სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები
ფოტო: shutterstock.com
ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი − 450 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელი – 2541 მლნ ლარი).
„ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული.
მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები ფარმაცევტული სექტორის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ერთდროულად გულისხმობდა როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებასა და მისი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომლებზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. რეფორმის შედეგად სახეზეა ხელშესახები ცვლილებები, რაც გამოიხატა ფასების 60% − 80%-მდე შემცირებაში. მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე 155 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, პირველი მარტიდან დღემდე, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი, 51 მილიონ ლარამდე დანაზოგი.
წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ვაუჩერის ფარგლებში, ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება. საანგარიშო პერიოდში, პროგრამის მოსარგებლეა 312 508 პირი.
მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, 2022 წლის ბოლომდე ყველა ადგილობრივი მწარმოებელი გადავა კარგი საწარმოო პრაქტიკის − GMP სტანდარტზე. ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორტებს შორის თანაბარი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, მიმდინარე წლის ივნისიდან GMP სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება განისაზღვრა იმპორტირებულ მედიკამენტებზეც.
ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის დამატებითი რეგულირების მექანიზმების უზრუნველყოფისთვის, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობა, რომლის აღჭურვილობის შესყიდვა უკვე დასრულებულია და 2022 წლის ბოლოს ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია.
მიმდინარე წლის აპრილიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტები დაექვემდებარა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერისა და აფთიაქიდან გაცემის ვალდებულებას, რაც ითვალისწინებს რეცეპტში მედიკამენტის არა − ბრენდული, არამედ − გენერიკული დასახელებით გამოწერას. ფარმაცევტებისთვის კი გაჩნდა ვალდებულება, პაციენტს შესთავაზონ გამოწერილი გენერიკული მედიკამენტის შესაბამისი 3 ყველაზე იაფი სავაჭრო დასახელების პროდუქტი ე. წ. „პოზიტიური სიიდან“. აღნიშნულ სიაში მედიკამენტები შესულია სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს მათ ხარისხის სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოთხოვნებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
26 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული
ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.
26 აგვისტო 2026, 14:20
მსოფლიო
AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია
გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.
26 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს
„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.
26 აგვისტო 2026, 14:18
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.
26 აგვისტო 2026, 14:13
საზოგადოება
მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს
„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.
26 აგვისტო 2026, 14:00
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
26 აგვისტო 2026, 13:46
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 13:45
სპორტი
ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.
26 აგვისტო 2026, 13:36
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა
ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.
26 აგვისტო 2026, 13:13
ტექნოლოგიები
თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.
26 აგვისტო 2026, 13:07
საზოგადოება
„2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. ამასთან, 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით დაახლოებით 2000-ით მეტი სტუდენტი ისწავლის“ - განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს
მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.


