imedi /  19 ოქტომბერი 2021, 16:32 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე სხდომა გახსნა

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე ონლაინ სხდომა გახსნა, რომლის მიზანს უნივერსიტეტში დაგეგმილი სიახლეების განხილვა წარმოადგენდა.

საბჭოს სხდომას, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციების წევრები არიან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, TUM International-ის გუნდის წევრები ფრედერიკ ჰეტინგერი, ევა ქნირში და კატრინ რიხტერი, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი და პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი ესწრებოდნენ.
მიხეილ ჩხენკელმა ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიღწეული შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. 2021 წელს სტუდენტთა რაოდენობა 76%-ით გაიზარდა და უნივერსიტეტში ამჟამად 689 სტუდენტი სწავლობს.

მიხეილ ჩხენკელმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტთან ენდრიუ ჰამილტონთან გამართული შეხვედრის შესახებ, სადაც მხარეებმა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად და აკადემიური პროგრამების დასანერგად თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით ვიზიტები უკვე დაგეგმილია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში, სადაც შეხვედრები გაიმართება როგორც აკადემიური წრეების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახალი აკადემიური პროგრამების შესაქმნელად.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო მნიშვნელოვან მისიას შეასრულებს და უზრუნველყოფს უნივერსიტეტის განვითარებას მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.
საბჭოს წევრებს სიტყვით საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა, რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა მიმართეს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების გეგმები გააცნეს.

მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და TUM International-თან პარტნიორობით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემუშავდა პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა გამოცდილების ზრდას სტუდენტური პროექტების განხორციელებისა და სწავლის პერიოდში სტაჟირების გზით. ვინაიდან საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ინდუსტრიასთან წარმატებულ პარტნიორობაში და სტუდენტების მომზადებაში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, სხდომაზე სწორედ კერძო სექტორთან პარტნიორობის დაწყების საკითხები განიხილეს, რაც სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიაა, თავის გარშემო გააერთიანოს კერძო სექტორი, გააძლიეროს კავშირი ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის და ამ გზით შექმნას ძლიერი მეწარმეობა.

ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა: სიმენსი (Siemens), ჰილტი ჯგუფი (Hilti Group), დელოიტი (Deloitte DCE), პეპ-დიზაინი PEPDesign, ევროპის აერონავტიკის კომპანია – European Aeronautic Defence and Space Company (EADS Germany), გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 23:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ

ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კირცხალია

10 ივნისი 2026, 23:07

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის" ეთერში.

ირაკლი კირცხალია

10 ივნისი 2026, 23:06

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში

ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.

10 ივნისი 2026, 22:44

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და უწყების ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა.

გიორგი გამსახურდია

10 ივნისი 2026, 22:31

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ფსევდოოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან განსაკუთრებული დარტყმის ობიექტია ბიძინა ივანიშვილი - მთავარი ავტორიტეტი და იმ პოლიტიკის შემქმნელი, რამაც ქვეყანას 14-წლიანი სტაბილურობა მოუტანა და სუვერენიტეტი ყველაზე მაღალ ნიშნულზე აიყვანა

რა თქმა უნდა, ფსევდო-ოპოზიციის სამიზნეები არიან გუნდის ლიდერები, მაგრამ მათი და მათი პატრონების მხრიდან განსაკუთრებული სამიზნე და დარტყმის ობიექტია, ბიძინა ივანიშვილი, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ცოტნე ანანიძე

10 ივნისი 2026, 22:09

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ბიძინა ივანიშვილს ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და მათ შორის უდიდესია პოლიტიკური პარტიის დაფუძნება - რომ არა ეს პარტია, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი და 2022 წელს შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეთა შორის უდიდესი არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, აჭარის ტელევიზიის ეთერში.

10 ივნისი 2026, 21:57

მსოფლიო

CNN: აშშ-ში ინფლაციამ, ნავთობის გაძვირების გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 4%-ს

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს ახალი მონაცემების თანახმად, მაისში წლიურმა ინფლაციამ ბოლო სამი წლის მაქსიმუმს - 4.2%-ს მიაღწია, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აისახება ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები აშშ-ის ეკონომიკაზე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

10 ივნისი 2026, 21:39

რეგიონი

იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანი

10 ივნისი 2026, 21:34

მსოფლიო

ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

10 ივნისი 2026, 21:17

კულტურა

ორი დღე წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ შოუმდე - 12 ივნისს „დინამო არენაზე“ ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

12 ივნისს, „დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. კონცერტამდე ორი დღით ადრე კულტურის მინისტრი, „სთარინგ ჯორჯიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოებს გაეცნო.

10 ივნისი 2026, 20:51

საზოგადოება

უსაფრთხო და კომფორტული გარემო 44 ოჯახისთვის - დედაქალაქის მერმა დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა

ავარიული შენობიდან ახალ საცხოვრებელ კორპუსში - ყოფილ ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს სივრცეში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. გასაღებები მათ თბილისის მერმა პირადად გადასცა.

10 ივნისი 2026, 20:45

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა - მათ დანაშაული აღიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობა. აღიარება გრძელდება. დანაშაულის დადასტურების შედეგად, საპატიმრო ბრალდებულებმა დღესაც დატოვეს. 4 ოქტომბრის საქმეზე 64 დაკავებულიდან 22 თავისუფალია.

10 ივნისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება - სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაცია ბოლო 48 საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარდა.

ანტონიუ გუტერეში

10 ივნისი 2026, 20:40

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.

10 ივნისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ - რჩება თუ არა სააკაშვილის პარტია ოპოზიციურ გაერთიანებაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეასე დღეს დაშლილი ალიანსი და სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები - „ფედერალისტები“ „ნაციონალებს“ წაშლას ლოგოდანაც უპირებენ, „ნაციონალები“ კი გაგდებას არ აღიარებენ. ე.წ. ერთობის შიდა არეულობის ფონზე, მსჯავრდებული სააკაშვილი ციხიდან პარტიულ განახლებას ნანუკა ჟორჟოლიანით იწყებს. მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.

გივი მიქანაძე

10 ივნისი 2026, 20:33

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა

„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 20:27

პოლიტიკა

ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესი - პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. ალიანსს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტნიორობის სხვაგვარი აღქმა აქვს ოპოზიციას - ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების შინაარსი. როდესაც სხვა ქვეყნის ინტერესი ეროვნულზე უპირატესია, ეს ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას ნიშნავს, - ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის შეფასება.

10 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული როლი ქართულ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადების ინტერპრეტირების მცდელობას უპასუხა.

10 ივნისი 2026, 20:16

პოლიტიკა

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთთან კავშირის ეფექტს აფასებს და ურთიერთობის ახალ, ყოვლისმომცველ ეტაპს განმარტავს.

10 ივნისი 2026, 20:15

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.