Imedi /  07 აგვისტო 2021, 10:13 / სანდო წყარო

კახა კალაძე: მადლობა „თბილსერვისის“ ყველა თანამშრომელს, ვინც დედაქალაქს კეთილსინდისიერად ემსახურება

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ღამით მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა და საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის გაფიცვა სამწუხარო ფაქტია, რადგან მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობდა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ახლა გამოსულია და ქალაქს ასუფთავებს. იცით, თუ რა მდგომარეობა იყო, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა, კონკრეტულად მემანქანეებმა გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ნამდვილად არ იყო ის ვითარება, რომ ჩვენ არ გვქონოდა იმის შესაძლებლობა, ერთმანეთს დავლაპარაკებოდით, მოგვესმინა და გაგვეზიარებინა ერთმანეთის მოსაზრებები და ასე უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, იყო გაფიცვის მცდელობა. ადამიანების ნაწილზე, რომლებიც დაუბრუნდნენ სამუშაოს, მიმდინარეობდა ბულინგი, დაშინება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს თანამშრომლებს. ეს დასჯადია და ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა.

„რაც შეეხება ხელფასებს: გასულ წელს 20%-იანი მატება იყო, მიუხედავად რთული ვითარებისა და პანდემიისა. არავინ ამბობს, რომ ეს საკმარისია. ასევე, იყო დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებოდით. ეს ყველამ იცოდა. ტექნიკასთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ ძალიან დიდი ტყუილი, თითქოს, ცხრა წლის განმავლობაში არ მომხდარა ტექნიკის შეძენა. ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ ყველაფრის გადამოწმება. შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი ორი წლის წინანდელი პრეზენტაცია, როდესაც ახალი ტრანსპორტი შემოვიყვანეთ. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი და მეტია საჭირო, უკვე შესყიდვა განხორციელებული გვაქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თანამშრომლობისთვის. უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც იმ ტექნიკას შემოიყვანს, რომელიც საჭიროა დასუფთავების სამუშაოების ნორმალურად წარმართვისთვის. რაც შეეხება ფორმებს, ასევე ბევრი ტყუილი მოვისმინეთ, თითქოს, რვა წლის განმავლობაში სამუშაო ფორმა არ მიუღიათ ამ ადამიანებს. ყოველწლიურად ხდება ახალი ფორმების შეკერვა. ბოლო შესყიდვაზე იყო გარკვეული პრობლემები გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით. მოხდა უნიფორმების რებრენდინგი, რამდენჯერმე მოგვიწია ტენდერის თავიდან ჩატარება, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში ექნებათ ახალი ფორმები, როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის, ორი-სამი წყვილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ოპონენტებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მზად არიან, ქალაქს 24 საათის განმავლობაში ემსახურონ.

„ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: მარტო ჩვენ რომ მიგვიწიოს მუშაობა, ამ ადამიანებთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, თუმცა გარწმუნებთ, რომ მარტოს არ მოგვიწევს ამის გაკეთება, ძალიან ბევრნი ვართ, ვინც დადგება იქ, სადაც ჩვენს ქალაქს სჭირდება. პირადად მე, ჩემი თანამშრომლები, მზად ვართ, ამ ქალაქს ვემსახუროთ 24 საათის განმავლობაში. ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული და მწვანე. ეს არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენს გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოებით. თქვენ ვერ მოიტანთ ვერც ერთ ჩემს ნათქვამს, თითქოს, ვარ უკმაყოფილო „თბილსერვისის“ თანამშრომლებით. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორი, კონკრეტულად იმ პროვოკატორების მიერ, ვინც დღეს იქ აბუნტებდა ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები იღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან და მოადგილეებთან ერთად, ქალაქის ქუჩების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავებაში მონაწილეობაც მიიღო.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაოს 6 აგვისტოსვე დაუბრუნდა. შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმოს ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

გაფიცულები ხელფასის მომატებას, სამუშაო გრაფიკის პირობების გაუმჯობესებასა და უნიფორმებს ითხოვდნენ.

ყველა სიახლე

ჰენა ვირკუნენი

11 სექტემბერი 2026, 17:49

მსოფლიო

ევროკომისარი ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის ციფრული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ჰენა ვირკუნენი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს

მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში - საკუთარ სამშობლოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 სექტემბერი 2026, 17:43

საზოგადოება

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კრიოსფეროს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა და ამ მხრივ სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება.

11 სექტემბერი 2026, 17:25

ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართული

2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს. პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კაია კალასი

11 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ირგვლივ შექმნილი კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ გამოიწვია

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ირგვლივ შექმნილი კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ გამოიწვია.

11 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

ევროკომისიამ უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის 6,1 მილიარდი ევრო დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით 6,1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. თანხა უკრაინის მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალის, დრონებისა და ელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესაძენად იქნება გამოყენებული.

11 სექტემბერი 2026, 16:38

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

მომხსენებლის, მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში: 7111 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, გაიცა 28 ათასზე მეტი მითითება, შედგა 2584 გაფრთხილების ოქმი, 100-ზე მეტ შემთხვევაში მიღებული იქნა საქმიანობის შეჩერებისა და დაახლოებით 800-მდე შემთხვევაში გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, ასევე 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისი დარღვევის არარსებობის გამო.

ფრიდრიხ მერცი

11 სექტემბერი 2026, 15:51

მსოფლიო

Die Welt: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ოპოზიციურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

11 სექტემბერი 2026, 15:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს: „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი; „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილის ირონიულ გამოხმაურებას პასუხობს. საქმე ეხება დეპუტატის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ „BBC-მ ვერ მოატყუა საზოგადოება და გასაკვირია, რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას.“ მაჭავარიანი საზოგადოებას თამარ კინწურაშვილის ბიოგრაფიას ახსენებს და ამბობს, რომ მინიმუმ ამორალურია მისი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.

გჟეგოჟ ბრაუნი

11 სექტემბერი 2026, 15:18

მსოფლიო

პოლონელმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი დააზიანა

ევროპარლამენტარმა, პოლონეთის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში დამონტაჟებული „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი განგებ დააზიანა და ქვეყნის ხელისუფლებას მის სრულ დემონტაჟს სთხოვს.

11 სექტემბერი 2026, 15:03

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა.

ირაკლი ზარქუა

11 სექტემბერი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ

დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

11 სექტემბერი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.

დონალდ ტუსკი

11 სექტემბერი 2026, 14:46

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.

შიო მესამე

11 სექტემბერი 2026, 14:36

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

გიორგი სოსიაშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:29

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ

განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 14:26

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ

მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.

ლაშა აბაშიძე

11 სექტემბერი 2026, 14:23

ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური

„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.

რატი იონათამიშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.

არჩილ გორდულაძე

11 სექტემბერი 2026, 14:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას

არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.