31 მაისი 2022, 13:57 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს: ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახური ძალადობა წარსულს ჩაბარდეს, მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილური, დემოკრატიული ქვეყანა და ეს თქვენი დამსახურება იქნება

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, თქვენზე დგას მოქალაქეების უსაფრთხოება, თქვენზე დგას ნამდვილად ქვეყნის შინაგანი სტაბილურობა, და ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში უფრო მეტი და მეტი გამოწვევაა, - ამის შსახებ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრესა და პატრულის თანამშრომელს დღევანდელი დღე მიულოცა და მათ პროფესიულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„პოლიციის დღეს ვულოცავ ყველას, რიგით ოფიცერს, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, პატრულის თანამშრომელს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა, ყველას პირადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი პროფესიის და თქვენი პროფესიონალიზმის დღე, რამეთუ ამ 31 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ ნამდვილად შეძლო გარდაქმნა. ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა, პროფესიონალური ძალა, რომელიც ნდობას იწვევს მოქალაქეებში და ეს ყველაზე მთავარია.

თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, თქვენზე დგას მოქალაქეების უსაფრთხოება, თქვენზე დგას ნამდვილად ქვეყნის შინაგანი სტაბილურობა, და ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში უფრო მეტი და მეტი გამოწვევაა. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდები და ბოლოს კოვიდის პანდემია. ყველა გამოწვევების წინაშე, რაც გამოჩნდება შიგნით ქვეყანაში, თქვენ დგახართ პირველ რიგში. თქვენი მოვალეობა და ვალდებულება არის ქვაკუთხედი იმისი, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა შენარჩუნდეს. ეს არის სახელმწიფო. თუ ეს არა, მაშინ სახელმწიფო ვერ იარსებებს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას.

მადლობა იმისთვის, რომ ამ პროფესიას დაუღალავად შესწირეთ და სწირავთ ყველაფერს. ეს ქვეყნისთვის უდიდესი სამსახურია. თქვენზე დგას მოქალაქეების უფლებების დაცვა, რის გარეშეც არ არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო.

თქვენზე დგას ასევე უსაფრთხოების გაძლიერება, კიბერუსაფრთხოება თუ სხვა გამოწვევები, ორგანიზებული დანაშაული, რაც დღეს მსოფლიოში ესოდენ ძლიერაა გავრცელებული.

და მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენ ჩვენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხართ ის ერთ-ერთი ძლიერი ლოდი, რომელსაც ვაბიჯებთ, რომელიც გვაძლიერებსა და გვაძლევს უფლებას, რომ მოვითხოვოთ ჩვენი ადგილი ევროპაში. თქვენი პროფესიონალიზმი უკვე არის აღიარებული ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ. თქვენი თანამშრომლობა ევროპოლთან ამისი ერთ-ერთი მაგალითია. ჩვენი პოლიციის ატაშეები სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და წარმოადგენენ ჩვენი პოლიციის პროფესიონალიზმს. მინდა ამისთვისაც დიდი მადლობა მოგახსენოთ.

მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე: მართალია, ზოგ-ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა „სამარცხვინოა“, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ.

ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ. ეს თქვენთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ყველამ ისიც ვიცით, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ საქართველოში ეს აღარ მოხდეს. ეს აღარ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ მთავრობამ, პარლამენტმა, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებებით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაღწიოთ იმას, რომ ოჯახური ძალადობა წარსულს ჩაბარდეს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილური, დემოკრატიული ქვეყანა და ეს თქვენი დამსახურება იქნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და დიდი მადლობა ყველაფრისათვის, რასაც თქვენ ახერხებთ და რასაც კიდევ გააკეთებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 23:51

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ სანქციები იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის

პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ ეს [სანქციები] იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა, ტელეკომპანია POSTV-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი რითაც მუდმივად მოსახლეობას აშანტაჟებენ ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული

ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი რითაც მუდმივად მოსახლეობას აშანტაჟებენ ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ევრობიუროკრატები არ იცნობენ საქართველოს და არ ესმით რისთვის იბრძვის რეალურად ქვეყანა.

26 თებერვალი 2026, 23:47

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ეს სანქცია არაფერს არ წარმოადგენს იმ ფასთან, რისი მზაობაც არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გავიღოთ. ამიტომ არავის ჰქონია ტრაგიზმის განცდა, რომ რამე თავზე დაგვექცა. შევხედეთ, როგორც სასაცილო ამბავს

თავიდან „ფეიკნიუსი“ მეგონა იმდენად აბსურდული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ, როდესაც დადასტურდა დარჩა კომიკურ გარემოში. შეუძლებელია, რომ სხვანაირად შეხედო. მიზეზი არის, რომ „პოსტვ“-ის და „იმედს“ გამოუწვევია უკრაინაში დესტაბილიზაცია და წაურთმევია სუვერენიტეტი და დაუბრალებია კორუფცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „პოსტვ“-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

26 თებერვალი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: 2024 წელს უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე, 2008 წლის ავანტიურის განმხორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა

უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე, 2008 წლის ავანტიურის განმხორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:36

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ და დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია - იქ აგებენ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც და როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკონ რუსეთს

,ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ. დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია, აგებენ იქ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც საწყალი ხალხი, როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკებენ რუსეთს და მეორე ფრონტს გაახსნევინებენ, - განაცხადა "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".

