ირაკლი ხმალაძე: ვცდილობთ, ერთ არეალში ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს ყველა განსათავსებელი ობიექტები
ირაკლი ხმალაძე
ფოტო: თბილისის მერია
მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია განხორციელებულია იმგვარად, რომ არ არის დატოვებული მაგალითად, საგზაო ქსელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზუალური სტანდარტის კუთხით, მერია ცდილობს, რომ ერთ არეალში ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს ყველა განსათავსებელი ობიექტები.
„მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია განხორციელებულია იმგვარად, რომ არ არის დატოვებული მაგალითად, საგზაო ქსელი. როგორ უნდა მიხვიდე შენს ნაკვეთამდე არ ჩანს. ვიღაცის ნაკვეთზე უნდა იარო. გზა სჭირდება იმ ნაკვეთს და ასევე კომუნიკაციები. ერთი თუ მიიყვანს მაგალითად წყალს ნაკვეთამდე, მერე იმის იქით კიდევ რამდენიმე ოჯახმა უნდა გაატაროს წყალი. ხომ შეიძლება, რომ ერთიანად მოხდეს ამის დაგეგმარება და ვთქვათ, რომ აქ იქნება გზა, რომელიც მისი გაბარიტებიდან გამომდინარე მოემსახურება ამ ქუჩაზე არსებულ ყველა გასანაშენიანებელ ობიექტს და ამ ქუჩის მოთხოვნის მიხედვით დაიგეგმოს საინჟინრო კომუნიკაციები. ასევე, ვიზუალური სტანდარტის კუთხით, ვცდილობთ, რომ ერთ არეალში ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს ყველა განსათავსებელი ობიექტები. დაშორება იყოს თანაბარი და გაცილებით უფრო ლამაზი ურბანული ინფრასტრუქტურა იქნება. გეგმარების გარეშე განაშენიანებული არეალი არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. არანაირი გეგმარება არ მომხდარა და ყველა ცდილობდა პირდაპირ აეღო მაღალი ინტენსივობის მშენებლობის ნებართვა და სამწუხაროდ, ყველა ახერხებდა. ეს არის დაუგეგმავი განაშენიანების შედეგი. ასეთ რამეებს ახლა ვეღარაფერს ვუზამთ. ერთადერთი, რაც მოვახერხეთ, რამე თუ იყო ჩასანაცვლებელი სკვერი მოვაწყვეთ, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ თბილისის ზღვაზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ცარიელ ფერდობებზე, ნაკვეთი რომ მაქვს და მინდა, ჩემთვის კარგი სახლი ავიშენო, რაღაც სტრუქტურაში უნდა მოდიოდეს ეს? არ შეიძლება მარტო მე თავს ვგრძნობდე კარგად ჩემს ჩაკეტილ ღობეში და ვარღვევდე ყველანაირ ურბანულ სიკეთეს. ამიტომ ქალაქი იძახის, მოდი, დავგეგმოთ დიდი ტერიტორია და ისე განაშენიანდით, ეს არის სწორი მიდგომა“, - ეს არის სწორი მიდგომა.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
გია აბაშიძე ფონდი „ქართუს” განცხადებაზე: რადიკალებისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ვერ აუქმებენ ამიტომაც, დარჩათ ერთადერთი იარაღი - შექმნან სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არსებობს
რადიკალების მორიგი მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის ქველმოქმედების ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც „ფარსად“ და „ტყუილად“ გამოაცხადონ, არა მხოლოდ უსუსური, არამედ სასოწარკვეთილი პოლიტიკური სიყალბეა. და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო „ფონდ ქართუს“ ასეთი დეტალური განმარტება - იმიტომ, რომ ნაცუბირები შეგნებულად ურევენ ერთმანეთში ფაქტს, ჭორსა და საკუთარ პოლიტიკურ სურვილს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
25 აგვისტო 2026, 14:23
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო პირი, რომელიც საჯარო სივრცეში უმისამართოდ იგინებოდა. ასევე, 1500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ალექსანდრე სოლაშვილის საქმე განიხილა. ის უმისამართოდ იგინებოდა საჯარო სივრცეში. სასამართლომ სოლაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
25 აგვისტო 2026, 14:23
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე: ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს - ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!
