საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსები. გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საკონკურსო კომისიის სხდომა.
კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლები, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, შემოსული 83 პროექტიდან გამოავლინა 22 გამარჯვებული, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 60 განაცხადიდან გამოავლინა 18 გამარჯვებული, ხოლო „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში 40 განაცხადიდან - 22 გამარჯვებული.
საკონკურსო კომისიის წევრები, გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ როგორც კანდიდატების მოტივაციას და დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ისე მათ ინფორმირებულობას თავად პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ. კომისიის წევრებმა, ასევე, შეაფასეს კანდიდატების მიერ კონკურსის ფარგლებში წინასწარ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები, პროგრამების აღწერილობა და შესაბამისი, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია.
დიასპორული პროგრამები მიზნად ისახავენ ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. პროგრამების გამარჯვებულები, მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება აღნიშნულ კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 11:01
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
31 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
31 აგვისტო 2026, 10:59
პოლიტიკა
სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს
სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.
31 აგვისტო 2026, 10:43
მსოფლიო
BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 10:32
რეგიონი
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
31 აგვისტო 2026, 10:24
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს
31 აგვისტო 2026, 10:21
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ
ირანის არმიამ გამთენიისას დრონებით შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-მინჰადის ავიაბაზას. ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 10:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! - თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე! აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ქართული ოცნებაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
31 აგვისტო 2026, 10:08
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარკის კუნძული ნანგრევებად აქციეს.
31 აგვისტო 2026, 10:06
საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:56
რეგიონი
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.
31 აგვისტო 2026, 09:50
მსოფლიო
მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს
ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.
31 აგვისტო 2026, 09:44
მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.
31 აგვისტო 2026, 09:38
მსოფლიო
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:32
სპორტი
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.
31 აგვისტო 2026, 09:28
რეგიონი
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.
31 აგვისტო 2026, 09:23
რეგიონი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
31 აგვისტო 2026, 09:19
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია, მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა
ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
31 აგვისტო 2026, 09:10
რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.


