„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ფოტო: ქართული ოცნება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კახა კალაძე ამჯერად, დედაქალაქის საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, ვარკეთილის დასახლებას ეწვია.
თბილისის მერობისა და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატები ვარკეთილის ზემო პლატო, მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და N25-N26 საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სკვერი დაათვალიერეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამავე მისამართზე, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაპროექტდა და მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, ველობილიკი, ატრაქციონები და ფიტნეს ზონა.
„პირობას გაძლევთ და ვპირდები თბილისს, რომ მომდევნო ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური, ვიშრომებთ კიდევ უფრო თავდაუზოგავად, გვაქვს ამბიცია, რომ ქალაქში განვახორციელოთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენთვის არ არსებობს გარკვეული უბნები, რომელთაც უფრო მეტი ყურადღება ექცევა - ყველას თანაბრად ვუნაწილებთ არსებულ ბიუჯეტს და ყველა რაიონთან და უბანთან მიმართებით, თანაბარი მიდგომა გვაქვს. ჩვენი საარჩევნო სლოგანია „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ამ სიტყვების უკან დგას ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და ხედვა, რომელსაც საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარვუდგენ. ამ ყველაფერს მხოლოდ მე ვერ გავაკეთებ, რადგან მნიშვნელოვანია, ძლიერი გუნდი საკრებულოში, პროფესიონალი ადამიანები მერიაში და რა თქმა უნდა, საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ და რევაზ სოხაძემ დღესვე, დაათვალიერეს ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში არსებული დასასვენებელი სივრცე. ასევე, გაეცნენ სუხიშვილისა და თაყაიშვილის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ დასასვენებელი სივრცის გარდა, ამავე ტერიტორიაზე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, შადრევანი და ატრაქციონები მოეწყობა.
კანდიდატები ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, N1-N2-N3 და N9 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ იმყოფებოდნენ, სადაც ასევე, დასასვენებელი სივრცე მოეწყო. გარდა ამისა, თბილისის მერობისა და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, N420 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცეც დაათვალიერეს, რომელიც მიმდინარე წელს მოეწყო. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ამავე ტერიტორიაზე განხორციელდება სპორტული მოედნის რეაბილიტაციაც.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გაკეთდა იმდენი რამ, რაც ქალაქში არასდროს გაკეთებულა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალით უნდა ვიმუშაოთ და ვარკეთილის დასახლებაში კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. ბედნიერი ვარ, რომ ვარ ამ გუნდის წევრი, მაქვს საშუალება, მათთან ერთად, ყველა მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა მივიღო და ჩემი წვლილიც შევიტანო. თქვენ, სამგორელებს უნდა გქონდეთ იმის ამბიცია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უბანში იცხოვროთ და ვარკეთილი თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო საცხოვრებელი უბანი გახდეს. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან პროექტებში თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრივ კი, მაქსიმალურად დავიხარჯებით იმისთვის, რომ გემსახუროთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 17:23
სამართალი
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრა ჰქონდა. რაზეც ბრალდების მხარემ დაკავებულებს კითხვით მიმართა, როდესაც თავად ცუდად გახდნენ რატომ არ მოიკითხეს ის ვისაც ნივთირება გადასცეს.
01 სექტემბერი 2026, 17:11
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება
„ეს პარტნიორებში აჩენს უფრო მეტ ნდობას, განსაკუთრებით საქართველოს დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მიმართ და გვაძლევს ძალიან დიდ გარანტიებს იმისთვის, რომ საქართველოში მოზიდული ტვირთნაკადები, რომლებიც ბოლო წლების, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, დარჩება საქართველოს სატრანზიტო დერეფანში და ანაკლიის პორტი მოემსახურება სწორედ ამ გაზრდილ ტვირთნაკადებს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების მეშვეობით“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
01 სექტემბერი 2026, 17:09
ეკონომიკა
Jan De Nul-ის პროექტის დირექტორი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას, ასევე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც დასაქმების ზრდას, ისე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას“ - აღნიშნა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა.
01 სექტემბერი 2026, 17:08
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: მიმდინარე წლის 7–8 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) გაიმართება
„ხაზგასმული იქნება ის მულტიმოდალური კონტექსტი, რომელიც საქართველოს გააჩნია და ზოგადად, საქართველოს როლი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში, საქართველოს ნავსადგურების, საქართველოს საზღვაო დროშის როლი. რა თქმა უნდა, ხაზს გავუსვამთ საქართველოს მეზღვაურების როლს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
01 სექტემბერი 2026, 16:59
სამართალი
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის - მუსტაფა ჩიფთჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის, საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:58
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირის ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა რომ ბიზნესოპერატორი სულგუნის წარმოებასა და რეალიზაციას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახდენდა.
01 სექტემბერი 2026, 16:48
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: 7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, სადაც ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება
7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.
01 სექტემბერი 2026, 16:38
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში, მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, ახალგაზრდული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ იმსჯელეს, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:31
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:15
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თურქ კოლეგასთან და დელეგაციის წევრებთან, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.
01 სექტემბერი 2026, 16:11
მსოფლიო
Reuters: რუსეთი 2026 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზს 17-წლიან მინიმუმამდე ამცირებს
რუსეთმა მიმდინარე წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზი 17-წლიან მინიმუმამდე შეამცირა, ასევე გადახედა 2026 და 2027 წლების საწვავის ექსპორტის პროგნოზებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:42
სამართალი
სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე: დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს
მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და მისი კიდევ უფრო გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განვსაზღვრეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
01 სექტემბერი 2026, 15:40
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია მომზადდა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.
01 სექტემბერი 2026, 15:39
სამართალი
სულხან თამაზაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ
გამოცდილების გაზიარების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერდანაშაულსა და ნარკოტრეფიკთან ბრძოლის, ასევე , საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
01 სექტემბერი 2026, 15:36
მსოფლიო
DW: ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 1 000 გადააჭარბა - სამძებრო ოპერაცია გრძელდება
ნეპალსა და ჩინეთს შორის, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში გასულ კვირას, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 1 000 გადააჭარბა. ინფორმაციას DW ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:28
სამართალი
სულხან თამაზაშვილი: თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს და ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოებასა და მოქალაქეების დაცვას უკავშირდება.
01 სექტემბერი 2026, 15:20
ტექნოლოგიები
ტიმ კუკმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა
ამერიკული კომპანიის, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ,სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
01 სექტემბერი 2026, 15:07
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის 11 ქვეყანა, საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტილების დროს ვეტოს პრინციპის გაუქმებას ითხოვს
ევროკავშირის 11 ქვეყანა მოითხოვს, დასრულდეს „ხელის შემშლელი“ ვეტოების გამოყენება, რომლებიც ბოლო წლებში ბლოკის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას აფერხებდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო
რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას, ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
01 სექტემბერი 2026, 14:51
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი, „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა.