„ნაცაკუცების მორიგი სასოწარკვეთილი ტყუილი და ფონდ „ქართუს“ მკაფიო პასუხი! ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად აგორდა მორიგი ბინძური კამპანია და ყალბი ინფორმაცია 2018 წლის უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ დღეს ამომწურავი, ფაქტებზე დაფუძნებული განცხადება გაავრცელა. მოდით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ უტიფარ მატყუარებს რეალური ციფრები, რომელთა წაშლასაც ასე უშედეგოდ ცდილობენ:
25 აგვისტო 2026, 14:14
მსოფლიო
POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონების აღმოჩენა აჩვენებს, რომ გერმანია „რეალური საფრთხეების წინაშეა“. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 14:14
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
„25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
25 აგვისტო 2026, 14:08
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.
25 აგვისტო 2026, 14:08
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას მსჯავრდებული არ ესწრებოდა. მან უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე.
25 აგვისტო 2026, 13:47
პოლიტიკა
ვანო ჩხარტიშვილი: „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორის“ გასხვისების პროცესთან ჩემი სახელის დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა და „ტვ პირველის“ მხრიდან სიცრუის მორიგ ტირაჟირებას წარმოადგენს
„ტვ პირველის“ მიერ ჩემ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არც „ტერაბანკისა“ და არც სასტუმრო „ბილტმორის“ შესაძლო გასხვისების პროცესში ვყოფილვარ ჩართული, არც შუამავლობა გამიწევია და არც სიუჟეტში დასახელებულ პირებთან მქონია შეხვედრა ამ საკითხზე.
25 აგვისტო 2026, 13:40
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები
მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველო გაეროში უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას შეუერთდა.
25 აგვისტო 2026, 13:36
მსოფლიო
რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 13:27
ჯანდაცვა
თელავში ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.
25 აგვისტო 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა.
25 აგვისტო 2026, 13:09
მსოფლიო
Euractiv: სოლიდარობა კიევის ხაზინას ვერ შეავსებს
Euractiv-ის ინფორმაციით, ორშაბათს კიევის სოფიის მოედანზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპის რვა ლიდერი შეიკრიბა. ქალაქისთვის, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყო, მათი ყოფნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი და მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გახდა.
25 აგვისტო 2026, 12:51
კულტურა
ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს
ოქტომბერში ესპანეთში ვუდი ალენის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები დაიწყება. Deadline-ის ცნობით, პროექტი „უპირატესად ინგლისურენოვანი“ იქნება. ფილმში მონაწილეობას მიიღებს მსახიობთა „ვარსკვლავური შემადგენლობა“, რომელიც ჯერ ბოლომდე არ დაკომპლექტებულა. ამ ეტაპზე ასევე უცნობია სურათის სახელწოდება და სიუჟეტის დეტალები.
25 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ პარლამენტის წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, შემდეგ, მათი პატრონების დავალებით, მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის
როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ ამ შენობის [პარლამენტი] წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.
25 აგვისტო 2026, 12:29
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე: ყველა სტუდენტს ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილ გამოცდილებას და ინტელექტუალურ რესურსს მთელი გულით მიუძღვნით ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებას!
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს ყველა ახალგაზრდას და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, სტუდენტობის წლებში დაგროვილი გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
25 აგვისტო 2026, 12:18
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს - მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში
„განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში“.
25 აგვისტო 2026, 12:16
რეგიონი
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას" განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება
27 აგვისტოს ამბროლაურში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“გაიმართება, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი წელს პირველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ ერთად, ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტია. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 12:14
სამართალი
სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
25 აგვისტო 2026, 12:13
პოლიტიკა
ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ.


