imedi /  18 სექტემბერი 2021, 12:04 / სანდო წყარო

ილია ელოშვილი: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1289 ოჯახისთვის საცხოვრებლები უკვე შენდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით, უკვე 8000 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართის მშენებლობა მიმდინარეობს, რითიც 1200-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„3100 ოჯახს აღუთქვა სახელმწიფომ ბინების მშენებლობა. ბევრმა მათგანმა დათმო საკუთარი სახლი, თანხა შეიტანა და ყველაზე რთულ პერიოდში, 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც უდიდესი სოციალური დარტყმები მიიღო ქვეყანამ, ამ ოჯახებმა დამატებითი დარტყმა მიიღეს. აქამდე ვერ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს სისტემურად მივუდექით. თბილისის მუნიციპალიტეტმა გამოყო ტერიტორიები, ჯამში 20 ჰა-ზე მეტი, შესთავაზა სამშენებლო-საინვესტიციო კომპანიებს. პროექტების დასრულების შემდეგ, ამ სახლების ნაწილი გადაეცემა ამ 3100 ოჯახს, სოციალური ქულის მიხედვით. პირველ რიგში, საცხოვრებელ ფართებს სოციალურად დაუცველები მიიღებენ, შემდეგ დანარჩენები“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

14 ივლისი 2026, 18:11

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის გადაყენებაზე უნგრეთის პარლამენტის მიღებულ კანონთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების დუმილზე: ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას

ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილს უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილი

14 ივლისი 2026, 17:59

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად

ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

14 ივლისი 2026, 17:56

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.

დავით მათიკაშვილი

14 ივლისი 2026, 17:55

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საქართველო დღევანდელი მოცემულობით არა თუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი ბევრი მიმართულებით უსწრებს

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოლდოვასა და უკრაინის ე.წ. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დემოკრატიულ აღმშენებლობას, ინსტიტუციების სიძლიერესა და მედიაპლურალიზმს არ ეფუძნება. წარმატებას ყველა ქვეყანას ვუსურვებ, მაგრამ რა მოცემულობაშიც დღეს უკრაინა და მოლდოვაა, ყველამ კარგად ვიცით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

14 ივლისი 2026, 17:46

კულტურა

შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა

წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, - ინფორმაციას სკულტურის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 17:43

მსოფლიო

ირანის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის საპორტო ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. ქიშის კუნძულზე მდებარე პორტში იერიშების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

14 ივლისი 2026, 17:42

საზოგადოება

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 17:38

პოლიტიკა

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ლევან ცუცქირიძეს პარტია „ახალის“ წევრი მაია კალანდია დაუპირისპირდა

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ბოლო შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდში პარტია „თავისუფლების მოედნის“ მიერ გამართულ შეხვედრას.

14 ივლისი 2026, 17:36

მსოფლიო

FT: ამერიკელ დიპლომატებს ადრე გლობალური გავლენა ჰქონდათ, ახლა კი პრეზიდენტის ტყვეობაში არიან

ივნისის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკული საელჩოების ნახევარზე მეტში, ელჩის თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია. FT წერს, რომ დიპლომატიურ მისიებში სამუშაო ძალა ტრამპის ადმინისტრაციამ 3000 ადამიანით შეამცირა. გამოცემის ანალიტიკურ სტატიაში წერია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში, სახელმწიფო დეპარტამენტი არამხოლოდ განზეა გაწეული, არამედ ალყაშია მოქცეული.

14 ივლისი 2026, 17:31

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ურბანული ტყის“ პროექტის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა - „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტი დასრულების ეტაპზეა

თბილისში „ურბანული ტყის“ პროექტი დასრულების ეტაპზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი, განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო სარწყავი სისტემა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

ბალაშ ორბანი

14 ივლისი 2026, 17:27

მსოფლიო

„ბნელი დღე უნგრეთის დემოკრატიისთვის“, „კონსტიტუციური კრიზისის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს“ - უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ

უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ. პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

ვატო შაქარიშვილი

14 ივლისი 2026, 17:27

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: იყო ძიება და კვლევა ჩემი პოლიტიკური განცხადებების შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, ე.წ. ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები და დაფინანსების წყაროები

დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული და დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მიყვანას რომელიც მოემსახურება უცხო ქვეყნების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

14 ივლისი 2026, 17:22

სამართალი

სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

14 ივლისი 2026, 17:18

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძე 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძის საქმე განიხილა. კვამლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

ჯაბა ხუბუა

14 ივლისი 2026, 17:14

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 ივლისი 2026, 17:07

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა ესკალაციას მიმართოს

„ის შეეცდება დაიპყროს სხვა ადგილი, სხვა ხალხი და კვლავ დახოცოს ადამიანები“, - განმარტა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა ომში უფრო მეტი ქვეყნის ჩათრევაც სცადოს.

14 ივლისი 2026, 16:24

საზოგადოება

წეროვანსა და გოროვანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში - წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 16:20

საზოგადოება

ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს.

14 ივლისი 2026, 16:19

ეკონომიკა

FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.

14 ივლისი 2026, 16:00

საზოგადოება

Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა

პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).