გოგა ხაინდრავა: მიხეილ სააკაშვილი თვითაღიარების დიდოსტატია, დღეს განაჩენი გამოუტანა თავის თავს
გოგა ხაინდრავა
ფოტო: არქივი
მიხეილ სააკაშვილი თვითაღიარების დიდოსტატია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის თავის დანაშაულებზე პირდაპირ ლაპარაკობს. ვფიქრობ დღეს განაჩენი გამოუტანა თავის თავს, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საკმარისია გააანალიზო ის, რაც სააკაშვილმა სასამართლოზე ისაუბრა და მიხვდები, რომ სასამართლოს გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, რადგან ყველაფერი ითქვა.
„ყველაფერი დადასტურდა ის, რაც წლების განმავლობაში ქართული საზოგადოებისა და მსოფლიოსთვის ნათელი იყო, გარდა იმ ცალკეული „მოღვაწეებისა“, ვინც თავგამოდებით იცავს ამ სისხლიან რეჟიმს და მის ლიდერს, როგორც საქართველოში, სამწუხაროდ, მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებიც არიან. ვფიქრობ, დღეს ყველაფერი გაირკვა. როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი, პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ტელევიზორში ვუყურებდიო, როგორ სასტიკად უსწორდებოდა საკუთარ მოსახლეობას გაშმაგებული, გონებადაბნელებული ბრბო, რომელსაც მაშინ მერაბიშვილის პოლიცია ერქვა. როდესაც მან დაინახა ჯარი რუსთაველზე, თბილისის ცენტრში და ამ ჯარის გენერალური შტაბის უფროსი, გოგავა და გააგრძელა ტელევიზორში ამის ყურება, ეს უკვე თანამონაწილეობასა და ამ დანაშაულს ადასტურებს. მან დაადასტურა 7 ნოემბერს მისი და მთელი მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული. მეორე, რაც ძალიან საინტერესო იყო, მან დაადასტურა, რომ ლუკაშენკოს მეშვეობით და პუტინის დავალებით ებრძოდა და დევნიდა ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც მაშინ რუსეთშიც იყო დევნილი და იძულებული იყო, რომ საზღვარგარეთ ეცხოვრა. დღეს მან დაადასტურა ეს, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, სხვებს აბრალებს ამას, მაგრამ როგორც წესი, ლაპარაკობს საკუთარ დანაშაულზე. მესამე, მან დაადასტურა თავისი როლი საქართველოს ოკუპაციაში. თქვა, მე რომ დავრჩი თბილისში, რუსული ჯარი თბილისში იმიტომ აღარ შემოვიდაო. ეს სამივე დასტური მისი პირიდან საკმარისია იმისთვის, რომ ბრალდება, რომელიც პროკურატურის მიერ იყო წარდგენილი, დადასტურებული იყოს სასამართლოს მიერ. ვფიქრობ, დანარჩენი პროცედურული ნაწილი იქნება, თორემ ყველაფერი, რაც ქართულ საზოგადოებას აინტერესებდა, დადასტურებულია“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 16:39
რეგიონი
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ინდოეთის საერთაშორისო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Gokulam Movies-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ინდოეთის საერთაშორისო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „გოკულამ მუვიზ“-ის (Gokulam Movies) წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 16:37
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მედიასთან გამოეხმაურა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. მის თანახმად, უნგრეთმა ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის წვდომაზე აკრძალვით დაარღვია ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესი. ხუნდაძის აზრით, აღნიშნული ამტკიცებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია.
22 აპრილი 2026, 16:37
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ზე: ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით
ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით, - განაცხადა ეუთო-სთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
22 აპრილი 2026, 16:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს
მადლობელი ვარ, რომ გარკვეულწილად ხდება პოზიტიური შეფასება იმ საკითხების, რაზეც მე ვმუშაობ და საქართველოს მთავრობის ფარგლებში რა როლიც მაქვს დაკისრებული. მეორეს მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოსაჩენად. ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე წარდგენა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ის საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს.
22 აპრილი 2026, 16:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე: თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
22 აპრილი 2026, 16:33
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს მომავალი წლისთვის საქართველოს თავმჯდომარეობა შევთავაზეთ. მომავალი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას
საქართველომ ეს განაცხადი უკვე გააკეთა, ჩვენ ეუთო-ს შევთავაზეთ საქართველოს თავმჯდომარეობა მომავალი წლისთვის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
22 აპრილი 2026, 16:28
მსოფლიო
Bloomberg: ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს.
22 აპრილი 2026, 16:16
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვაზე დაწესებული შეზღუდვა ამოიღო
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებამდე სიიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვის აკრძალვის პუნქტი ამოიღო.
22 აპრილი 2026, 15:58
მსოფლიო
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 15:44
საზოგადოება
გლდანის რაიონში თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს - გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.
22 აპრილი 2026, 15:31
საზოგადოება
დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100-მდე ლიფტი განახლდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 აპრილი 2026, 15:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერეს. ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. (მის: გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმინობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 15:24
მსოფლიო
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაამტკიცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 15:24
პოლიტიკა
შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯება
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
22 აპრილი 2026, 15:15
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა.
22 აპრილი 2026, 14:56
მსოფლიო
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება დაიწყო. ნავთობის მიწოდების აღდგენა ხვალისთვის იგეგმება
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, დენისა საკოვას ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება უკვე დაწყებულია, ხოლო მიწოდება ხვალ აღდგება.
22 აპრილი 2026, 14:51
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვთქვათ, რომ წამალი არის უსაფრთხო
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ვთქვათ, რომ წამალი არის რეალურად უსაფრთხო და სარგებლიანი, - განუცხადა „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
22 აპრილი 2026, 14:44
პოლიტიკა
ვოლსკი: ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია
ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, არ სჭირდება საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს ბრიუსელისგან იმის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოს ლგბტ საკითხთან მიმართებით.
22 აპრილი 2026, 14:43
თავდაცვა
საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს ქართველი კოლეგა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 14:42
რეგიონი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ახალციხეში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებთან და მაგისტრანტობის კანდიდატებთან შეხვედრა ამჯერად ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.


