www.imedi.ge /  09 ნოემბერი 2021, 15:14 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრი ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გაეცნო

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში განიხილეს. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს.

„მე გავეცანი ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშს, რომელიც თქვენ მოამზადეთ. ნამდვილად საინტერესოა თქვენი ანგარიში, ამიტომ დავიწყოთ მუშაობა. მე მინდა აღნიშნული საკითხი გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე. დავიწყოთ დიალოგი ამ დარგის წარმომადგენლებთან, ძირითად მოთამაშეებთან. ასევე, ვაპირებ, რომ ლ ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ საკითხის დარეგულირების მიზნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წამლების ფასი მოსახლეობას ძალიან აწუხებს და საზოგადოებაში არსებობს კითხვები, ამიტომ საჭიროა ამ საკითხის შესწავლა და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნით დაიწყება აქტიური შეხვედრები და მჭიდრო დიალოგი სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს უპასუხოდ.

როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც გულისხმობს ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაძლებლობას და მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე მეტ ხელმისაწვდომობას.

„ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ის ძირითადი მიგნებები და ჩვენი შუალედური ანგარიში მოიცავს 2016-2020 წლის პერიოდის ანგარიშს და შესაბამისად, ჩვენ მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზეა წარმოდგენილი რეკომენდაციების ის პაკეტი, რომელიც ორი მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი, ეს გულისხმობს ბაზარზე არსებული მაღალი კონცენტრაციისა და არსებული ჰოლდინგური სტრუქტურის ზეგავლენის შეფასებას და მათ განეიტრალებას, იმისათვის, რომ მეტი კონკურენცია იყოს მომხმარებლისთვის და მეტი ინფორმირებული არჩევანი ჰქონდეს მომხმარებელს იმისთვის, რომ საუკეთესო არჩევანის პირობებში მეტი დაზოგოს, როდესაც მედიკამენტებში საკმაოდ მაღალი დანახარჯების გაღება უხდება.

მეორე მიმართულება ჩვენი რეკომენდაციებისა, ეს არის სისტემური საკითხები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში, ჩვენი შეფასებით, სარეცეპტო პოლიტიკის ცვლილებას, მის ელექტრონიზაციას და მეტი არჩევანი გაკეთებას სარეცეპტო პოლიტიკის ფარგლებში, რადგანაც, მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და მეტი არჩევანი ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის შეძენაც მათ უწევთ. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, აღნიშნული შუალედური დასკვნა გავაცნოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და წარმოვადგინოთ ის რეკომენდაციის პაკეტი, რაც საბოლოო ჯამში, მიგვაჩნია, რომ მეტად კონკურენტულ უნარიანს გახდის აღნიშნულ ბაზარს, რაც შესაბამისად, გარკვეულ პერიოდში უნდა აისახოს მედიკამენტების ფასებზე. აქ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმირებული არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 18:34

მსოფლიო

ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია

ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

31 აგვისტო 2026, 17:45

პოლიტიკა

Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს

გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთღვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტიში.

31 აგვისტო 2026, 17:26

ეკონომიკა

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.

31 აგვისტო 2026, 17:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.

31 აგვისტო 2026, 17:21

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.

31 აგვისტო 2026, 17:12

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

ირაკლი კობახიძე

31 აგვისტო 2026, 17:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტო 2026, 17:02

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

31 აგვისტო 2026, 16:59

სამართალი

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.

პენიტენციურის ლოგო

31 აგვისტო 2026, 16:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა

„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.

31 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

დავით ქართველიშვილი

31 აგვისტო 2026, 16:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 15:47

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი

31 აგვისტო 2026, 15:40

მსოფლიო

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 15:20

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

31 აგვისტო 2026, 15:17

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სოსო შატბერაშვილი

31 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.