www.imedi.ge /  06 იანვარი 2022, 23:59 / სანდო წყარო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

ილია მეორე

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა.

„დგება დღე შეუდარებელი, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არა მარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც.

ის, რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად, ბეთლემის ერთ მიტოვებულ, პირუტყვის თავშესაფრად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრის ცივ ღამეს აღესრულა, ენით უთქმელი სასწაულია, - იშვა ემანუელი!

მანამდე ღმერთი კაცობრივად არ მოვლენილა. მსგავსი რამ სამყაროში არასოდეს მომხდარა და არც მოხდება.

ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზის გამკვალავი, ეს არის დღე უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების, დიდი სიხარულის დასაწყისისა.

გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: „წაერთმევა კვერთხი იუდას... ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49, 10), რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდა კანონიერი მეფე იუდას ტომიდან, მაშინ მოევლინებოდათ ზეციური მეუფე.

მართალც, რომის იმპერიაში, მის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იუდეაში, პირველი წარმართი და უცხოტომელი მეფის, იდუმიელი ჰეროდეს მმართველობის ჟამს უცნაურმა ვარსკვლავმა და ანგელოზთა დასმა სამყაროს ამცნო იესოს შობა.

ეს იყო უფლის მოწყალების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მიერ ღვთის განკაცების მრავალათასწლიანი მოლოდინის შედეგი.

ამ გზაზე იყო ებრაელთა ერის მრავალგზისი განდგომა ღვთისგან, გაუცხოება ჭეშმარიტი რწმენისგან, შიში წარმართ დამპყრობელთა წინაშე და მათი გავლენის ქვეშ მოქცევა..., მაგრამ იყო სინანულიც, ღვთისადმი თავგანწირული ერთგულებაც და უფლისა და მოყვასისათვის მსახურების გამორჩეული მაგალითებიც.

დიდი რყევებისა და სულიერი ქარტეხილების მიუხედავად, სინას მთაზე მოსე წინასწარმეტყველისთვის მიცემული უფლის მცნებები ისრაელიანთა ღირსეულმა მოღვაწეებმა დაიცვეს და მოამზადეს კაცობრიობა მაცხოვრის განკაცებისთვის.

და, აი, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისგან მოევლინა ამ ქვეყანას „ნათელი სოფლისა,“... ,,რომლისგან ყოველივე შეიქმნა და მის გარეშე არც ერთი რამ იქმნა“ (ინ.1,3); მოევლინა, რათა კაცთა მოდგმისთვის ეხარებინა:

„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ;“ (მთ. 11.28)

„მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება“(ინ. 6.35);

„მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით, გადარჩება" ( ინ. 8,12);

„მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ განიგდება“ (ინ.15,5-6);

„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14,8).

- რას გულისხმობს, უფრო სწორად, რისკენ მოგვიწოდებს ეს სიტყვები?

- სინერგიისაკენ, - ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეერთებისა და შერწყმისაკენ. ანუ იმისკენ, რაც უნდა იყოს ერთადერთი მთავარი აზრი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა; ყველაფერი სხვა კი, მასთან შედარებით, ამაოებაა.

ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია, შევძლოთ საკუთარი თავისა და ღმერთის, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, შეცნობა; ამისთვის კი უპირველესი პირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს; ასევე, ყოვლად აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრა ღმერთთან.

ეს აუხსნელი, ადამიანური ლოგიკისათვის მიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავი მოვლენაა, რომელიც არავინ იცის, ვისთან და როდის აღესრულება. ისიც შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი, ან სხვა რამ შემთხვევა გამოგვაფხიზლებს, თვალს აგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესს სრულიად შესცვლის და ჩვენი ნებითა და მონდომებით სიხარულით მიგვმართავს ცხონების ვიწრო და ეკლიანი გზისაკენ.

* * *

დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი ... ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და არაფრისმომცემი.

მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით.

გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა.

,,სიცოცხლე ან სიკვდილი,“ - ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელი მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე არ გვქონია გადასადგმელი.

„აირჩიე სიცოცხლე,“ - მოგვიწოდებს მოციქული.

მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას, მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ.

ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის, რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და არც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას, ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან.

* * *

მაგრამ, მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურ ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი კითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე, უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა? ... მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამ აწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ? რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცა სიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? ...

რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში იმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება.

* * *

ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა, ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის, ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე.

„მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული“(გამოცხ. 1.8), - ბრძანებს მაცხოვარი.

