22 ივნისი 2022, 11:45 / სანდო წყარო

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორიები.

„ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია, თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბი, „მზიურის“ (რაგბის კავშირთან) მიმდებარე ტერიტორია, ფერდობი წყნეთის ქუჩაზე, მდინარე ვერეს სანაპირო ზოლი. ზოგადად, ქალაქის დანაგვიანება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ხდება მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენების გადაყრა და ეს კატეგორიულად მიუღებელია. მხოლოდ „თბილსერვისის“ თანამშრომლები და გაწმენდითი სამუშაოები ამას ვერ შეაჩერებს. აქ საჭიროა ჩვენი, ყველას ჩართულობა და გონივრულობა, რომ არ მოხდეს სამშენებლო ნაგვის გადაყრა ხევში, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და შემდეგ, ამ სამუშაოების ჩატარება გვიწევს. სამუშაოების ჩატარება პრობლემა არ არის, პრობლემაა ნარჩენების გადაყრა მდინარის ხევში დაბინძურების თვალსაზრისით. ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს დასუფთავების დეპარტამენტის 100 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული იქნება 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

ყველა სიახლე

08 სექტემბერი 2026, 11:48

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 11:40

რეგიონი

ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში.

08 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

POLITICO: რატკო მლადიჩის დაკრძალვამ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებსა და პოლიტიკურ რეალობას შორის არსებული უფსკრული გააჩინა

სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ბელგრადში სამხედრო მეთაურის, ომის დანაშაულებსა და სრებრენიცის გენოციდში მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვა გაიმართა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

08 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია. არაერთხელ შედგა მათი გაერთიანება და დაიშალა, უკვე რეკორდსაც მიაღწიეს

ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

08 სექტემბერი 2026, 11:20

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება⚽

ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გურამ მაჭარაშვილი

08 სექტემბერი 2026, 11:17

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჯერადაც, რაიმე ახსნა-განმარტება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არ გაკეთებულა.

08 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

სგპ ,,ყაზბეგისა“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:58

მსოფლიო

Reuters: ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

ლატვიის მთავრობა რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში შემოტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის პრემიერ-მინისტრზე ანდრის კულბერგსზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:49

საზოგადოება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

08 სექტემბერი 2026, 10:41

რეგიონი

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

08 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

08 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:37

საზოგადოება

გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

მემორანდუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.

08 სექტემბერი 2026, 10:35

სამართალი

პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:27

რეგიონი

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

08 სექტემბერი 2026, 10:18

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა

„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე), ჰ. ა-ის (თერჯოლა, სოფელი კვახჭირი) და ა. ც-ის (თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი) ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ. ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა“.

დონალდ ტრამპი

08 სექტემბერი 2026, 10:13

მსოფლიო

ტრამპი ამერიკაში Bombardier-ის ტიპის კანადური თვითმფრინავების გაყიდვის აკრძალვით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ ამერიკაში კანადური წარმოების Bombardier-ის ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავების გაყიდვას აკრძალავს.

08 სექტემბერი 2026, 10:03

რეგიონი

წალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ადგილობრივმა მკვიდრმა, წალკაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.

პრინცი ჯორჯი, პრინცი უილიამი და პრინცესა ქეთრინი

08 სექტემბერი 2026, 09:48

ტაბლოიდი

პრინცი ჯორჯი სწავლას იტონის კოლეჯში გააგრძელებს

13 წლის პრინცი ამ ელიტური კერძო სკოლა-პანსიონის მოსწავლე გახდება, სადაც ბრიტანეთის 20 პრემიერ-მინისტრს აქვს განათლება მიღებული და სადაც სწავლის საფასური წელიწადში დაახლოებით 65 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

08 სექტემბერი 2026, 09:41

მსოფლიო

მედია: უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.