05 ივლისი 2021, 12:21 / სანდო წყარო

ანდრია ჯაღმაიძე: არავის მიმართ, მათ შორის, არც ჟურნალისტებისადმი, არ უნდა იყოს აგრესიული დამოკიდებულება

ანდრია ჯაღმაიძე

ანდრია ჯაღმაიძე

„ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ფაქტს ეკლესია ვერ გაამართლებს. ეს სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია. ვაცხადებთ, რომ პროტესტი მშვიდობიანად უნდა გამოიხატოს. როგორღაც, ეს უნდა მოვახერხოთ და არავითარ შემთხვევაში, არავის მიმართ, მათ შორის, არც ჟურნალისტებისადმი, არ უნდა იყოს აგრესიული დამოკიდებულება“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, „რუსთაველის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი თვის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებმა, ცალკეულ პოლიტიკოსებთან და უფლებადამცველებთან ერთად, წააქეზეს ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ აქციას ეწინააღმდეგებიან.

„დაანონსების შემდეგ, ერთი თვეა, მოსახლეობის მხრიდან ვისმენთ აღშფოთებასა და მიუღებლობას. მიუხედავად ამისა, მოხდა მაქსიმალური ესკალაცია. ორგანიზატორებმა არანაირად არ გაითვალისწინეს მოსახლეობის ეს განწყობები. პოლიტიკოსებმა, უფლებადამცველებმა ეს ხალხი წააქეზა. სამწუხაროა, რომ მთელი თვის განმავლობაში, შეეცადნენ, რომ მაქსიმალურად დაეპირისპირებინათ ხალხი ერთმანეთისთვის“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდნენ. ე.წ. „ღირსების მარშის“ გამართვის მოწინააღმდეგეები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„თბილისი პრაიდმა“ დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც მასში წერია, საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით, მოქალაქეთა ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბება.

„5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქო მიმართავს მოსახლეობას, მშვიდობიანად დააფიქსირონ პროტესტი და „არ აჰყვნენ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2021, 12:28

სამართალი

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, შსს-ს საქმიანობა დადებითად შეფასდა

„დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, მათ შორის: საზღვრის მართვის კუთხით არსებული რესურსების გაუმჯობესება; ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები; წარმატებული თანამშრომლობა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა და ევროკავშირში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხებზე; FRONTEX-თან განახლებული სამუშაო შეთანხმების ხელმოწერა;​ FRONTEX-თან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ქართველი ოფიცრების მივლენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში, ისევე როგორც FRONTEX-ის ოფიცრების რაოდენობის ზრდა; ​EUROPOL-ის მძიმე ორგანიზებული დანაშაულის ევროპული ცენტრის საქმიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მონაწილეობა;​ სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების წარმატებული საქმიანობა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

05 აგვისტო 2021, 12:21

COVID19

ბოლო 24 საათში ტოკიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში კორონავირუსის 5 042 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

05 აგვისტო 2021, 12:13

COVID19

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სხვა წარმოების ვაქცინით ორსულების აცრა არ მიმდინარეობს.

05 აგვისტო 2021, 12:09

COVID19

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია თბილისის პარალელურად რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციისა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონის თანამშრომლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ.

05 აგვისტო 2021, 12:05

საზოგადოება

გლდანის პირველ მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე და სპორტული მოედანი გაიხსნა

გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სპორტული მოედნისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სივრცე ფეხბურთის ტურნირით - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“ გაიხსნა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად დაესწრო.

ჯესიკა პრიჩარდი

05 აგვისტო 2021, 12:00

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ქალმა 11 თვეში 4 ბავშვი გააჩინა👶👶👶👶

31 წლის ჯესიკა პრიჩარდმა, რომელიც შეფილდში ცხოვრობს,2020 წლის მაისში თავისი მეორე ქალიშვილი, მია გააჩინა, რამდენიმე თვეში კი აღმოაჩინა, რომ ისევ ფეხმძიმედ იყო და მიას გაჩენიდან 11 თვის შემდეგ, 2021 წლის აპრილში სამი ტყუპი გაუჩნდა - ელა, ჯორჯი და ოლივია.

05 აგვისტო 2021, 11:56

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსი ცხადდება

CENN, პროექტის - „ციფრული კავკასია“, ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია (GNTA), Mytravel-თან, Georgian Travel Guide-თან და Arealy • არეალთან პარტნიორობით საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსს აცხადებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს აპლიკაციების შევსება შემდეგ ნომინაციებში შეუძლიათ: საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი; საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი; საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება.

05 აგვისტო 2021, 11:54

საზოგადოება

ძალოსანთა ნაკრების ექიმი: ჩემი და ლაშას აზრი ასეთია - ეპიდსიტუაციის გამო დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული გულშემატკივრებს მიმართავს და მათ აეროპორტში ლაშა ტალახაძის დახვედრისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

მაია ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 11:51

COVID19

მაია ჩხაიძე: მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი ცოტა მაღალია

„კოვიდი ბავშვებსა და დიდებზე ერთნაირად მოქმედებს, აზიანებს ყველა ორგანოს. რადგან მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, რადგან პრაქტიკულად ექიმი ვერ ხედავს ბავშვს და მხოლოდ დედას უნდა ენდოს, რომელიც საგანგაშო ნიშნებს დაინახავს ბავშვთან და შეატყობინებს მას, აქედან გამომდინარე ცოტა მაღალია ჰოსპიტალიზაციის პროცენტი“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

05 აგვისტო 2021, 11:43

სამართალი

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი

05 აგვისტო 2021, 11:20

COVID19

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი განმარტავს, კოვიდის დროს რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვების ჰოსპიტალიზაცია

„სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, სითხეებს თუ დიდი რაოდენობით არ იღებს და აქვს ცხელება, ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს ბავშვის ჰოსპიტალში გადაყვანის ნიშანი. სახლში ვინც აკვირდება ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობას, პირველ რიგში მშობლებმა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა ამ ნიშანს. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად მიიღონ სითხეები, ჰქონდეთ წყალი. მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ სიმპტომს. სხვა რაიმე სახის მკურნალობა, რაც ამ ეტაპზე იქნებოდა დამტკიცებული, არ არსებობს.

პროფესორი სარა გილბერტი

05 აგვისტო 2021, 11:18

COVID19

„ბარბის“ მწარმოებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელის პატივსაცემად თოჯინა გამოუშვა

„მინდა, ჩემმა თოჯინამ ბავშვებს ვაქცინოლოგის პროფესია გააცნოს, რომლის შესახებაც მათ შესაძლოა არც იცოდნენ“, - განაცხადა გილბერტმა.

მარინა ენდელაძე

05 აგვისტო 2021, 11:14

COVID19

მარინა ენდელაძე: ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

05 აგვისტო 2021, 11:07

რეგიონი

სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 300 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა

სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სისტემების მშენებლობა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, ააიპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობისა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 403 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

05 აგვისტო 2021, 10:56

COVID19

საქართველოში დღიურად კოვიდაცრების რეკორდულად მაღალი რაოდენობა გაკეთდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:53

მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა „დიქსიმ“ უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა

კალიფორნიის შტატში მძვინვარე ტყის ხანძარი „დიქსი“ დიდი სიჩქარით ვრცელდება და უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

05 აგვისტო 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.76%-ია

4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.85%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.67%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:50

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

05 აგვისტო 2021, 10:44

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 200 242 092 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 256 850 ადამიანი გარდაიცვალა.