მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გახსნა
ფოტო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი საერთო მიზანია, რომ საზოგადოებამ მაქსიმალურად გამოიყენოს პროფესიული განათლების შესაძლებლობები და უპირატესობები, ჰქონდეს სრული ინფორმაცია პროფესიული განათლების სივრცეში შეთავაზებული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების, კვალიფიციური მასწავლებლების, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურისა და, რაც მთავარია, დასაქმების სწრაფი შესაძლებლობების შესახებ. ამ მიმართულებით კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებს. ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს მთავრობას და ამერიკელ ხალხს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის. როგორც მოგეხსენებათ, 2014-2019 წლებში აშშ-სა და საქართველოს მთავრობების სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად განხორციელდა მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, რომელიც ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში გახლავთ დაფინანსებული. დღეს ამ პროექტების შედეგებს ვიღებთ. მიღწევები არის შთამბეჭდავი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციაა, რომელმაც ხელი შეუწყო ადამიანური კაპიტალის განვითარებას და საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური STEM განათლების გაძლიერებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წლიდან საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო და საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება. მართვის აღნიშნული მოდელი უაღრესად დადებითად შეფასდა მრავალი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განათლების ახალ სტრატეგიაზე. სტრატეგიის სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია დაინტერესებულ მხარეებთან ფართო კონსულტაციის საფუძველზე, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს. ასევე, გაგრძელდება ხელმისაწვდომობის ზრდა და ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები ხუთ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: პროფესიული განათლების სტუდენტი გახდა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი მარიამ გვეტაძე, რომელიც დღეისთვის პირველი ქალია, ვინც ლოკომოტივის მართვის პროფესიას ეუფლება; 2021 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი კოლეჯ „მერმისის“ პედაგოგმა, ივანე ჩუტკერაშვილმა მოიპოვა; 2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, პროგრამით – გემბანის რიგითი მეზღვაური, ხოლო 2021 წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა დისტრიბუტორთა ასოციაცია, პროგრამით – დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში. წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. „გუდვილი“ დასახელდა.
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და ღონისძიების მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ბოლო ორი წელია კონკურსზე სპეციალურ პრიზს აწესებს ისრაელის საელჩო საქართველოში. კონკურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ათასწლეულის ფონდის, ამერიკისა და ისრაელის საელჩოების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სფეროსა და ინდუსტრიის წარმომადგენლები.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
31 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
31 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 13:59
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს
ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.
31 აგვისტო 2026, 13:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:34
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.
31 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
31 აგვისტო 2026, 13:24
მსოფლიო
Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:05
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
31 აგვისტო 2026, 13:03
საზოგადოება
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


