დღეს ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი“ დასკვნით ღონისძიებას მართავს
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა
„საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობა წარმოადგენს. ევროკავშირი, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მეშვეობით, ხელს უწყობს ქართული მართლმსაჯულების დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან და სისტემის ხელმისაწვდომობის, ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
„ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი 19 აპრილის დოკუმენტიც „ამბიციური“ და „ფართომასშტაბიანი“ რეფორმების „ინკლუზიური“ პროცესის მეშვეობით გატარებას ისახავს მიზნად. მოწვეულ სტუმრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი მიესალმნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნელები, სამოქალაქო სექტორი და მედია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „სასამართლოს მხარდაჭრის პროექტის“ ძირითადი ფოკუსი რეფორმების მე-3 და მე-4 ტალღების სრულად დანერგვაზე იყო მიმართული, რაც, ძირითადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამჭვრივალობის გაზრდას, პროცედურების დახვეწას და დასაბუთების სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, სამ ძირითად სესიაზე მიმოხილული იყო სასამართლო ხელისუფლების სისტემის მულტიცენტრულობის და ორგანიზაციული მოწყობის, გადაწყვეტილებების დასაბუთებისა და ხელმისაწვდომობის; სამოსამართლეო დისციპლინის საკითხები; ევროკავშირის სამართლის და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობა. გლობალურმა პანდემიამ პროექტის გუნდს უბიძგა მეტად კონცენტრირებულიყო ანგარიშების, შედარებით-სამართლებრივი კვლევებისა და რეკომენდაციების მომზადებაზე.
თუმცა, ანალიტიკური კვლევების მიღმა, პროექტის გუნდმა ბენეფიციარებს არაერთი პრაქტიკული ტრენინგი, შეხვედრა და დისკუსია შესთავაზა. დამოუკიდებლობის, ეთიკის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება სასამართლოში ევროკავშირის მომავალი მხარდაჭერის პრიორიტეტად რჩება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა და დაწინაურება ობიექტური, გამჭვირვალე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული შეფასების კრიტერიუმებით ხდებოდეს. ასევე, დღის წესრიგის პრიორიტედად რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნების სამართლებრივი დასაბუთების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
185 კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა, ტრენინგი და საერთაშორისო კონგრესი თუ სიმპოზიუმი; 8 სასწავლო ვიზიტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გასაზიარებლად; 7 საზაფხულო და ზამთრის სკოლა - ეს არის იმ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალი, რომელთა ორგანიზება პროექტის გუნდმა ოთხ-ნახევარი წელიწადის განმავლობაში (2016 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე) შეძლო. პროექტი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარლამენტთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საერთო სასამართლოებთან, იუსტიციის სამინისტროსთან, გენერალურ პროკურატურასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. განხორციელებული აქტივობების მოკლე ჩამონათვალი შემდეგია:
სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება; რეფორმის მე-4 ტალღისათვის რეკომენდაციების მომზადება; სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების გაძლიერება; ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით, წლიური ანალიტიკური და განზოგადების ანგარიშების მომზადება და პრეზენტაცია; სასამართლო სისტემის სრულფასოვანი ინფორმატციულ-ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარება; მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ პორტალის შექმნა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის; საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის შექმნა და ვებგვერდის განახლება; ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; არაერთი ტრენინგი მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირის სამართლის მიმართულებით; სასამართლოს მოხელეთა გადამზადების მიზნით მართლმსაჯულების სკოლის დაარსება; საკონსტიტუციო სასამართლოს ზაფხულის სკოლის მხარდაჭერა; აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრაქტიკაში გამოყენების კუთხით პროფესიონალთა გუნდების გადამზადება; იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამის ზრდასრულებზე გავრცელების მიზნით“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ
ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.
12 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.
11 აპრილი 2026, 23:53
საზოგადოება
მეუფე შიოს ეპისტოლე: უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას
უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. “საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი... მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს...
11 აპრილი 2026, 23:43
საზოგადოება
მეუფე შიოს ეპისტოლე: ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!
ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.
11 აპრილი 2026, 23:39
საზოგადოება
მეუფე შიოს ეპისტოლე: არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი
არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ აღდგომის სამზადისის დროს საქართველოს მოსახლეობის გულები მწუხარებამ მოიცვა, რადგან დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
11 აპრილი 2026, 23:37
საზოგადოება
მეუფე შიოს ეპისტოლე: ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული
ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.
11 აპრილი 2026, 23:28
საზოგადოება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე.
11 აპრილი 2026, 23:23
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს
სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს. წინდა ცეცხლის საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოაბრძანეს. სიონის ტაძარში უკვე მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - მეუფე შიო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურებას აღავლენს.
11 აპრილი 2026, 23:15
საზოგადოება
ლაშა ჟვანია პატრიარქზე: ცხოვრებაში არც ერთხელ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო ცენტრი
ცხოვრებაში არც ერთხელ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო ცენტრი, მისთვის ცენტრი ყოველთვის იყო ღმერთი, ეკლესია, ასევე მსახურება ეკლესიისა და ქვეყნის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ილია II-ზე საუბრისას. „როცა ამაზე ფიქრობ, შენ ხვდები, რომ შენი ცხოვრებიდან ცენტრი არ წასულა, ცენტრის სახედ დაგვიტოვა ღმერთი. მას რომ თავისი თავი დაეტოვებინა ცენტრად ალბათ ჩვენც დაბნეულები ვიქნებოდით. ბედიც გვქონია ერსაც და თვითოეულ ჩვენგანსაც, აღდგომის მარხვაში მოხდა უწმინდესის გასვლა. ძველი სტილით 17 მარტს და ახალი სტილით 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მოხდა და 17 მარტს დაგვტოვა მისმა უწმინდესმა. რა თუ არა აღდგომა გაგვინელებდა იმ ტკივილს და იმ დანაკლისს, რომელიც უწმინდესის ამქვეყნიდან გასვლას ახლავს. მე პირადად სულიერად 40 დღის გასვლას ველოდები, მაქვს შინაგანი რწმენა, რომ 40 დღის გასვლის მერე კიდევ უფრო შეგვეწევა“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
11 აპრილი 2026, 23:10
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის
მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ.
11 აპრილი 2026, 23:00
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს პირველი შემთხვევა იყო, როცა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოვიდა. ეს ინიციატივა და ლოცვა-კურთხევა პირველად უწმინდესისგან მოდიოდა
პირველად 2002-2003 წლებში ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოში სააღდგომო ლიტანიობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისივე თქმით, წმინდა ცეცხლის ტრადიცია IV საუკუნიდან იღებს სათავეს, როცა მაცხოვრის საფლავზე ტაძარი აშენდა.
11 აპრილი 2026, 21:45
საზოგადოება
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტით წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში ჩამოაბრძანეს.
11 აპრილი 2026, 21:13
სპორტი
საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია
პორტუგალია ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
11 აპრილი 2026, 18:51
საზოგადოება
12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.
11 აპრილი 2026, 18:26
საზოგადოება
წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა, დელეგაცია საქართველოში მოემგზავრება
წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა. მცირერიცხოვანი დელეგაცია საქართველოში მოემგზავრება.
11 აპრილი 2026, 18:23
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
11 აპრილი 2026, 17:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი FOX NEWS-ის სტატიაზე: ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი
„ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა FOX NEWS-ის სტატიასთან დაკავშირებით.
11 აპრილი 2026, 17:06
პოლიტიკა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
11 აპრილი 2026, 17:01
მსოფლიო
ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 16:48
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ 175 უკრაინელი სამხედრო რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა.


