imedi /  16 იანვარი 2022, 19:23 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: დაარსებიდან დღემდე, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარების საქმეში და ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებაში

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლისაა. პირველი საიუბილეო ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. შედეგად, შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აკადემიური ინფრასტრუქტურა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას იუბილე მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს! საუკუნის წინ, დღევანდელ დღეს – 16 იანვარს – დაარსდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს გახლდათ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების ისტორიაში.

საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებას მასშტაბური მოსამზადებელი საქმიანობა უძღოდა წინ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა საინჟინრო განათლების მქონე ქართველი პროფესიონალების მცირე ჯგუფი. სწორედ მათი თავდაუზოგავი შრომითა და დიდი ძალისხმევით საქმე წარმატებით დაგვირგვინდა.

1918 წელს ქვეყნის გამოჩენილმა მეცნიერებმა შეძლეს პირველი ქართული ეროვნული განათლების კერის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, რომლის წიაღშიც 1922 წლის 16 იანვარს, საფუძველი ჩაეყარა პოლიტექნიკურ ფაკულტეტს, რომელიც მოგვიანებით უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. ასე იქცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო განათლების პირველ კერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარების საქმეში და ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებაში.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ 100-წლიანი ტრადიციისა და უდიდესი გამოცდილების უნივერსიტეტი იუბილეს მოდერნიზაციის ამბიციური პროექტით ხვდება, რომლის მიზანია საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებებით ლიდერი ინსტიტუციის პოზიციის შენარჩუნება და გაძლიერება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საინჟინრო უმაღლეს სკოლებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს – ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ჩანაფიქრის – „ენგურჰესის“ მშენებლობიდან დაწყებული და კოსმოსში ქართული კოსმოსური ობიექტის – რეფლექტორის გაშვებით გაგრძელებული.

უნივერსიტეტის მაღალი სამეცნიერო შედეგები მიღწეულია შესაბამისი პროფილის მსოფლიო სახელის მქონე წარმატებულ ინსტიტუტებთან (CERN, KEK, Fermilab და მრავალი სხვა) კოლაბორაციით.

განსაკუთრებულად მსურს გამოვყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი მიღწევები – თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), რაც, გამოცდილ მეცნიერებთან ერთად, ჩვენს ახალგაზრდებსაც უხსნის ახალ შესაძლებლობებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს მონაწილეობა მიიღო ისტორიულ მოვლენაში – ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. მინისტრის შეფასებით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლებს ზუსტად ისეთივე პირობები და უფლებები აქვთ, როგორიც ევროკავშირის ქვეყნების მეცნიერებს. საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას უკვე აქვს წვდომა 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე.

მინისტრის თქმით, საქართველოში დაფუძნდა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი მისია აქვს – ის უზრუნველყოფს ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციასა და კოორდინირებულ მუშაობას. ასევე დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს.

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით Horizon Europe-ის ოფისი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც დაფუძნდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლობისთვის Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში მონაწილეობით ახალი შესაძლებლობები იხსნება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს პოლიტიკაზე უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი მიღწევები განსაკუთრებულად გამოყო, კერძოდ, ისაუბრა ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებში ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდა. გარდა ამისა, უნივერსიტეტში მზადდება 6 პროგრამა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაციის მისაღებად.

მიხეილ ჩხენკელი უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხარდაჭერას უცხადებს სასკოლო განათლებასაც. ათასწლეულის ინოვაციის 2021 წლის რიგით მე-7 კონკურსის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული მოსწავლეთა გუნდი გახდა. ახალგაზრდები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამასა და საზაფხულო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე სკვერში სტუმრებმა მომავლის სტუდენტებისთვის კაფსულა ჩადეს, რომელიც 2072 წელს, 150 წლის იუბილეზე გაიხსნება. გზავნილში სამომავლო სურვილებია გადმოცემული.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოიფინა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ნამუშევრები, საარქივო მასალები და სტუ-ს მიმდებარე სარეკრეაციო ზონის მოწყობის გეგმის მოდელირებული ესკიზები. გარდა ამისა, გაიმართა დიღომში მშენებარე სტუ-ს ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, ოქტომბრის თვეში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, დაგეგმილია მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან მოწვეული სტუმრები უცხოეთიდან – აკადემიური წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

ყველა სიახლე

ანტონ სილუანოვი

01 სექტემბერი 2026, 02:17

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.

ვლადიმირ პუტინი სი ძინპინი

01 სექტემბერი 2026, 01:30

მსოფლიო

„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 01:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.

01 სექტემბერი 2026, 00:13

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.

01 სექტემბერი 2026, 00:06

საზოგადოება

დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო

პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.

01 სექტემბერი 2026, 00:03

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს

რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.

პიტერ მადიარი

31 აგვისტო 2026, 23:30

მსოფლიო

მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.

31 აგვისტო 2026, 22:42

საზოგადოება

ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 22:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან

ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.

კაია კალასი ურსულა ფონ დერ ლაიენი

31 აგვისტო 2026, 22:05

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 21:57

პოლიტიკა

Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.

31 აგვისტო 2026, 21:50

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება

ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება

ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:32

პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.

31 აგვისტო 2026, 21:30

საზოგადოება

სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

31 აგვისტო 2026, 21:28

მსოფლიო

ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.

31 აგვისტო 2026, 21:22

ეკონომიკა

საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

31 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის

პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.

31 აგვისტო 2026, 21:15

სამართალი

აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.