კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
ფოტო: კომუნიკაციების ეროვნული კომისია
კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს განხორციელებულ პროექტებთან ერთად, 2021 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.
კომისიის 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ COVID 19 პანდემიით გამოწვეული რეალობიდან გამომდინარე, 2020 წელს სატელეკომუნიკაციო სფერომ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. პანდემიის პირობებში, როდესაც თითქმის ყველა სერვისი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ამ გამოწვევას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა წარმატებით უპასუხა, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა აღიარებული.
2020 წლის ანგარიშში საუბარია ინტერნეტის ხარისხის კონტროლის ონლაინ პლატფორმაზე www.sheamotsme.ge, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა 24 საათიან რეჟიმში შეემოწმებინა ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კი მომხმარებლების პრობლემებს კომისია ოპერატიულად აგვარებდა. ამ მიმართულებით საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლების გაუმჯობესების საუკეთესო მაგალითად იქნა აღიარებული.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტელეკომ სფეროს კიდევ უფრო განვითარების საჭიროება პანდემიის დროს ყველასთვის ძალიან ნათელი გახდა. ამ მიმართულებით კომუნიკაციების კომისიამ 2020 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. მათ შორისაა 5G ტექნოლოგიის დასანერგად საჭირო გადაწყვეტილებები, რომელზე მუშაობაც 2021 წელსაც გაგრძელდება და 5G-ის დასანერგად უკვე აუქციონი გამოცხადდება.
ანგარიშში ვრცლად არის წარმოდგენილი მობილური ვირტუალური ოპერატორის თავისუფალი დაშვების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია. 2020 წლის ანგარიშში ასევე შესულია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები. გარდა ამისა 2020 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია „კავკასუს ონლაინის“ წილების უკანონო გასხვისებაზე, სადაც ამ მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია წარმოდგენილი.
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშში ვრცლად არის საუბარი თავისუფალ მედიაგარემოზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. 2020 წელს საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი კიდევ უფრო გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებდა. საქართველოს მიერ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში მიღწეული შედეგები წარმატებულად შეფასდა ევროკავშირის მიერ, რომელმაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიღწევები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, პოზიტიურ წინსვლად მიიჩნია. საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ პლურალისტური, მრავალფეროვანი და თავისუფალი მედიაგარემოა საქართველოში. ამის მიუხედავად, მედიასივრცე გაჯერებულია ნაკლებად პროფესიული, დაბალი სტანდარტის, ყალბი ახალი ამბებით, სიძულვილის ენით, შეურაცხყოფებით და უხამსობით, რაც საარჩევნო კამპანიის დროს კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგებით დადასტურდა. აღნიშნული 2021 წელს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
კომისიის ანგარიშში 2020 წელს მაუწყებლების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზეა საუბარი. პანდემიის პირობებში, მაუწყებლებმა 2019 წელთან შედარებით მხოლოდ კომერციული რეკლამიდან 9%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღეს, საიდანაც დიდი ნაწილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავლების კლებამ განაპირობა. ამ მიმართულებით კომისიის მიერ წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზი გამართლდა და მაუწყებლებმა პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე ჯამურად 11%-იანი ზრდა აჩვენეს.
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშში ფართოდაა გაშლილი მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები. 2020 წელს კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში მოსწავლეების გარდა, სტუდენტებიც ჩაერთნენ. კოვიდ პანდემიის გამოწვევას მედიასკოლამაც წარმატებით უპასუხა და როგორც მოქმედი, ისე დამწყები ჟურნალისტებისთვის უნიკალური პროექტი - ონლაინ მასტერკლასი დაიწყო. სალექციო ონლაინ კურსი ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ და მიიღონ ცოდნა, თუ როგორ მზადდება და იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი. 2020 წელს ერთი წლის გახდა მედიაკრიტიკა, რომელიც საზოგადოებას მედიაპროდუქტების კვალიფიციურ კრიტიკას სთავაზობს. www.Mediacritic.ge-ის მასალებს მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო. 2020 წელს აქტიურად დაიწყო ფუნქციონირება მედიააკადემიის მედიალაბმაც, რომელიც ხელს უწყობს ციფრულ მედიაში საინტერესო პროექტების და სტარტაპების განვითარებას.
ანგარიშში 2020 წლის განმავლობაში საერთაშორისო მიმართულებით გაწეული სამუშაოები და მიღწევებია ასახული.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 00:53
მსოფლიო
მელანია ტრამპი: დონალდ ტრამპი შეუჩერებლად მუშაობს, მასზე მეტი ენერგია არავის აქვს - დილიდან საღამომდე, უწყვეტ რეჟიმში შრომობს
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა FOX & Friends-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“.
24 სექტემბერი 2026, 00:43
საზოგადოება
კახა აბულაძე: თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია დედაქალაქში და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რამდენიმე ბაგა-ბაღში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე მსჯელობისას.
24 სექტემბერი 2026, 00:42
მსოფლიო
რუბიო: აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს
აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს, - განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
24 სექტემბერი 2026, 00:37
საზოგადოება
კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღებაზე: დავეყრდენით სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღონ რძის პროდუქტი
თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განმარტებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მიიღონ რძის პროდუქტი და სხვა ცხიმიანი საკვები.
24 სექტემბერი 2026, 00:33
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს?
მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე მსჯელობისას.
24 სექტემბერი 2026, 00:24
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება
ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
24 სექტემბერი 2026, 00:18
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის კონტროლის ზონიდან
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის, რომელსაც დიფ სტეიტს ეძახიან, კონტროლის ზონიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. მანჯავიძემ ევროკავშირზე საუბრისას, გაერთიანებასთან დაკავშირებით, ბუკოვსკის ცნობილი სიტყვებიც გაიხსენა.
24 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის. ეს გერმანულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული კრიზისის სიმპტომია
ნამდვილად კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა შედეგებსაც AFD აჩვენებს, რისი სიმპტომია?
23 სექტემბერი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს
შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.
23 სექტემბერი 2026, 23:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ
ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ეს მიზანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2022 წლის შემდეგ.
23 სექტემბერი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს
მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
23 სექტემბერი 2026, 23:29
პოლიტიკა
ვოლსკი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიურ განცხადებებზე: რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს
რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოკუპირებულ ტერიტორებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის კამპანიური განცხადებების შეფასებისას. მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 35 000-მდე ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთ უფლებებში სერიოზულად არიან შეზღუდულები.
23 სექტემბერი 2026, 23:18
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე
შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ შეხვედრას წინ უძღვის ვითარების მოდელირება იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა საქართველოს მიმართ დღეს არსებული დამოკიდებულება, როცა საგარეო კურსის შეცვლის თაობაზე ლაპარაკს საფუძველი არ აქვს.
23 სექტემბერი 2026, 23:01
საზოგადოება
კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ
ნოროვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
23 სექტემბერი 2026, 22:50
მსოფლიო
ზელენსკი: წელს რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე თითქმის 250 ათასი ადამიანი დაკარგა
მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე 248 964 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:41
მსოფლიო
ზელენსკის თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს მას, „მით უფრო საშიში ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის“.
23 სექტემბერი 2026, 22:30
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის
უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:21
მსოფლიო
„მხოლოდ ერთ ადამიანს სურს ომი უკრაინაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის „დამამცირებელ მარცხზე“ საუბრობს
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან და ამ კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს
რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 21:31
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, იან ბეიტსონის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება.