„დასაწყისში იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი ... ყოველივე მის მიერ შეიქმნა, მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი ...“ (ინ I.1-4); ,,წყალობით მდიდარმა ღმერთმა ... შეცოდებით მკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფეს.2,4-5) და ,,ღვთის ძისადმი რწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე“ (I ინ. 5,13), - ვკითხულობთ "ახალ აღთქმაში".

სიკვდილი კი ცოდვის შედეგია, რომელიც მის გარეშე არ არსებობს და მასზეა დამოკიდებული.

„ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ (რომ. 6,23), - ბრძანებს მოციქული. ხოლო რადგან „გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და ამპარტავნება ამქვეყნისაგან მომდინარეობს“ (I ინ. 2-16) და უფალთან კავშირი არა აქვს, ამ წესით მცხოვრებნი თავისი ნებით შორდებიან სიცოცხლის, სიწმინდის, სინათლის წყაროს, - ღმერთს და სულიერ სიკვდილს ექვემდებარებიან.

უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ.

ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება; აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან „ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა“ (ინ. 4,24).

წმინდა მაკარი ეგვიპტელი წერს: როგორც სხეულს სხვა და სხვა ორგანო და ფუნქცია აქვს, ასევე სულსაც აქვს სხვა და სხვა გამოვლინება და ფუნქცია.

სულის თვისებაა, მაგალითად: განსჯა, ნებელობა, სიყვარული, შემოქმედებითი უნარი; სირცხვილის, მორიდების, თავმდაბლობის გრძნობა; სიმართლისმოყვარეობა, მოწყალება, სინანული, სიბრალული, სიხარული... ისინი ღვთივბოძებული ნიჭებია, რომლებიც ჩვენს შინაგან ადამიანს ქმნის.

ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა ...

ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდება ჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და, ძირითადად, აქ იყრის თავს ჩვენი შინაგანი განცდები.

რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კი მგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგი გონებასაც მოიცავს.

და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულის გაერთიანება, „გონების ჩასვლა გულში" და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთი გული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებს შემოიჭრან და ცოდვად იქცნენ; არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათ და არ შეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება.

წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება.

ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური, განკითხვა, მკვლელობა.

საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით.

გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს.

ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს.

უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ. საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სათნოა ღვთისთვის.

ძველ „პატერიკში" წერია:

ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა:

-რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება?

- თქვენ ეს არ მოგწონთ? - ჰკითხა უფალმა.

- რა თქმა უნდა, არა, - იყო პასუხი.

და მიუგო: - მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე?!

მართლაც,ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევნის შედეგია.

რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია ღვთისთვის!

* * *

მაცხოვრის მოვლინებით თითოეული ჩვენგანის დაბადებას უდიდესი აზრი მიენიჭა, რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მიეცა შესაძლებლობა, თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამქვეყნად შობა აქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, თავისი შობის განმსაზღვრელად.

ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა და ბედნიერების მომნიჭებელი.

ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც და წარუმტებელობაც მონაცვლობენ.

თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის, შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორც თქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს.

რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი.

ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით ... მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ.

ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, - გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის.

ჩვენ, ღვთის განგებით, ერთ სივრცეში, ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა, რომ ამ მოცემულობაში უნდა გამოვიცადოთ, უნდა შევძლოთ ღვთის სადიდებლად „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2).

ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი ... უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია.

ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს ... ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.

უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება შესაძლებელი.

თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად.

* * *

გაუფრთხილდით დროს!

დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა (ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ).

არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ.

სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი.

ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე მძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა.

ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული, რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს, ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლად მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი.

შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი; მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილი და ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს:

აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა!

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო, სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, - იხარებდით, რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანა განკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ ანგელოზთა გუნდთა თანა (იოანე მტბევარი).

ჩვენც ანთებული სანთლით კრძალვით მივეახლოთ მას და სიხარულით ღაღადვყოთ:

დიდება ძალსა შენსა, მხსნელო ყოველთაო!

დიდება და მადლობა შენდა, საღმრთოითა მადლითა სოფლისა აღმავსებელო!

დიდება შენდა, სასოებაო ჩვენო, დიდო მღვდელმთავარო, მეფეო და ღმერთო ჩვენო!

თქვენთვის მარადჟამს სიყვარულით მლოცველი“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.

