01 ივნისი 2022, 15:39 / სანდო წყარო

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: გრძელდება გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანმიმდევრული და დაბალანსებული განხორციელება ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად

გრძელდება გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანმიმდევრული და დაბალანსებული განხორციელება ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. აქტიურად მიმდინარეობს 2022 − 2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP-4) შემუშავება, რომელიც წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს და განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას, - წერია სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

დოკუმენტის თანახმად, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და ევროპულ პრინციპებზე გადასვლის მიზნით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორია დაიყო ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ხუთ ზონად და ერთ აგლომერაციად. აღნიშნული ხელს შეუწყობს რეგიონულ და ლოკალურ დონეზე ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისათვის შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული ქმედებების დაგეგმვას.

„მრეწველობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და საწარმოთა გარემოდაცვითი კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, 2021 წლის 1 ივნისიდან უმსხვილესი სამრეწველო ობიექტებისთვის სავალდებულო გახდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა. ამ მიზნით, მსხვილმა სამრეწველო ობიექტებმა უკვე დაიწყეს შესაბამისი ტექნოლოგიური გადაიარაღება და თანამედროვე ფილტრაციის სისტემების განთავსება. საანგარიშო პერიოდში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგისა და ქსელის გაფართოების მიზნით, შეძენილ იქნა 1 მობილური ავტომატური სადგური. თბილისსა და რუსთავში 3 ლოკაციაზე დაიწყო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, ნიკელის, კადმიუმის, დარიშხანისა და ბენზო(ა)პირენის გაზომვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. აქტიურად წარიმართა მუშაობა წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით. მხარეებთან ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან.

ქვეყნის მასშტაბით, სტიქიურად მოწყვლად ხეობებში, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, 2021 წლის დეკემბერში, ქ. თბილისის მიმდებარედ, სოფელ კიკეთში განთავსდა მეტეოროლოგიური რადარი. ასევე ქვეყნის მასშტაბით 11 მეწყრულ უბანზე განთავსდა თანამედროვე მონიტორინგის სისტემები. ამით გაუმჯობესდა მეწყრული პროცესების პროგნოზირებისა და უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობები.
2021 წლის 1 დეკემბერიდან საქართველო ოფიციალურად გახდა ასოციირებული წევრი ქვეყანა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ცენტრში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების სიზუსტეს.
2023 წლიდან ქვეყანაში ეტაპობრივად გაუქმდება სოციალური ჭრების არამდგრადი პრაქტიკა და ის ჩანაცვლდება ტყის მდგრადი მართვის ეფექტიანი მექანიზმებით. ამ მიზნით, მიმდინარეობს „საქმიანი ეზოების“ ქსელის განვითარება. აღნიშნული ქსელი უზრუნველყოფს მოსახლეობის მერქნულ რესურსზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ხეტყის ორგანიზებულად დამზადებას, დახარისხებას, დასაწყობებასა და რეალიზაციას, რაც გაამარტივებს მოსახლეობისა და კერძო სექტორისთვის სასურველი მერქნული რესურსის შეძენასა და ტრანსპორტირებას სასურველ პერიოდში, ხოლო მეორე მხრივ, საგრძნობლად შეამცირებს უკონტროლო და უკანონო ჭრებს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მოწყობილია 26 საქმიანი ეზო, მათ შორის საანგარიშო პერიოდში მოეწყო 2 საქმიანი ეზო თიანეთის მუნიციპალიტეტში. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, მერქნულ რესურსზე მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გაცემულია 249 432 კბ.მ მერქნული რესურსი.

საქართველოს მთავრობამ მოიწონა და საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად გადაგზავნილია კანონპროექტები − კვერეთის აღკვეთილის დაარსებასა და კოლხეთის ეროვნული პარკის გაფართოებასთან დაკავშირებით. ასევე მომზადებული და უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში გაიგზავნება კანონპროექტები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნება სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია და ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები. შედეგად, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება 67 ათასი ჰექტარით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, მის შენარჩუნებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით, დაცულ ტერიტორიებში აშენდა/მოეწყო შემდეგი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა:

3 ვიზიტორთა ცენტრი − ფშავ-ხევსურეთის, წალკის კანიონისა და თეთრა მღვიმის დაცულ ტერიტორიებზე;

13 ტურისტული თავშესაფარი − ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალას, ალგეთის ეროვნულ პარკში და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე;

13 ხიდი − მარტვილის კანიონსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში;

ზიპლაინი − მარტვილის კანიონზე;

მცირე ინფრასტრუქტურა პონტოს მუხის აღკვეთილში;

9 ეკობილიკი 5 დაცულ ტერიტორიაზე (86 კმ) − ალგეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ევროვნულ პარკში, წალკის კანიონზე, თეთრა მღვიმისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.

2021 წელს დაცულ ტერიტორიებზე დაიწყო სალაშქრო ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში 10 დაცულ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 1 000 კმ-ზე მეტი სიგრძის სალაშქრო ბილიკების ქსელისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცულ ტერიტორიას: კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, ქობულეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, UNESCO-ის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

26 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი რაც გაავრცელეს და მეორე თითქოს მათ მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.

ანა წითლიძე

26 აგვისტო 2026, 14:21

პოლიტიკა

ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული

ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.

26 აგვისტო 2026, 14:20

მსოფლიო

AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია

გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.

თორნიკე ჭეიშვილი

26 აგვისტო 2026, 14:20

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს

„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.

26 აგვისტო 2026, 14:18

სამართალი

მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა ჯარიმა დაეკისრა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.

თამთა ფეტვიაშვილი

26 აგვისტო 2026, 14:13

საზოგადოება

მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს

„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.

ალექსანდრე დარახველიძე

26 აგვისტო 2026, 14:00

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

26 აგვისტო 2026, 13:46

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 13:45

სპორტი

ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.

გურამ ნიკოლაშვილი

26 აგვისტო 2026, 13:36

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა

ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

26 აგვისტო 2026, 13:13

ტექნოლოგიები

თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.

შალვა ტაბატაძე

26 აგვისტო 2026, 13:07

საზოგადოება

„2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. ამასთან, 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით დაახლოებით 2000-ით მეტი სტუდენტი ისწავლის“ - განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს

მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.

26 აგვისტო 2026, 13:01

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.

ილონ მასკი

26 აგვისტო 2026, 12:53

მსოფლიო

ზელენსკიმ მასკი უკრაინის „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

26 აგვისტო 2026, 12:31

საზოგადოება

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

26 აგვისტო 2026, 12:18

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.

26 აგვისტო 2026, 12:05

საზოგადოება

28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.

26 აგვისტო 2026, 12:02

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დმიტრო კულება

26 აგვისტო 2026, 11:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს

აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 11:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.