22 დეკემბერი 2021, 09:59 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება გახსნა

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება გახსნა, რომელიც სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში დაფუძნდა.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი გუნდი ყოველთვის დიდ ნაბიჯებს დგამდა პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღევანდელი დღე გამორჩეულად წინგადადგმული ნაბიჯია განვითარებისკენ, ვინაიდან სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება უნარებისადმი, გვაქვს ახალი სტრატეგია, ახალი მიზნებითა და გამოწვევებით და სისტემის მართვის ჭეშმარიტად ინოვაციური მოდელი. ბევრი ქვეყნისთვის ამგვარი თამამი ნაბიჯების გადადგმა დიდი გამოწვევაა. ჩვენმა გუნდმა გაატარა კერძო სექტორთან თანასწორი პარტნიორობის პოლიტიკა. უფრო მეტიც, ამ პარტნიორობის ქმედითი სისტემა შექმნა. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებას, განათლების სხვა დარგებთან შედარებით, ეკონომიკური ბუნება აქვს. შესაბამისად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა და უნარების პოლიტიკის შექმნისა და დანერგვის პროცესში პასუხისმგებლობის გაზიარება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. უნარების ეკოსისტემის მართვის ამგვარი მოწყობა გაზრდის არა მხოლოდ ჩვენი მომავალი პროფესიონალების მომზადების ხარისხს, არამედ ბევრად უფრო მჭიდროდ დააკავშირებს განათლებას ეკონომიკის დღეს არსებულ და მოსალოდნელ მოთხოვნებთან. რა თქმა უნდა, რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანია კოლეჯების, სასწავლო საწარმოებისა და უნარების სხვა მიმწოდებელთა როლი. უნარების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მათი გაძლიერება და ხელშეწყობა იქნება, ვინაიდან მხოლოდ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლებლები შეძლებენ იმ ამბიციური მიზნების მიღწევას, რაც ყველამ ერთად დავსახეთ. მსურს, ყველას მოგილოცოთ Erasmus+ პროგრამის პროფესიული განათლების კომპონენტის გახსნა და მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის მიმართ ამ შესაძლებლობისთვის. რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სისტემის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროფესიული განათლების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას შეუწყობს ხელს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს პოლიტიკა და მომდევნო წლიდან დაგეგმილი პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივასთან, რომელიც სოციალური კეთილდღეობის სისტემის რეფორმის განხორციელებას გულისხმობს“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს კერძო სექტორიდან – სავაჭრო სამრეწველო პალატას და ყველა ბიზნეს გაერთიანებას თანამშრომლობისთვის, უნარების სააგენტოს დაფუძნებაში შეტანილი წვლილისა და სააგენტოს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის.

მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს უნარების სააგენტოს დაფუძნებაში შეტანილი წვლილისათვის, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამასა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისს, რომელთაც 2018 წლიდან დაიწყეს მოწყობის ახალი მოდელის კვლევა და დამუშავება ჩართულ მხარეებთან ერთად და დღემდე აქტიურად უჭერენ მხარს აღნიშნულ პროცესს.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე გამოყო აზიის განვითარების ბანკის წვლილი, რომლის მხარდაჭერით უნარების სააგენტოს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტებით. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნა თანამშრომლობა გერმანიის მთავრობასთან და გერმანიის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, რომელმაც სააგენტოს დაფუძნებამდე დაიწყო მისი მხარდაჭერა კვალიფიკაციების განვითარების, დუალური პროფესიული განათლების დანერგვისა და სხვა მიმართულებებით.

მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოში პროფესიული განათლების დიდ გულშემატკივარს, ამერიკის მთავრობასა და აშშ-ს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (USAID) მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

პროფესიული უნარების სააგენტოს როლი და ფუნქცია იქნება საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ბაზართან დაახლოებასა და ეფექტიან კოორდინაციას. სააგენტოს შექმნას წინ უსწრებდა კვლევები და ხანგრძლივი კონსულტაციები საქართველოში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებთან. სწორედ საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი ინიციატივისა და ინოვაციურობის გამო, პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა.

ყველა სიახლე

ესმაელ ბაღაი

10 ივნისი 2026, 13:46

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევამ დიპლომატია დააზიანა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ესმაელ ბაღაის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევამ დიპლომატიას ზიანი მიაყენა.

10 ივნისი 2026, 13:42

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

10 ივნისი 2026, 13:41

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ავტომაგისტრალების ფასიანად გადაქცევა არ განიხილება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაძლო ფასიან გზად გადაკეთებასთან დაკავშირებით.

რობერტა მეცოლა

10 ივნისი 2026, 13:21

მსოფლიო

რობერტა მეცოლა: აშშ-თან სავაჭრო უთანხმოებების ფონზე ევროკავშირმა ისწავლა, რომ „დუმილი ზოგჯერ ოქროა“

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო დაპირისპირებების პირობებში ემოციური რეაგირების ნაცვლად სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის მნიშვნელობა გაიაზრა. ინფორმაცია The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

10 ივნისი 2026, 13:11

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურა პროკურორის ან გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსს აცხადებს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსს საპროკურორო უფლებამოსილების განმახორციელებელ და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად.

