ანდრია ბასილაია: 2018-2021 წლებში დედაქალაქში 215 000 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო
ანდრია ბასილაია
ფოტო: თბილისის მერია
ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში 200 000-ზე მეტი ძირი მწვანე ნარგავი დაირგო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, 2018-21 წლებში გამწვანების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის, ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა.
„ხედავთ იმ შედეგებს, რაც სამი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული: დაირგო 215 000 ძირი მწვანე ნარგავი (ხე - 73 000, ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე - 142 000); ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა ჩაუტარდა 500 000 მწვანე ნარგავს; 500 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგო და დაითესა ბალახი; ნიადაგის მულჩირება 40 000 კვ.მ-ზე განხორციელდა; სანიტარიული ჭრა ჩაუტარდა 70 000 დაავადებულ ფიჭვის ხეს; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 შადრევანს; 20 ჰექტარზე ტყის მოწყობა მოხდა - დაირგო 28 000 მწვანე ნარგავი; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 000 სკვერს, 15 პარკსა და 60 გზაგამყოფ კუნძულს; გამწვანების პროექტით დაირგო 17 000 ძირი ხე. ეს უკანასკნელი არის ის დამატებითი ვალდებულება, რომელიც კერძო სექტორმა აიღო მშენებლობასთან მიმართებაში.
გამოვყოფდი ბალახის მულჩირებას, რადგან ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური ღონისძიება. ზედაპირის დაფარვა ბალახით ან მულჩით ხელს უწყობს მტვრის შემცირებას ჰაერში. ასევე, დაიწყო ფიტოსანიტარიული ჭრები და წამლობა, რაც ასევე იმის გარანტიაა, რომ ჩვენ სამომავლოდ არ მივიღებთ პრობლემურ არეალებს და ხე-ნარგავები იქნება მოვლილი“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 13:46
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, რეალიზაციაში ხელშეწყობას დაჰპირდა. ბრალდებულმა უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4,7744 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რუსთავში, რამდენიმე ადგილას, ათ ცალად დაფასოებული განათავსა. ამასთან, 35 ცალად დაფასოებული 13, 65 გრ. „ალფა-პვპ“ შეინახა თბილისში, სპეციალურ სამალავში.
16 აპრილი 2026, 13:46
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და UNICEF-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026 წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:38
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.
16 აპრილი 2026, 13:37
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
16 აპრილი 2026, 13:37
პოლიტიკა
მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული სექტორი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია ევროპული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის სექტორზე ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 13:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება
ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიციების შერბილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
16 აპრილი 2026, 13:35
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა
უნგრეთის არჩევნებსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მისი შეფასებით, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ცვლილებას.
16 აპრილი 2026, 13:33
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა.
16 აპრილი 2026, 13:33
პოლიტიკა
მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ელექტროენერგიის წვდომის საკითხებზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 13:27
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:25
მსოფლიო
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:24
საზოგადოება
ზაჰესში ახალი სკვერი ეწყობა
პროექტის თანახმად, განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
16 აპრილი 2026, 13:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 13:16
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 13 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
16 აპრილი 2026, 13:14
მსოფლიო
BBC: ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს ლიბანის პრეზიდენტთან საუბარს გამართავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის პრეზიდენტთან, ჟოზეფ აუნთან საუბარს გამართავს. ინფორმაციას BBC ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის წევრზე, გილა გამლიელზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:11
საზოგადოება
23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.
16 აპრილი 2026, 13:07
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი იტალიური კომპანიის „EUROVO” აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთ უმსხვილეს კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „EUROVO” აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 12:46
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან დაადასტურა საქართველოს მზაობა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებს - გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორ ნიკლას ვაგნერს, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორ ბრის როკფეის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 12:46
პოლიტიკა
ქართველიშვილი: უსამშობლოთა ნაცსექტამ აბასთუმანზე ავიარეისების ცვლილება ბიძინა ივანიშვილის „კერძო ინტერესებს“ დაუკავშირა, თუმცა იგნორირებულია მთავარი - ინიციატორები აბასთუმნის ობსერვატორიის ქართველი მეცნიერები იყვნენ
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ქართველი მეცნიერების მოთხოვნა, რომ აბასთუმნის ირგვლივ ფრენების მარშრუტი შეიცვალოს, სრულიად ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა. მისი თქმით, თუ ირანის კრიზისის გამო საქართველოს თავზე საჰაერო ნაკადი დღეში რამდენიმე ათას რეისამდე გაიზარდა და ახალი ტრასა მგრძნობიარე ასტრონომიულ ზონას გადაუვლიდა, მეცნიერები ვალდებულნი არიან რეაგირება მოახდინონ.
16 აპრილი 2026, 12:43
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის - დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერს შეხვდა.


