე, სადაც მე დღესაც ვცხოვრობ, შევიძინე 2016 წელს, იმავე წელს დავიწყე რემონტი და დავამთავრე 2017 წელს, რემონტის დროს არანაირი ექსკლუზიური მასალა ევროპიდან არ ჩამომიტანია, ყველაფერი შეძენილი მაქვს ადგილობრივ ბაზარზე და რემონტის ღირებულება მითითებული მაქვს დეკლარაციაში.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დაგვიკავშირდა ამ ბინის რეალური მესაკუთრე და აღმოჩნდა, რომ არსებული ბინა მდებარეობს ცაგარელის ქუჩაზე სულ სხვა მისამართზე, როცა ჩემი რეალური საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ცაგარელის 82 ნომერში. მოვუწოდებ ხსენებული სიუჟეტის ავტორებს ან წარმოადგინონ მათ ეთერში გასული ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ან გამოიჩინონ თუნდაც მცირედი ჟურნალისტიკური ეთიკა და უარყონ მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთს სოფელ წავკისში, აღნიშნულ შენაძენზეც ჩემს დეკლარაციაში მაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მითითებული, საიდანაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ ნაკვეთი შეძენილი მაქვს ძირითადად ბანკიდან აღებული იპოთეკური კრედიტით და შეძენილი მაქვს მთლიანი ნაკვეთის მხოლოდ 35 პროცენტი, კერძოდ 1305 კვ.მ, რომელშიც გადავიხადე 123 100 აშშ დოლარი. ნაკვეთის 65 პროცენტს ჰყავს სხვა მესაკუთრე, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ნათლად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია საკმაოდ ცხადად ჩანს, როგორც ჩემი დეკლარაციიდან, ისე საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, სიუჟეტის ავტორები მაინც რამდენიმეჯერ იმეორებენ თითქოსდა ეს ნაკვეთი, სრულად მე მაქვს შეძენილი და თვითღირებულებაც სრულად მე მაქვს გადახდილი, რაც ხაზს უსვამს ამ სიუჟეტის სუბიექტურობას და სიყალბეს. ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ნაკვეთები შეძენისთანავე არ გაიმიჯნა და დღევანდელი მდგომარეობითაც არ არის გაყოფილი, არის ის, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე არსებობს ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმა, შესაბამისად ახლა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული პროცედურები ამ გეგმის ცვლილებაზე, რის შემდგომაც უახლოეს მომავალში მოხდება ამ ნაკვეთების გამიჯვნა და არსებული რეალობის ასახვა საჯარო რეესტრში. ასევე, იმ კითხვის დასმა, საიდან შევიძინე ეს ნაკვეთი, არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება ამ სიუჟეტის სუბიექტურობისა, ვინაიდან ჩემი საჯარო დეკლარაციიდან ძალიან ცხადად ჩანს რა წყაროებით მაქვს შეძენილი ნაკვეთი და ეს წყარო ძირითადად არის ბანკის მრავალწლიანი იპოთეკური კრედიტი, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი გადახდილი მაქვს პირადი დანაზოგით, რაც ასევე ცხადად მაქვს ნაჩვენები დეკლარაციაში. რაც შეეხება სიუჟეტის ავტორის კიდევ ერთ აბსურდულ მოსაზრებას, რომ ვინაიდან ეს ნაკვეთი არ არის იპოთეკით დატვირთული, შესაბამისად ეს ბანკის ხელშეკრულება არის ფიქცია, განვმარტავ, რომ იპოთეკით კრედიტის სანაცვლოდ დაიტვირთა ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა ცაგარელზე, რაც ასევე მარტივად გადასამოწმებელი იყო საჯარო რეესტრის მონაცემებით, თუმცა როგორც არაერთხელ აღვნიშნე, სიუჟეტის ავტორების მიზანი არ ყოფილა სიმართლის გარკვევა, არამედ მხოლოდ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ჩემი დისკრედიტაციის მიზნით.

ამდენად, ვიმედოვნებ ამ სიუჟეტების შემქმნელები ამ ეტაპზე მაინც იხელმძღვანელებენ მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტებით და ეთიკური ნომრებით, წარმოადგენენ საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, თუ არა და უარყოფენ მათ მიერ გავრცელებულ, ყალბ ინფორმაციას“, - განაცხადა შოთაძემ.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 17:26

ეკონომიკა

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.

31 აგვისტო 2026, 17:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.

31 აგვისტო 2026, 17:21

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.

31 აგვისტო 2026, 17:12

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

ირაკლი კობახიძე

31 აგვისტო 2026, 17:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტო 2026, 17:02

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

31 აგვისტო 2026, 16:59

სამართალი

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.

პენიტენციურის ლოგო

31 აგვისტო 2026, 16:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა

„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.

31 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

დავით ქართველიშვილი

31 აგვისტო 2026, 16:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 15:47

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი

31 აგვისტო 2026, 15:40

მსოფლიო

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 15:20

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

31 აგვისტო 2026, 15:17

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სოსო შატბერაშვილი

31 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვახტანგ ცინცაძე

31 აგვისტო 2026, 14:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

იოჰან ვადეფული

31 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.