10 ივნისი 2026, 13:04

საზოგადოება

ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა - „ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა“

ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. ისინი დღეიდან კაპანაძის ქუჩის N4-ში განაგრძობენ ცხოვრებას. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 12:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ითხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?!

ევროკავშირი იხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს და თავი მოიკალით თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში? ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან,

10 ივნისი 2026, 12:45

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო, შენგელია კი მატჩის MVP გახდა

ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა. მან მოედანზე სულ რაღაც 17 წუთი და 55 წამი გაატარა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ ამ დროში 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მართალია, ბრისუელამ და იეგომ მასზე მეტი ქულა დააგროვეს, თუმცა შენგელიამ მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით ყველას გადაასწრო, ხოლო როცა მისი ლიდერობით კატალონიელთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა, მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი დაასვენა.

10 ივნისი 2026, 12:35

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის ბაზებზე განხორციელებული იერიშების დროს სამიზნეების 70% დააზიანეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების სამიზნეების დაახლოებით 70% დაზიანდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

10 ივნისი 2026, 12:25

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია, - განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 12:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შემდეგი ცვლილება პლენარული სხდომის სხვა დღეს ჩანიშვნას შეეხება და შესაბამისი ნორმა შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა ან პარლამენტის ბიურომ შეიძლება შეცვალოს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი“.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივნისი 2026, 11:57

პოლიტიკა

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ., არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა

იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

10 ივნისი 2026, 11:56

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ბრიუსელს ბლოკში ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით სთავაზობს

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, ბლოკმა ახალი წევრები მიიღოს ისე, რომ მათ დროებით გარკვეული უფლებები შეზღუდული ჰქონდეთ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს მოსახლეობის მხარდაჭერაში რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაზე მგონი არავინ დავობს

ისე წარმოაჩენენ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია „ქართულ ოცნებაში“ და ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არჩევნებში და მოსახლეობის მხარდაჭერაში 2012 წლიდან მოყოლებული, რომ აქვს გადამწყვეტი როლი ამაზე მგონი არავის არ დავობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ განცხადებაზე: არავინ უზღუდავს ბიზნესმენს პოლიტიკურ განცხადებას თუ აზრის გამოთქმას

„როდესაც ცდილობენ გარე დაფინანსებითა და წაქეზებით საქართველოში შუღლის დანერგვას, საზოგადოების გახლეჩვას, ფაშისტური იდეოლოგიის შემოტანას საქართველოში, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს, (იურიდიული პირები) როგორც საწარმოს, მომხმარებლების მიმართ ჰქონდეს თანაბარი მოპყრობა, თანაბარი განწყობა, მისი პოლიტიკური განწყობის გამო არ შეუქმნას მტრული გარემო მოქალაქეებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

10 ივნისი 2026, 11:47

კულტურა

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუ საზოგადოება შეადარებს წინა ხელისუფლებას, ნახავს, რომ დრამატულად შემცირებულია საჩივრების რაოდენობა, რომელიც იგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

საქართველო ამ მხრივ არის სანიმუშო. შედარება შეგიძლიათ ნებისმიერი სახის მოიყვანოთ და ყველა შედარებაში საქართველო კარგ შედეგებს აჩვენებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვის პასუხად, თუ როგორ ასრულებს საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი

„რაც შეეხება ადმინისტრაციულ მიმართულებას, თუ იგულისხმება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, პრობლემა პოლიტიკურ მოტივაციაშია, რომელიც აქვთ ადამიანებს დანაშაულის ჩადენისას. ამას თავისი მიზეზები აქვს, ვინაიდან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები არის წახალისებული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი გარედან. სანამ ეს დაფინანსება და წახალისება არსებობს, ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები და გადაცდომებიც მოხდება. მთავარი გამოწვევა არის, რომ ბრიუსელი და სხვა დედაქალაქები, რომლებიც საქართველოში აქეზებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დარღვევებს, შეწყვიტონ საქართველოს სამართლებრივი სისტემის მართლწესრიგის მოქმედება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წახალისება. არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკურ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ახლა ვინმე, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ამ პლანეტის ნებისმიერ წერტილში რუსეთისა და ირანის გავლენა შეისწავლოს. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად

ეს არის ჯო უილსონის აკვიატება. ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება ცუდი მისთვის. ამ აკვიატებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საინფორმაციო ხმაური შექმნას თორემ უკაცრავად, მაგრამ აშშ ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს?! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპიაშვილი ჯო უილსონის ინიციატივით მიღებულ კანონოროექტს, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებას ირანის და რუსეთის სადაზვერვო ქსელების მოქმედების შესწავლას ავალდებულებს.