ოთარ შამუგია: ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგად ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში, დაახლოებით 5 მილიარდ ლარამდეა ინვესტირებული
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მაესტრო რეგიონების” ეთერში სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის და განხორციელებული პროგრამების შედეგები შეაჯამა.
„2 თვეზე ოდნავ მეტია, რაც მინისტრის თანამდებობაზე ვმუშაობ, თუმცა, მრავალი წელი სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, იმ პროფესიონალი ადამიანების გუნდთან ერთად ვარ, რომლებიც კვალიფიციურად ასრულებენ საკუთარ სამუშაოს. მრავალი პროექტი და რეფორმა განვახორციელეთ როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით 5 მილიარდ ლარამდე იქნა ინვესტირებული სოფლის მეურნეობაში; ეს არის კერძო სექტორის და სახელმწიფოსთან ინვესტიცია ერთად”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა განხორციელებული პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, სახელმწიფომ 17 000 ჰა ფართობის ბაღების გაშენება დააფინანსა. ბოლო წლების განმავლობაში, მასშტაბური პროექტები განხორციელდა ტექნიკის ხელმისაწვდომობის კუთხითაც.
„გამოვყოფ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შარშან განხორციელებულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ 50 მლნ ლარი გამოვყავით ტექნიკის დაფინანსების პროგრამისთვის. წლების განმავლობაში, ჩვენი პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების 2000 ერთეული ტექნიკის მობილიზება შევძელით ამ პროექტების ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა ფერმერებმა შესაბამის აგროვადებში შეძლონ მიწების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება”, - აღნიშნა მინისტრმა.
ოთარ შამუგიამ ყურადღება სამინისტროს მიერ გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების მხარდაჭერაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროექტის ფარგლებში, 200-მდე ახალი საწარმო დაფინანსდა.
„ატმის წარმოება არის მიმართულება, სადაც ჩვენ შევძელით, რამდენჯერმე გაგვეზარდა ექსპორტის მაჩვენებელი, რასაც ხელი შეუწყო სწორედ იმ შემნახველი მეურნეობების შექმნამ, რომელიც ჩვენი პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ეს არის შესაძლებლობა ფერმერებისთვის, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ”, - აღნიშნა მინისტრმა.
ოთარ შამუგია სახელმწიფოს მიერ ტექნიკური დახმარების პროექტების მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 150-მდე მეწარმემ მიიღო სახელმწიფოსგან დახმარება სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების მიმართულებებით.
„განხორციელებული პროექტების შედეგების თვალსაჩინოებისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემს ვიტყვი - ეს არის პირველადი პროდუქციის წარმოება, რომელიც, 2021 წელს, წინასწარი მონაცემებით, 6 მლრდ ლარის ფარგლებში გვაქვს; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების შედეგად, დაახლოებით, 7 მლრდ 300 მლნ ლარი. დინამიკაში რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, 10 წლის წინ, პირველადი პროდუქციის გამოშვება იყო, დაახლოებით, 3 მლრდ 600 მლნ ლარი; დღეისათვის, თითქმის გაორმაგებულია ეს მაჩვენებელი; გადამუშავებული პროდუქციის კუთხით, მილიარდით აღემატება წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელს. სწორედ სახელმწიფო პროექტებმა მისცა სტიმული და ბიძგი, რომ ეს მნიშვნელოვანი შედეგები მიგვეღო. არ შეიძლება არ შევეხოთ ექსპორტის მაჩვენებლებს, რომელიც მილიარდ 142 მლნ ლარის ფარგლებში დაფიქსირდა 2021 წელს და ეს, დაახლოებით, 700 მლნ ლარით აღემატება 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს, 200 მლნ ლარით კი, შარშანდელს. აქაც მნიშვნელოვანია დინამიკა დავინახოთ, თუ რამდენად მზარდია წლიდან წლამდე ექსპორტის მაჩვენებელი, რაც, თავისთავად, საბოლოო ჯამში, ჩვენი ფერმერების შემოსავლებზე და მათი სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე აისახება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 04:47
მსოფლიო
ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.
22 ივლისი 2026, 03:02
მსოფლიო
Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა
სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.


