თბილისის მერმა რეაბილიტირებული ვაკის პარკი დაათვალიერა
ფოტო: Facebook/ვიდეოკადრი
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. პარკით სარგებლობა უკვე შეუძლია მოსახლეობას. გაწეული სამუშაოების შედეგს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კახა კალაძის თქმით, უკვე დაიწყო პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„მიხარია, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დავასრულეთ. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო პროექტის მომზადებაში - დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. დაახლოებით, 34 ჰექტრის ათვისება მოხდა. აქედან 19 ჰექტარი მთლიანად რეაბილიტირებულია. ამ სივრცეში მოეწყო სხვადასხვა ზონა, საპიკნიკე ზონები, შეკრების ადგილები, ატრაქციონები, შშმ პირთათვის ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, სავარჯიშო და სარბენი 2კმ-ზე მეტი სიგრძის ბილიკი, თუმცა ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას და არსებული კასკადის მოწესრიგებას. ასევე, ფერდებზეც ვაპირებთ ბილიკების პროექტის განხორციელებას. უდიდესი სივრცეა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხალხი, რომელიც სარგებლობს ამ პარკით, ძალიან კმაყოფილია. დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. ამ პროექტის ფარგლებში, ასევე, მთლიანად მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათება და სარწყავი სისტემები. ამჟამად მიმდინარეობს ბალახის დათესვის სამუშაოები და გაზაფხულ-ზაფხულში აქაურობა ულამაზესი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ვაკის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევებისა და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო. ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე განხორციელდა.
ფართომასშტაბიანი სამუშაოების ფარგლებში, უკვე განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები, ცხოველების სასეირნო მოედანი, სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინების და ელექტროობის სისტემები; ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე სრულად განახლდა მცენარეული საფარი - დაირგო სხვადასხვა სახეობის 12 088 ძირი ბუჩქი და 1342 ძირი ხე; სანიტარიული ჭრის ფარგლებში დაავადებული და ხმობადი ხეები მოიჭრა. გარდა ამისა, დამატებით 7 435 ძირი მწვანე ნარგავის დარგვა და 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახის ჰიდრო თესვის პრინციპით დათესვა იგეგმება.
რაც შეეხება კასკადისა და შადრევნის სრულ რეაბილიტაციას, კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც. კერძოდ, დამონტაჟდება სრულიად თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია და წყლის ამოფრქვევას ნებისმიერი ფორმით უზრუნველყოფს.
კასკადის პროექტირებისას სამუშაო შეხვედრა გაიმართა კასკადის ავტორების შვილებთან და ოჯახის წევრებთან, ხოლო ერთი საჯარო შეხვედრა - ვაკის პარკში მოსახლეობასთან.
მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 20:44
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები
სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება
ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და I, VII და X კლასებში შემოგვაქვს ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები
„სასკოლო მიმართულებით ჩვენი უმთავრესი მიმართულება არის სახელმძღვანელოების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და შემოგვაქვს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით, ასევე რიგ სხვა კლასებშიც გარკვეული სახელმძღვანელოები, რომელიც სრულიად ახალია და ერთი სტანდარტის სახელმძღვანელო იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში“ - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 19:05
სამართალი
პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი
ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
12 სექტემბერი 2026, 18:47
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
12 სექტემბერი 2026, 17:24
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე
ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 17:23
პოლიტიკა
ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს
„ახლახან იაგო ხვიჩიას ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს, გვარამიას ოფისში 400 კილოგრამი ფული შეიტანესო. ნუ, გუშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი: უბრალოდ, დავრბოდი და ვყვიროდი: მერაბი ვარ, კოსტავა-თქო. დღეს მთლად 400 კილოთი დავმძიმდი“.
12 სექტემბერი 2026, 17:19
სამართალი
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
12 სექტემბერი 2026, 17:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
12 სექტემბერი 2026, 16:50
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს
12 სექტემბერი 2026, 16:47
მსოფლიო
ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 16:28
მსოფლიო
პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
12 სექტემბერი 2026, 16:12
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
12 სექტემბერი 2026, 15:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.
12 სექტემბერი 2026, 15:38
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.
12 სექტემბერი 2026, 14:58
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება
ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 14:56
საზოგადოება
ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა
ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.
12 სექტემბერი 2026, 14:55
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.
12 სექტემბერი 2026, 14:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საამაყოა, რომ რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციას, იძლევა მაღალი სტანდარტისა და ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემის, არამედ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
გვქონდა შესაძლებლობა მიგველოცა 300-ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის 4 ფაკულტეტის დამთავრება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.


