imedi /  06 სექტემბერი 2021, 11:40 / სანდო წყარო

საქართველოს რეგიონებში პროფესიული ტესტირების პირველი ეტაპი მიმდინარეობს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, სოფიო გორგოძესთან ერთად, რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ საგამოცდო ცენტრში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირებას გაეცნო, რომელიც 6 და 7 სექტემბერს რეგიონებში, ხოლო 13-14 სექტემბერს თბილისში ჩატარდება.

თამარ ქიტიაშვილმა ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ ტესტირების დაძლევის შემდეგ, სტუდენტები შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს თანამედროვე ინფრასტრუქტურულ გარემოში დაეუფლებიან, რაც მათ კარიერულ წარმატებაში დაეხმარება:

„რეფორმის ფარგლებში, წელს, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა შერჩევა მეტად მოქნილია. გარდა იმისა, რომ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ტესტირებისთვის 4 დღე განვსაზღვრეთ, პროგრამების უმეტესობისთვის გათვალისწინებული იყო შიდა შერჩევა. პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, კოლეჯებმა თავად გაუწიეს ორგანიზება სტუდენტთა შერჩევის ისეთ მრავალფეროვან მეთოდებს, როგორიცაა მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეციალური ტურები, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზი და ა.შ. რაც პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში წარიმართა“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

ტესტირებაში, რომელიც 6-7 სექტემბერს რეგიონებში, ხოლო 13-14 სექტემბერს თბილისში ორ ეტაპად ჩატარდება, 10 000-ზე მეტი აპლიკანტი მონაწილეობს. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ტესტირება ზოგად უნარებში, ბიოლოგიასა და ქიმიაში ტარდება. მაქსიმალური ქულისა და მინიმალური კომპეტენციის ზღვართან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა ტესტირებაში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი საკუთარ სარეგისტრაციო სისტემაშივე იქნება.

ტესტირებამდე ერთი დღით ადრე, დარეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სახლიდან გაუსვლელად გაცნობოდნენ პროგრამის მოხმარების თავისებურებებს და ტესტური დავალების ნიმუშებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, იმ აპლიკანტებზე, რომლებიც COVID-19-ის დადასტურების გამო ვერ მოახერხებენ ტესტირებაზე გამოცხადებას, სამინისტროს სპეციალური კომისია იმსჯელებს.

„ამ პირებმა 10-დან 25 სექტემბრის ჩათვლით დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge. განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ აპლიკანტი ტესტირების პერიოდში კოვიდ-დადებითი იყო. დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია მოამზადებს რეკომენდაციებს და შესაბამისი გადაწყვეტილებას მიიღებს.

წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული ტესტირებისთვის 58 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია წელს განაცხადი უპრეცედენტოდ ბევრმა, 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ყველა სიახლე

30 მაისი 2026, 21:46

რეგიონი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა.

30 მაისი 2026, 21:32

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალთან“ მატჩში პენალტი მოიპოვა

ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალთან“ მატჩში პენალტი მოიპოვა.

ზურაბ აბაშიძე

30 მაისი 2026, 18:50

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს

როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ სუს-ის მიერ განხორციელებულ დაკავების ფაქტების შეფასებისას.

30 მაისი 2026, 18:38

რეგიონი

ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა

ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა.

 ზურაბ აბაშიძე

30 მაისი 2026, 18:29

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი

„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 18:08

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, რათა ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა

ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ჩვენს საზოგადოებაში სწორედ სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, ასევე პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რათა მათი გათვლებით, ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით უნდა დალაპარაკებოდა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

ზაალ ანჯაფარიძე

30 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან „მთავარ ოპოზიციურ ძალად“. ხალხს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად

ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის 1ჯერ საქართველოს" დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება. სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

სოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის

„ჩვენი ქვეყანა ცამდე მართალია, არანაირი სამხილები არ გააჩნიათ, მაგრამ ერთი სული აქვთ თავიანთი ქვეყანა დააბეზღონ, როგორღაც დააინტერესონ ეს ძალები, რომ თურმე საქართველოში რაღაც ხდება. საკუთარი ქვეყანა ბიზნესპროექტად მიაჩნიათ, ეს არის ამათი უბედურება, რომ ბიზნესპროექტად გადააქციეს თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა“.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 17:55

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული

თავის დროზე, მათ ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.

