www.imedi.ge /  12 ივლისი 2022, 13:02 / სანდო წყარო

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის გახსნაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, სადაც, საქართველოს პროკურატურისთვის, მართლმსაჯულების პროცესში ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის და უპირველესად სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთათვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნათია მერებაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ასევე არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის პოლიტიკაზე და ბოლო წლებში გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯებზე.

ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის დახმარებით გაიხსნა. ცენტრის კონცეფციის შემუშავების და საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პროკურატურა.

სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლებთან ურთიერთობა სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებას საჭიროებს, რათა ამ პროცესში მონაწილეობამ უფრო მეტად არ დააზიანოს არასრულწლოვნის ფსიქიკა, კიდევ უფრო არ გააღრმაოს სტრესი, რომელიც არასრულწლოვანმა განიცადა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე წლების განმავლობაში არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადაიდგა, საჭირო იყო შექმნილიყო სივრცე, რომელიც სამართალწარმოების პროცესში მონაწილე გამომძიებელს, პროკურორს და პროცესის სხვა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემდა არასრულწლოვანთან კომუნიკაციის პროცესი, მასთან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები განეხორციელებინა ბავშვზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოში, სადაც იარსებებდა კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი გარანტიები, არასრულწლოვანს შეუქმნიდა ნაკლებად სტრესულ გარემოს და მაქსიმალურად გამორიცხავდა ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკებს.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის ამოქმედებამდე გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის დანაშაულის გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის ერთგვარ გზამკვლევს, თუ როგორ უნდა წარიმართოს თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებსა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს შორის.

საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვთა დაცვა სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისაგან, რომლის წინააღმდეგაც უწყება განსაკუთრებულად მკაცრ პოლიტიკას ატარებს და საქართველოს პროკურატურის 2022-27 წლების სტრატეგიაში, სპეციალური თავი - „ბავშვთა მიმართ სქესობრივი ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესება“ მიეძღვნა. საგამოძიებო და საპროკურორო პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონვენციებით დადგენილი საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვას.

საქართველოს პროკურატურა შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას და ამავდროულად, სისხლის სამართლის პროცესი წარიმართება დაზარალებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოს პროკურატურა აქტიურად გამოიყენებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის რესურსს არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით.

ყველა სიახლე

ბიძინა გიორგობიანი

04 აპრილი 2026, 19:00

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი რადიკალებზე: ეკლესიის დისკრედიტაციით მათ უნდათ, ევროკავშირის ბიუროკრატიას ასიამოვნონ, რომ დაანახონ აი, ჩვენ იმდენად პროევროპულები ვართ, ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა

ეკლესიის დისკრედიტაციით მათ უნდათ, ევროკავშირის ბიუროკრატიას აამონ და ასიამოვნონ, რომ აი, ჩვენ იმდენად პროევროპულები ვართ, რომ ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და რომ მათ როგორმე დაანახონ, აი, ჩვენ თქვენიანები ვართ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია პირდაპირ ანტიეკლესიურია და ანტიქრისტიანული მიმართულების ყველა პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერს მხარს.

04 აპრილი 2026, 18:37

რეგიონი

ბოლნისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი კარატეში

ბოლნისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი კარატეში.

04 აპრილი 2026, 18:33

სამართალი

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

04 აპრილი 2026, 18:30

რეგიონი

გივი მიქანაძემ სამტრედიაში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა ამჯერად სამტრედიაში გამართა.

04 აპრილი 2026, 18:26

მსოფლიო

ხანძარი კალიფორნიაში - შტატის სამხრეთ ნაწილში ევაკუაცია იყო გამოცხადებული

ხანძარი კალიფორნიაში. შტატის სამხრეთ ნაწილში ევაკუაცია იყო გამოცხადებული. ცეცხლი გასულ ღამეს მორენო ველის აღმოსავლეთით, გილმან სპრინგსის რაიონში გაჩნდა. ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 18:26

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიგაურზე: კარგად გვახსოვს ჰელსინკის კომისიაზე როგორ დაასმინა ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. ანალოგიური ვიხილეთ ახლა ნიდერლანდებშიც, მათთვის საქართველო სამშობლო არ არის, მაგისი განცდა არასდროს ჰქონიათ

