18 აპრილი 2022, 16:09 / სანდო წყარო

სუსი: 2021 წელს, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა რადიკალური/ექსტრემისტული კერები, საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა რადიკალური/ექსტრემისტული კერები. საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა.

„ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედება არახელსაყრელი იყო. ტერორიზმთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა რელევანტური უწყებების მხრიდან ქვეყანაში კოორდინირებული ღონისძიებების გატარება კვლავ გრძელდებოდა. აღნიშნული ზომების მიღების შედეგად, ტერორიზთან დაკავშირებული პირებისთვის სირთულეს წარმოადგენდა საქართველოში პოტენციური მხარდამჭერების შეძენა, ასევე, ტერორისტული აქტივობების დაფინანსება. აღნიშნულის მიუხედავად, ტერორისტული თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა რადიკალური/ექსტრემისტული კერები. საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. საანგარიშო პერიოდში მათ კვლავ არ ეძლეოდათ ტერორისტული აქტივობების ორგანიზებისა და განხორციელების საშუალება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც სუს-ის ანგარიშში ვკითხულობთ, 2021 წელს საქართველოში ტერორისტულ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ორ ფაქტზე, ასევე საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე თავდასხმის მუქარის შემთხვევაზე. საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.

ანგარიშში საუბარია სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფი, „დაეშის“ და „ალ-კაიდას“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო შემოსვლაზე.

„სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფი, ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ან შესაძლო მხარდამჭერებისა და მათი ოჯახის წევრების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნება მრავალი სახელმწიფოსთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით გამონაკლისი არც საქართველოა. სირიის არაბთა რესპუბლიკაში ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, იმყოფებიან ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში სხვადასხვა დროს მებრძოლი საქართველოს 15 მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები.

საანგარიშო პერიოდში სირიასა და ერაყში მყოფ, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართულ, საბრძოლო მოქმედებებში სხვადასხვა დროს შესაძლო მონაწილე საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, გრძელდებოდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. საქართველოში მათი დაბრუნების შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონმდებლობით გათვალისწინებულ სათანადო ზომებს მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ტერორისტი მებრძოლების ოჯახის წევრთა მიმართ, რომელთა ქმედებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, სახელმწიფო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელებს“, - წერია სუსის ინფორმაციაში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, უცხოელი ტერორისტი მებრძოლების, ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოში შესაძლო შემოსვლის, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით გამოყენების მცდელობის თაობაზეც.

„საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ან ტერორიზმთან ნებისმიერი ფორმით დაკავშირებული პირების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესაძლო მცდელობა, ასევე მათ მიერ, კონკრეტულ ქვეყანაში მოხვედრის მიზნით, სატრანზიტო მარშრუტის ნაწილად საქართველოს ტერიტორიის შესაძლო გამოყენება. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა საქართველოს საზღვრების კონტრტერორისტული სკრინინგი, მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრი გზები და ე.წ. დერეფნები. აღნიშნული მიმართულებით, საქართველო განაგრძობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“, - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების ან მათთვის ნებისმიერი ფორმით დახმარების გაწევისთვის ხელშეშლის მიზნით, შესაბამის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებდა. მათ შორის, მუდმივი დაკვირვება ხორციელდებოდა ტერორიზმთან სავარაუდოდ დაკავშირებულ სხვადასხვა ოპერაციებსა და ტრანზაქციებზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შესაბამისი უწყებების ძალისხმევის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის შედეგად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ტერორიზმის დაფინანსების ან სხვაგვარი დახმარების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია“.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

18 ივლისი 2026, 11:07

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს

ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.

18 ივლისი 2026, 11:06

კულტურა

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა - „მაზურკა ფოგო“ წარადგინა

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა - „მაზურკა ფოგო“ წარმოადგინა.

18 ივლისი 2026, 11:04

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით

დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.

18 ივლისი 2026, 11:01

თავდაცვა

შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დანაშაულზე ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსზე: ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაში აღნიშნული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოხდარ დანშაულტან დაკავშირებით ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს.

18 ივლისი 2026, 10:58

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს

„საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

18 ივლისი 2026, 10:53

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა.

18 ივლისი 2026, 10:40

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

18 ივლისი 2026, 10:34

სამართალი

კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

18 ივლისი 2026, 10:29

სამართალი

პოლიციამ თბილისში მუქარისა და ძარცვის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

18 ივლისი 2026, 10:26

მსოფლიო

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს გადააჭარბა

ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5069-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა პარასკევს საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 16 740-ს შეადგენს, ხოლო საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა 17 907 მოქალაქე.

18 ივლისი 2026, 10:20

საზოგადოება

ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების ფერმერებისთვის გაცნობა იყო.

18 ივლისი 2026, 10:18

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმების გაგრძელება გამოიწვევს „სრულმასშტაბიან“ საპასუხო შეტევებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა და ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ პარასკევს შეერთებულ შტატებს მკაცრი გაფრთხილება მისცა. რეზაის განცხადებით, თუ აშშ-ს მხრიდან ირანზე სამხედრო დარტყმები გაგრძელდება, თეირანი საპასუხოდ „სრულმასშტაბიან შეტევით ოპერაციებს“ დაიწყებს.

18 ივლისი 2026, 09:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ივლისს საქართველოში

18 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

18 ივლისი 2026, 08:26

სპორტი

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რომელიც დღეს ლა სერენაში უნდა გამართულიყო, მოსალოდნელი უამინდობის გამო სანტიაგოში გადაიტანეს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება, რაც საქართველოს დროით 21:00 საათს (ნაცვლად 23-ისა) შეესაბამება.

18 ივლისი 2026, 08:00

მსოფლიო

მედია: უნგრეთმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნა დაბლოკა, ხოლო მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს დათანხმდა

ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომის დროს უნგრეთმა უარი განაცხადა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერის გახსნის პროცესის დაწყებაზე, თუმცა, დათანხმდა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს.

18 ივლისი 2026, 00:11

მსოფლიო

მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.

17 ივლისი 2026, 22:00

საზოგადოება

სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.

17 ივლისი 2026, 21:45

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ მიქელაძე

17 ივლისი 2026, 21:36

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

17 ივლისი 2026, 21:28

საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.