ყველა სიახლე

გოგა ხაინდრავა

27 მარტი 2023, 01:00

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: თავი დაანებონ ქართული ეკლესიის შეურაცხყოფას, რადგან საქართველოში ძალიან დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს

ყველაფერს ითმენდა ქართველი კაცი, მაგრამ საკუთარი რწმენისა და ეკლესიის შეურაცხყოფას არ ითმენდა და ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ძალიან ცუდად დაამთავრებენ, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. იგი ბოლო დღეებში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მსოფლიო პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, შეურაცხმყოფელია ის, რასაც პატრიარქის აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით ისმენს.

გოგა ხაინდრავა

27 მარტი 2023, 00:37

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე: ამ ქალბატონმა იმდენი დააშავა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება

„ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონმა იმდენი დააშავა ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება. ერთ-ერთი კრახი ამერიკის პოლიტიკის არის საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მუშაობა. ერთადერთი პროამერიკული ქვეყანა რეგიონში არის საქართველო - იყო, დღესაც არის და იქნება კიდეც, იმიტომ რომ ქართველი ხალხი და პირადად მე არასოდეს დავივიწყებთ 90-იან წლებში გემებს რომ ველოდებოდით ფოთში ამერიკიდან გამოგზავნილი ხორბლით. 30 წლის თავზე ვხედავთ წმინდა ბოლშევიკურ მოქმედებას, როდესაც სიმართლე სიმართლე არ არის, ცილისწამება ცილისწამებაზე მოდის“, - ამბობს ხაინდრავა.

ირაკლი ჩიქოვანი

27 მარტი 2023, 00:20

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ვიდრე ევროპარლამენტარები არ დაინახავენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მანიპულატორია, ჩვენ ნამდვილად ვერ შევთანხმდებით იმაზე, რა არის სწორი და რა - არასწორი

ვიდრე ევროპარლამენტარები არ მიხვდებიან, გაიაზრებენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელმაც შექმნა რეპრესიული მანქანა, საკუთარ სახელმწიფოში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; ვიდრე ისინი არ დაინახავენ, რომ სააკაშვილი არის პირწმინდა პოლიტიკური მანიპულატორი, ჩვენ ნამდვილად ვერ შევთანხმდებით იმაზე, რა არის სწორი და რა - არასწორი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

27 მარტი 2023, 00:11

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: 9 აპრილს სრული კრახი იქნება, რადგან ქართული საზოგადოება ხაბეიშვილს 9 აპრილის სიმბოლოდ არასოდეს მიიღებს

„ბუნებრივია, 9 აპრილს სრული კრახი იქნება, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ხაბეიშვილს 9 აპრილის სიმბოლოდ არასოდეს მიიღებს. არც ლიაკა ხოშტარიას. არც საერთოდ იმ ძალას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და რაც რეალურად ბოლშევიზმია საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში, 100 წლის თავზე, საქართველოში დაბრუნდნენ ბოლშევიკები“, - განაცხადა ხაინდრავამ.

ირაკლი ჩიქოვანი

27 მარტი 2023, 00:03

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: მე მგონი, ოპოზიციამაც კარგად დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ვერ შეაჩერებს მათი დესტრუქცია. ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ

„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არ არის მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. პოლარიზაცია არის ერთადერთი არსებითი საშუალება ოპოზიციისთვის, დაუპირისპიროს რაიმე ხელისუფლებას. არ ვამბობ, რომ ხელისუფლებს არ აქვს ისეთი რამ, რაზეც კიდევ უფრო მეტად უნდა იმუშაოს, გამოასწოროს. მაგრამ იმდენად უშინაარსოა მთლიანად ოპოზიციური დღის წესრიგი, რომ მათთვის პოლარიზაცია არსებობის ერთადერთი საშუალებაა. ევროპელობაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც წლის განმავლობაში თავიანთი პოლიტიკური ქმედებებით ეწეოდნენ არა „ქართული ოცნების“ საბოტაჟს, არამედ საკუთარი სახელმწიფოს და კონსტიტუციური ინსტიტუტების საბოტაჟს“, - ამბობს ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანი

26 მარტი 2023, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის რეალური თანამონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი

„ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველომ აქაც უდიდეს პროგრესს მიაღწია და აქაც უკეთესი შედეგი აქვს, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე არ უნდათ ამ პროცესს მოაკლდნენ. მინდა განვმარტო, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს სამუშაო პროცესში რეალურად მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ოპოზიციური სუბიექტების ხმები, როდესაც ჩვენ ამ კანონებს ვიღებდით. ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყვნენ. რეალური მათი თანამონაწილეობა ამ რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი ფუტკარაძე