არავინ მათ ლაპარაკს არ უზღუდავს, მედია პლურალიზმი სამაგალითოა საქართველოში, სოციალური ქსელები და სოციალური პლატფორმები, თუმცა აქ მათი საუბარი, რა თქმა უნდა, არავის აღარ აინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ენჯეოებთან“ დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 18:18

პოლიტიკა

მაჭავარიანი: ეკლესიაზე თავდასხმები არ ჩერდება, ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და გარედან დაფინანსებული. სააკაშვილს რაც შეეხება, ვერ ისვენებს, მავნებლობს - დეზინფორმაცია, კრეტინიზმი მისი მხრიდან, რასაც მიჩვეულები ვართ

თავდასხმები არ ჩერდება, გრძელდება. ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და სხვათა შორის, გარედან დაფინანსებული. ჯერ კიდევ წლების დაიწყო წინ საპატრიარქოზე სერიოზული თავდასხმები ჩვენს უწმინდესზე, დისკრედიტაციის კამპანიები, რომლებსაც ეს რადიკალური ჯგუფები და მდიდარი „ენჯეოები“ ეწეოდნენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 18:08

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ეს მათი ხელწერაა, როდესაც რაღაც უნდათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ცუდი კუთხით დაანახონ, ყველაზე მარტივია, რომ რუსული დაარქვან და მეუფე შიოს მოღვაწეობაზეც ასე ამბობდნენ „რუსული სპეცოპერაცია“

{პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ} ეცადნენ, რომ როგორმე გამოესწორებინათ ის თავისი უბინძურესი საქციელი, რაც წლების განმავლობაში აქვთ ჩადენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველებს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალებზე საუბრისას.

04 აპრილი 2026, 18:05

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი „ნაცმოძრაობაზე“: მათ არსებობას გამოხატავს ის, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სააკაშვილმა - გარდაცვლილი პატრიარქის, ეკლესიის შეურაცხყოფა

მათ არსებობას გამოხატავს ის, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სააკაშვილმა - გარდაცვლილი პატრიარქის, ეკლესიის შეურაცხყოფა, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი აშშ-ში ოპოზიციის დაანონსებულ ვიზიტზე: ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“

უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

04 აპრილი 2026, 18:00

პოლიტიკა

„რეზონანსი“: „ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა

გაზეთი „რეზონანსი“ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამოქვენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მის მიერ გარკვეულ დამატებით დეტალებზე წერს.

04 აპრილი 2026, 17:58

მსოფლიო

მედია: თეთრი სახლი 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითხოვს

თეთრი სახლი 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითხოვს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

04 აპრილი 2026, 17:57

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ

ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

04 აპრილი 2026, 17:45

პოლიტიკა

ლიკა შარტავა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ტურნეზე: შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას

შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.

მეუფე იაკობი

04 აპრილი 2026, 17:35

საზოგადოება

მეუფე იაკობი: წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება პატრიარქობა ჩვენი პატრიარქის შემდეგ, თუ გვერდში არ დაგიდგებიან - ძმობა და მეგობრობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან. არავითარი დაპირისპირება არ იქნება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს დედაეკლესია

ღმერთი თუ გვიყვარს და თუ გვაქვს პატრიარქის სიყვარული, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ჭეშმარიტ ქრისტიანს, - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

გიორგი გაბუნია

04 აპრილი 2026, 17:24

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციაზე: ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით.

თამარ ჩიბურდანიძე

04 აპრილი 2026, 17:02

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს

„გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და მისი ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ სტატუსს ეხმიანება. თამარ ჩიბურდანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მისთვის ჩვეულ ფსიქოპათურ მდგომარეობაში იმყოფება და არ წყვეტს უწმინდესისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.

04 აპრილი 2026, 16:51

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანში სამხედრო კამპანიის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა

ირანში ხუთკვირიანი სამხედრო კამპანიის განმავლობაში 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

04 აპრილი 2026, 16:34

მსოფლიო

სომხეთის მმართველმა პარტიამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

სომხეთის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ყრილობაზე ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

04 აპრილი 2026, 16:30

საზოგადოება

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.