დავით ჩიხელიძე

30 მაისი 2026, 17:43

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მაია ბითაძე

30 მაისი 2026, 17:40

პოლიტიკა

მაია ბითაძე რადიკალებზე: კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან

კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ რადიკალურ ოპოზიციაში გაჩენილ მწვავე დაპირისპირებაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

30 მაისი 2026, 17:38

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ჩართულობა ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდული სეგმენტის გაერთიანებაში მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო - არა თუ მისასალმებელია, არამედ მხარდასაჭერია, როგორც ხვალინდელი ერთიანი და სანიმუშო ქართველობის მომავლის ფუნდამენტის აღმშენებლობა

საქართველოს ჰყავს უგანათლებულესი და უნიჭიერესი ახალგაზრდობა, რომლებსაც ნაკლებად წარმოვაჩენთ ხოლმე. ძირითადად, თითქოს ვიღაცის ანგაჟირებული ნება გვალაპარაკებს მხოლოდ მის გენმოდიფიცირებულ ნაწილზე - რომელთა სამშობლოსაკენ და ქართველობის ფესვებისაკენ შემობრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციებს, რომელშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი.

30 მაისი 2026, 17:32

სპორტი

წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო

წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო. დედაქალაქის გუნდმა „ოლიმპიკის“ აუზზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „აპოლო“ 20-19 დაამარცხა.

დავით მათიკაშვილი

30 მაისი 2026, 17:31

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილიც, მელიაც და უსამშობლო რადიკალების მთელი ეს კასტა, სინამდვილეში, წარმოადგენს ერთ მთლიან ძალას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება

„ისინი ერთიანდებიან საქართველოს სიძულვილში, თუმცა ამბიციები ერთმანეთის მიმართ ალაპარაკებთ იმას, რასაც საზოგადოება ისმენს. სააკაშვილიც, მელიაც და მთელი ეს კასტა უსამშობლო რადიკალებისა, წარმოადგენენ სინამდვილეში ერთ მთლიან ძალას, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და საქართველოს პროგრესის, წარმატების შეფერხებას ემსახურება. დაე, ეძახონ ის უშვერი სიტყვები ერთმანეთს, რასაც ეძახიან. ამით კიდევ ერთხელ ჩამოიხსნიან ნიღაბს და უფრო უკეთ დაანახებენ საზოგადოებას თავიანთ სახეს“, - აცხადებს მათიკაშვილი.

30 მაისი 2026, 17:19

სამართალი

„ქრონიკა“ სუს-ის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძის საცხოვრებელთან იმყოფებოდა - ახლობლებმა რცხილაძის შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან დაადასტურეს, თუმცა სხვა მიზნებს ასახელებენ

„ქრონიკა“ სუს-ის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძის საცხოვრებელთან იმყოფებოდა. ახლობლებმა რცხილაძის შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან დაადასტურეს, თუმცა სხვა მიზნებს ასახელებენ.

მიჰაი პოპშოი

30 მაისი 2026, 16:56

მსოფლიო

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხაი პოპშოის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა ნატოში გაწევრიანებას არ ემხრობა.

პიტ ჰეგსეტი

30 მაისი 2026, 16:39

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ჩვენ უკრაინისგან უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების თვალსაზრისით ბევრი რამ ვისწავლეთ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების კუთხით ბევრი რამ ისწავლა უკრაინისგან.

პიტ ჰეგსეტი

30 მაისი 2026, 16:18

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი უკრაინაზე: ჩვენ ვიპოვით საშუალებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი დახმარება შეგვიძლია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ამერიკა ეძებს საშუალებას, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინის დახმარებას შეძლებს.

ნიკოლოზ მეტრეველი

30 მაისი 2026, 16:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია

მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების მოსმენა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

30 მაისი 2026, 16:10

სპორტი

20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრაში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს, 16:30 საათზე, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრას უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს ჩაატარებენ.