26 მარტი 2023, 23:41

პოლიტიკა

გიორგი ფუტკარაძე გამომცემლობებიდან მარიკა ბაკურაძის გათავისუფლებაზე: თუ რევანშიზმისა და ნეობოლშევიზმის გამგრძელებლები იქნებით, გამოდის, თავად ვერაფერი ისწავლეთ იმ წიგნებიდან, რასაც გამოსცემთ და თავად აღმოჩნდით ისტორიის ბნელ მხარეს

დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიმღებ ბატონებს უნდა ვუთხრათ, რაც უნდა კარგი წიგნები გამოსცეთ, რაც უნდა ლამაზად შეფუთოთ ამბები, რაც უნდა ევროპის სახელით ისაუბროთ, თუ ამ ზიზღის კამპანიის ნაწილი იქნებით, თუ რევანშიზმისა და ნეობოლშევიზმის გამაგრძელებლები, გამოდის, რომ თავად ვერაფერი ისწავლეთ იმ წიგნებიდან, რასაც გამოსცემთ და თავად აღმოჩნდით ისტორიის ბნელ მხარეს, - განაცხადა გადაცემის „იმედი LIVE“ წამყვანმა, გიორგი ფუტკარაძემ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით.

მაგდა ანიკაშვილი

26 მარტი 2023, 23:36

პოლიტიკა

მაგდა ანიკაშვილი მარიკა ბაკურაძეზე: მოხდა ადამიანის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის, ნეო-ბოლშევიზმის უხეში გამოვლინება და ამის გამართლება არ გამოვა

მოხდა ადამიანის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის, გნებავთ ნეო-ბოლშევიზმის უხეში გამოვლინება და ამის გამართლება არ გამოვა, უბრალოდ შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემის „იმედი LIVE“ წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა მარიკა ბაკურაძის გათავისუფლების ფაქტზე საუბრისას.

26 მარტი 2023, 22:42

ტექნოლოგიები

„ჯეიმს უებმა“ შორეულ პლანეტაზე მტვრის ქარიშხალი დააფიქსირა

ტელსკოპის მიერ აღმოჩენილი მტვერი სილიკატების ნაწილაკებს წარმოადგენს - კაჟბადისა და ჟანგბადის შენაერთებს. ასტრონომები განმარტავენ, რომ ეს ქარიშხალი არ ჰგავს დედამიწის უდაბნოების ქარიშხლებს.

გიორგი ამილახვარი

26 მარტი 2023, 22:42

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტია, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს

მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტიები, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს, - ამის შესახებ ახლად დანიშნულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

26 მარტი 2023, 22:07

საზოგადოება

ჭორვილაში გამრავლებული ხოხობი და კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე მიეხედოს არა მხოლოდ ფლორას, არამედ ფაუნას. ჩვენი კვლევის მიხედვით რომელიც სამუშაოების დაწყებამდე გაკეთდა, აღმოჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე ბინადრობს 130 ჯიშის ფრინველი და, რაც მთავარია, ამ ტერიტორიის დამახასიათებელ ფრინველს ოდითგანვე წარმოადგენდა კოლხური ხოხობი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე და სწორედ ამ ფრინველის დაბრუნება თავის ბუნებრივ გარემოში ხდება ამ პროექტის ფარგლებში“, - ამბობს ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი.

გიორგი ამილახვარი

26 მარტი 2023, 22:05

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება

მე მინდა ვიარო ადგილებზე: სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებში, უნივერსიტეტებში და ადგილზე გავეცნო პრობლემებს, საკითხებს, გამოწვევებს. ეს შემდეგ გახდება საფუძველი, რომ კაბინეტში მივიღოთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ახლად დანიშნულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ სამინისტროში სტუმრობისას განუცხადა.

