imedi /  23 ნოემბერი 2021, 23:48 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: მედიკამენტების ფასებს აუცილებლად დავარეგულირებთ ევროპული ქვეყნების მსგავსად, მედიკამენტებზე ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება არ შეიძლება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მედიკამენტების ფასებს აუცილებლად დავარეგულირებთ ევროპული ქვეყნების მსგავსად, მედიკამენტებზე ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება არ შეიძლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა დეკემბერში პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს და პარლამენტთან, მჭიდროდ თანამშრომლობით დეკემბერ-იანვარში ახალ კანონს მიიღებს.

„მედიკამენტების ფასებზე რაც ხდება, სიღარიბე, გაჭირვება, სოციალური დახმარებები, ონლაინ კაზინოები, ნარკოტიკები, ნარკომანია, მათ შორის ეს მედიკამენტები და ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების არარსებობა, მთლიანობაში ამძაფრებს და მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს, კიდევ უფრო უმძიმებს მდგომარეობას ჩვენს მოსახლეობას. მედიკამენტების ბაზარს რაც შეეხება, მე ამის თაობაზე მოვისმინე კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიში და უკვე მივეცი მსვლელობა. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება პარლამენტთანაც და მინდა, რომ ეს კანონი გავიტანოთ. წლის ბოლომდე თუ არა, იანვარში მაინც მინდა, რომ მოვასწროთ ბაზრის რეგულირება ისე, როგორც გაკეთდა ევროპაში. მე რა თქმა უნდა, ახლის გაკეთებას არ ვგულისხმობ, არ ვცდილობ რაღაც ახალი მოვიგონო, უნდა გაკეთდეს ისე, როგორც გაკეთდა ევროკავშირის წამყვან
ქვეყნებში. მაგალითისთვის, რომ განვმარტოთ მოსახლეობისთვის: არსებობს კომპანიები, რომელსაც აქვს საწარმო, აწარმოებს მედიკამენტებს, ხარისხზე არ ვილაპარაკოთ ერთის მხრივ ამ ეტაპზე, ამას ლაბორატორიული დასკვნები სჭირდება და მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური. კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვევო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი და
ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს. ჩვენ ვზრდით ხელფასებს თუ პენსიებს, მედიკამენტების ფასები ყოველწლიურად პროპორციულად იზრდება და რეალურად, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო ნაკლები მიაქვთ სახლში, ნაკლები ფული რჩებათ დასახარჯი. ეს რა თქმა უნდა, საჭიროებს გონივრულად და სწორად ჩარევას, მე ჩარევას არ ვგულისხმობ, რომ იქ ხელოვნურად ჩავერიოთ და ტარიფები დავაწესოთ, მაგრამ ისე, როგორც გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს უნდა დარეგულირდეს, არ შეიძლება მედიკამენტების ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება იქნება თუ ზოგადად ასეთი ქაოტური მდგომარეობა. რაც მედიკამენტების, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობს, ეს უნდა დარეგულირდეს უახლოეს ერთ-ორ თვეში. დეკემბერში პარლამენტში უკვე კანონპროექტს შევიტანთ, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ალბათ დეკემბერ-იანვარში კანონს მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 04:20

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ ამაღამ ვუტევთ და ვანადგურებთ მათ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან არის დაკავშირებული - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მთლიანად გავაკონტროლებთ მას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, აშშ ჰორმუზის სრუტეს გააკონტროლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანთან ომი „ძალიან სწრაფად“ მიიწევს წინ, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების მის მიერ ნავარაუდევმა ვადებმა უკვე გადაიწია.

14 ივლისი 2026, 03:44

მსოფლიო

CNN: ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის (IRIB) ცნობით, ორშაბათს ირანმა ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 03:37

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით ირანთან კონფლიქტში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს „იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით“ ირანთან კონფლიქტში და ამასთანავე, რეგიონში მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა დაასახელა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 ივლისი 2026, 01:59

მსოფლიო

POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება

უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.

14 ივლისი 2026, 01:48

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 01:28

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.

14 ივლისი 2026, 00:15

მსოფლიო

ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს

სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 00:04

მსოფლიო

CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.

იულია სვირიდენკო

13 ივლისი 2026, 23:53

მსოფლიო

იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა

უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

13 ივლისი 2026, 22:46

მსოფლიო

The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 22:37

მსოფლიო

Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა

უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 22:18

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.

13 ივლისი 2026, 21:38

საზოგადოება

უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.

ვლადიმირ პუტინი

13 ივლისი 2026, 21:36

მსოფლიო

The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

13 ივლისი 2026, 21:25

რეგიონი

სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.

13 ივლისი 2026, 21:23

მსოფლიო

მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია

ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.

კაია კალასი

13 ივლისი 2026, 21:16

მსოფლიო

კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება

მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

13 ივლისი 2026, 21:16

სამართალი

პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.

13 ივლისი 2026, 21:07

ეკონომიკა

13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.

დონალდ ტრამპი

13 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.