26 თებერვალი 2026, 23:34

მსოფლიო

ამერიკული გამოცემა Foreign Affairs: უკრაინა მამაცურ წინააღმდეგობას უწევს მტერს, თუმცა მისი სიმტკიცე ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ის ომს აგებს

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრიდან ოთხი წლის თავზე, ტრამპის ადმინისტრაცია კიევს მშვიდობის სანაცვლოდ მტკივნეულ ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმებას სთხოვს - სამშვიდობო შეთანხმების პროექტში, რომლის შესახებაც პირველად ნოემბერში გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, ადმინისტრაციამ წამოაყენა წინადადება, რომ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები მთლიანად იყოს აღიარებული რუსეთის დე ფაქტო ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს იმ ნაწილებზე, რომლებსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, რუსეთმა კონტროლი შეინარჩუნოს, - წერს ამერიკული გამოცემა Foreign Affairs-ი სტატიაში სათაურით უკრაინა ომს აგებს.

26 თებერვალი 2026, 23:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს მხრიდან სანქციის დაწესებას მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები - ცხინვალის რეგიონი მაშინვე იქნებოდა შეერთებული რუსეთის ფედერაციას, ანალოგიური მოხდებოდა აფხაზეთშიც

ევროკავშირის ელჩმა პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ ჩვენ ეკონომიკურად დავზიანდით ამ სანქციების გამო და თქვენც უნდა ანალოგიური გზა გაიაროთ, ანუ თქვენც უნდა დაზიანებულიყავით ამ სანქციებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

26 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის თავისუფლად გავრცელება

დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ „იმედზე“, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, თავისუფლად გავრცელება და ეს არის საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ამ მონაპოვრის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

26 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქმე გვაქვს პოლიტიკურ ეფშტეინიზმთან. ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ერებს მოუწოდონ რუსეთთან დაპირისპირებაზე, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური წრეები რუსეთთან ვაჭრობით ითბობენ ხელს

მიუხედავად 19 სასანქციო პაკეტისა, რომელიც მიიღეს, რუსეთთან ვაჭრობა მაინც გრძელდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:15

პოლიტიკა

კაკაბაძე: 7 ნოემბერს სააკაშვილმა დაარბია და დახურა „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს ბრიტანეთმა სანქციებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იგივე საბაბით

ალბათ გახსოვთ, 2007 წლის 7 ნოემბერს „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილმა დემოკრატიის სახელით ფიზიკურად დაარბია და დახურა ტელეკომპანია „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების დაწესებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იმ საბაბით, რომ ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

26 თებერვალი 2026, 23:00

მსოფლიო

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რაც ისლამაბადის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების საპასუხო რეაქციაა.

26 თებერვალი 2026, 22:58

მსოფლიო

ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება

როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება, რასაც პატრიკ კრისტისი „შიშს“ უკავშირებს, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, X-ზე.

ალექსეი არესტოვიჩი

26 თებერვალი 2026, 22:52

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი მარცხი არა უბრალოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილია, არამედ ამ მიზნის კონსტიტუციაში ჩაწერა.

26 თებერვალი 2026, 22:00

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა იმ საბაბით, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 21:41

პოლიტიკა

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული საჯარო მოწოდებები გაიხსენა მათთვის, ვინც ამ დრომდე ირწმუნება, რომ ომში ჩართვის მცდელობა მითია.

26 თებერვალი 2026, 21:37

პოლიტიკა

თავდასხმა მედიაზე - არარსებული მტკიცებულებებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„იმედიც“ ამ დრომდე უცდის საელჩოს განმარტებას: ეჭვების გარდა, რას დაეყრდნო გაერთიანებული სამეფო ქართული ტელეარხების სანქცირებისას. პასუხები არ ჩანს.

ჰილარი კლინტონი

26 თებერვალი 2026, 21:35

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი: წარმოდგენა არ მქონდა ჯეფრი ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობაზე - არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი მას

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სახელმწიფო რეფორმების კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინისა და მისი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი კირ სტარმერი

26 თებერვალი 2026, 21:10

მსოფლიო

The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას

ბრიტანეთის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულია. ჩვენი კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე მთავრობები, უფრო ძლიერია, ვიდრე პიროვნებები და მდგრადია იდეოლოგიური მოდის მიმართ. თუმცა, კირ სტარმერის ლიდერობის პირობებში, ამ ოდესღაც ურყევ ორმხრივ პარტნიორობას საფრთხე ემუქრება, რომ სერიოზულად დაზიანდეს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი სტატიაში სათაურით სტარმერი ანადგურებს „განსაკუთრებულ ურთიერთობას“.

26 თებერვალი 2026, 21:09

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

26 თებერვალი 2026, 21:07

კულტურა

თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულომ ინკლუზიურ თეატრს „კონტაქტი“ უმასპინძლა. დასის წევრებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას თეატრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ინკლუზიურ თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაბერიძემ მიაწოდა.