ივერი მელაშვილი

26 მარტი 2023, 21:43

სამართალი

„იმედის კვირა“ ივერი მელაშვილს გაესაუბრა - რას ამბობს ბრალდებული კარტოგრაფი

ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

26 მარტი 2023, 21:24

რეგიონი

რუსთავში ღია საგამოფენო სივრცეში „Art ბაზარი“ მოეწყო

„დღევანდელი „Art ბაზარი“, რომელიც ძალიან კარგ, ახალ რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყო, იყო ახალგაზრდების მოთხოვნა. მათი სურვილი იყო, რომ მცირე მეწარმეებს უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და ასევე შეგვექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები შაბათ-კვირას განიტვირთებოდნენ კარგი მუსიკის ფონზე და დღეს მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

გია ცაგარეიშვილი

26 მარტი 2023, 21:12

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობის“ აქციაზე: 9 აპრილს ადამიანებს ყვავილის მიტანის საშუალებას რომ არ მისცემ მემორიალთან, ეს არის საშინელება და ტრაგედია

„როცა შენ ასეთ აქციას ვიწროპარტიულად გადმოთარგმნი, შენს მომხრეებს გამოიყვან ქუჩაში, რომ „მიშა, მიშა“ აბღავლო ამ ხალხს და 9 აპრილს სააკაშვილის სურათებით იარო რუსთაველის გამზირზე, ადამიანებს ყვავილის მიტანის საშუალებას რომ არ მისცემ მემორიალთან, ეს არის საშინელება და ტრაგედია“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

რატი ბრეგაძე

26 მარტი 2023, 21:00

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხორციელდება ეპიზოდურად - მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით გაუჭირდება ხოლმე

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხორციელდება ეპიზოდურად - მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით გაუჭირდება ხოლმე. აქ, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს როგორც მსჯავრდებულს, ასევე მისი გარემოცვის ახლო წევრებს, იმისთვის რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენონ თავისუფლების უკანონოდ მოსაპოვებლად“, - აცხადებს ბრეგაძე.

ლუიზა შენგელია

26 მარტი 2023, 21:00

საზოგადოება

სააკაშვილის მკურნალი ექიმი გიული ალასანიაზე: ერთი კვირაა, სადილზე სუში მოაქვს. ჯერ მეგონა, რომ თევზის სუშია და ძალიან გამიხარდა. თევზი კალორიულია და რამდენჯერ ვურჩიე და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა

ერთი კვირაა, სადილზე სუში მოაქვს. ჯერ მეგონა, რომ თევზის სუშია და ძალიან გამიხარდა. თევზი კალორიულია და რამდენჯერ ვურჩიე და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა, - ამის შესახებ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ლუიზა შენგელიამ „იმედის კვირას“ სააკაშვილის კვების რაციონზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კვების რაციონის შედგენისას ენდოკრინოლოგის რჩევებს საერთოდ არ ითვალისწინებს.

მამუკა მდინარაძე

26 მარტი 2023, 20:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სიტყვით არიან პროდასავლურები, ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებენ

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის მათი გენეტიკური კოდი. რა - ისინი არასოდეს ემსახურებიან თავის ქვეყანას. საქართველოს ისინი არ ემსახურებიან, არასდროს. ვის და რას ემსახურებიან ეს მეორე საკითხია. ბევრ რამეზე საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამოდის რომ სიტყვით არიან პროდასავლურები და ვითომ მათ გარდა სხვას არ უნდა ევროპა, ევროპელობა და ღირებულებები, ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ ყოველთვის აკეთებენ რუსულ საქმეს“, - აცხადებს მდინარაძე.

არჩილ თალაკვაძე

26 მარტი 2023, 20:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: 2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს

2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. მან არასამთავრობო სექტორს ამოფარებულ იმ პირებზე ისაუბრა, რომლებსაც პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვთ და ამ მიზნით არასამთავრობოებს აფუძნებენ, მიღებულ დაფინანსებას კი სხვა მიზნებით იყენებენ.

გოდერძი შარაშია

26 მარტი 2023, 20:29

საზოგადოება

გოდერძი შარაშია: მარიკა ბაკურაძის ჟურნალისტური საქმიანობის 80%, 100 თუ არა, წიგნიერებას ეხება და მას რომ განათლებისა და წიგნიერების სფეროში ყოფნაზე უარს ეუბნები, ეს წარმოუდგენელი ამბავია

„მარიკა ბაკურაძის ჟურნალისტური საქმიანობის 80%, 100 თუ არა, წიგნიერებას ეხება და მას რომ განათლებისა და წიგნიერების სფეროში ყოფნაზე უარს ეუბნები, ეს წარმოუდგენელი ამბავია. მე ძალიან მარტივ გადაწყვეტილებას მივიღებ - ისევ ისე გავაგრძელებ მარიკა ბაკურაძის გადაცემების, რეპორტაჟების, მოყოლილი ამბების ყურებას და ამ გამომცემლობების წიგნების წაკითხვას აღარ გავაგრძელებ“, - ამბობს შარაშია.