10 აგვისტო 2022, 13:09 / სანდო წყარო

ცნობილია, რა საქმიანობას გეგმავს ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან წასვლის შემდეგ

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს. გამყრელიძის თქმით, მან გადაწყვიტა, მრავალწლიანი გამოცდილება სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას მოახმაროს.

„ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას.

მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი პერიოდისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივად, ვყოფილიყავი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და დირექტორად მუშაობისას მქონოდა საშუალება, გარკვეული წვლილი შემეტანა ჯანდაცვის სექტორის შემდგომ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, დაკისრებული მანდატის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. განვლილი ათი წლის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც პროფესიიდან, ასევე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, ეს დრო სავსე იყო დიდი თუ პატარა მიღწევითა და წარმატებით და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებით. არსებული შედეგები შეუძლებელი იქნებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გამორჩეული და დიდი გუნდის, თითოეული თანამშრომლის თავდადების და საქმისადმი ერთგულების გარეშე. ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობა და წარმატება შესაძლებელი გახდა გუნდის დაუღალავი შრომით და მისი წვლილი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაში განუსაზღვრელია. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გამოვყო ბოლო წლები, პანდემიის პერიოდი, როდესაც ცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონების და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩათვლით, მუდმივ რეჟიმში, 24/7-ზე ჩართული იყვნენ, ერთი მხრივ, ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახორციელებდნენ რუტინულ საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების ქვეყნის ყველა კუთხეში, თითოეულ მოქალაქემდე უწყვეტად მისატანად. ამასთან, მსურს გამოვყო ჩვენი გუნდის წვლილი მნიშვნელოვანი წამოწყებების, მრავალი დიდი პროექტის წარმატებულ წარმართვასა და განხორციელებაში, რომლებსაც ერთობლივად ვნერგავდით ბოლო 10 წლის განმავლობაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო:

ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების (0-5 წ. ბავშვთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა, მოზარდთა ორსულობა, აბორტების რაოდენობა) შემცირების პოზიტიური დინამიკა, ლუგარის კვლევითი ცენტრის სრული ფუნქციური ინტეგრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში და მისი შემდგომი განვითარება - გენომიკური კვლევები, ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციები, ახალი ვირუსების აღმოჩენა/იდენტიფიცირება მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით, წითელას ეპიდაფეთქების მართვა, წითურას ელიმინაცია, ცოფის ერთეულ შემთხვევებამდე დაყვანა ან საერთოდ განულება, მალარიის ადგილობრივი გადაცემის აღმოფხვრა, პოლიოვირუსის ველური და ვაქცინადერივატული შტამით გამოწვეული შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი, 6 ახალი ვაქცინის დამატება იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში და რუტინული და პრევენციული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრად გაუმჯობესება, ქვეყნის მასშტაბით გამართული „ცივი ჯაჭვის“ ინფრასტრუქტურა ვაქცინების შენახვა-დისტრიბუციისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის, ტუბერკულოზის ყველა ფორმის გავრცელების მკვეთრი კლება, აივ/შიდსის პრევენციული სისტემის შექმნა და სერვისების გაფართოება, ქვეყანაში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვა, ჰეპატიტი C-ს ელიმინაციის ფლაგმან პროგრამაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა, რითაც საქართველო მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად, სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლესი სტანდარტის შემუშავება და ქვეყანაში სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერება და გადაუდებელი ოპერაციული ცენტრის ჩამოყალიბება, რამაც მიმდინარე პანდემიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, არტერიული ჰიპერტენზიის მასობრივი სკრინინგის დანერგვა, იოდის ეროვნული კვლევა, იოდის ოპტიმალური ნუტრიციული სტატუსის მიღწევა და ქვეყანაში იოდ-დეფიციტის აღმოფხვრა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის” ინიცირება, თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ყოველწლიური მზარდი დინამიკის ხელშეწყობა, ცენტრში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება და ამ მიმართულების მნიშვნელოვნად განვითარება, მათ შორის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიის შექმნა-ამოქმედება, პოპულაციური რეგისტრებისა და მეთვალყურეობის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების განვითარება, ჯანდაცვის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა, კიბოს ერთიანი ინფორმაციული სისტემის, დაბადების რეგისტრის, დაბადება/გარდაცვალების სისტემის ადმინისტრირება და მრავალი სხვა, რომელთა შესახებ მეტი ინფორმაცია საჯაროდ ზიარდება როგორც ცენტრის წლიურ, ასევე მიზნობრივ ანგარიშებში.

თუმცა ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი - კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აქვე მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ, ვისი გადარჩენაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მათ შორის ბევრია ჩემი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი და კოლეგა. ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ.

ალბათ განვლილმა წლებმა მომცა უფლება და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, გამოვყო საქართველოს ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი, 1994-დან 2004-მდე წლები, როდესაც ვიყავი ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველა პროცესის მომსწრე და მონაწილე და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს თითოეულ მუშაკს, ამ ყველაზე ფაქიზი და სათუთი სფეროს წარმომადგენლებს, ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ რეაგირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ასევე, დამოუკიდებლობის პერიოდში სისტემის აღმშენებლობისათვის გაწეული საქმიანობისთვის.

გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა. ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი შემდგომი თაობებისთვის იგი უკვე ცხოვრების ნორმა, ყოველდღიურობაში დამკვიდრებული მიდგომა იყოს. ავადობის ძირითადი ტვირთის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და მრავალ წამყვან ქვეყანაში უპირობოდ აღიარებული სწორი და ეფექტური მიდგომაა. განსაკუთრებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც ჩემი შეხედულებით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს. გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის სტრატეგია და მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე ბევრი მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გამოვლენა, მათ შორის კიბოსა და სხვა წამყვანი ქრონიკული დაავადებების. ქვეყანაში უფრო მეტად ხელშეწყობილი უნდა იყოს მედიცინის დიგიტალიზაცია, გაძლიერდეს პრეციზიოზული, მიზნობრივი და გენომური მედიცინა და მასზე დაფუძნებული მეთვალყურეობა, გენომის შესწავლა, რაც 21-ე საუკუნის მედიცინის ქვაკუთხედია. ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა.

სამწუხაროდ ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი. ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები.

მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი მთელი პროფესიული კარიერის მანძილზე, ვასწავლიდი და ვუზიარებდი ჩემს სტუდენტებს და შემდგომშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოღვაწეობას. ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება, წლების მანძილზე მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს დიდი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამ პერიოდში ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სხვადასხვა პლატფორმიდან, საქართველოს სახელი ღირსეულად წარმომეჩინა და წარმედგინა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივასა და აქტივობაში, რითაც ქვეყანა უფრო ცნობადი, დაფასებული და წარმატებული გახდა გლობალურ სამედიცინო ოჯახში და კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ.

და ბოლოს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას - აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. როგორც მოსახლეობის კეთილგანწყობა, ასევე პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის, დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყნის ჯანდაცვის ინდიკატორების და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით გამოიხატება.

ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. ჩემი მხრიდან, მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, რომელთა დაოსტატება და განვითარება ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო და ყოველთვის დიდი ხალისით და უკეთესი მომავლის იმედით ვცდილობდი მაქსიმალურად შემეწყო მათთვის ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას.

მადლობა ჩემთვის მოცემული შესაძლებლობებისთვის. მუდამ საქართველოსა და ჩვენი თითოეული მოქალაქის სამსახურში მიგულეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ლადო სადღობელაშვილი

21 აპრილი 2026, 09:01

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: როგორ აიხსნება სააკაშვილის და ბოკერიას ერთ პლატფორმაში ყოფნა? ეს არის დასავლური პატრონების, დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის „კნავილი” - „აგერ ვართ და გამოგვიყენეთ”!

რას ნიშნავს სააკაშვილის და ბოკერიას „ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? - პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის - ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია. უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის: „ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

21 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ტრამპმა სტარმერის მიერ აშშ-ში ელჩად მანდელსონის დანიშვნას ცუდი არჩევანი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერა ცუდი არჩევანი გააკეთა, როცა ვაშინგტონში ელჩად ჯეფრი ეპშტეინთან კავშირში მყოფი პიტერ მანდელსონი დანიშნა.

21 აპრილი 2026, 08:51

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორმა წევრმა პრემიერ სტარმერს მატყუარა უწოდა, რის შემდეგაც ისინი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორი წევრი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლი ანდერსონმა და ზარა სულტანამ პრემიერ სტარმერს „მატყუარა“ უწოდეს.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აპრილი 2026, 08:40

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე: ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ისეთი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ

იქნება სამართლებრივი დავა და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ისეთი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში შეტანილ ახალ სარჩელთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

21 აპრილი 2026, 08:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ - არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას

ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ნინო წილოსანი

21 აპრილი 2026, 08:22

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელისუფლების „ნაცმოძრაობით“ შეცვლას უკავშირდება, პირდაპირ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

რატომ ბლაჟევიჩი, რატომ უცხო ტრენერი და გარედან დაწერილი სახელმძღვანელოები - იმიტომ რომ, ადგილობრივი აგენტურა და ის რადიკალები, რომლებიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებდნენ, გარე ძალებს ექვემდებარებიან, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინი წილოსანი.

21 აპრილი 2026, 08:14

სამართალი

ისლამური სახელმწიფოს რიგებში მყოფი ორი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს

ისლამური სახელმწიფოს რიგებში მყოფ ორ ადამიანს პროკურატურამ ბრალი 328-ე მუხლით წარუდგინა, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებასა და მათ დახმარებას გულისხმობს. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს იმსჯელებს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში, მათ 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

21 აპრილი 2026, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, თუმცა ვარაუდობენ მცირე ნალექსაც წვიმის სახით. დღისით +18 და ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

პეტერ მადიარი

21 აპრილი 2026, 01:56

მსოფლიო

CNN: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს, რომ ვიზიტის შემთხვევაში ნეთანიაჰუს დააკავებენ

უნგრეთის არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ბუდაპეშტში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრებული იქნება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული მოქმედი ორდერის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ილიე ბოლოჟანი

21 აპრილი 2026, 01:27

მსოფლიო

POLITICO: რუმინეთის „სოციალ-დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის გადაყენების პროცესი დაიწყეს, რამაც ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია

რუმინეთის „სოციალ-დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის გადაყენების პროცესი დაიწყეს, რამაც ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს გამოცემა POLITICO.

ჯონ ტერნუსი

21 აპრილი 2026, 01:05

მსოფლიო

The Wall Street Journal: Apple-მა თავის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ჯონ ტერნუსი დანიშნა

კომპანია Apple-მა თავის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ჯონ ტერნუსი დანიშნა. მან ამ პოსტზე ტიმ კუკი შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

პეტერ მადიარი

21 აპრილი 2026, 00:57

მსოფლიო

პეტერ მადიარი: თუ „დრუჟბა“ სამუშაო მდგომარეობაშია, ზელენსკიმ ის უნდა გახსნას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობა უნდა განახლდეს - ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ბრიუსელი ამზადებს ნიადაგს, რათა ბუდაპეშტმა მოხსნას ვეტო კიევისთვის განკუთვნილ გადამწყვეტ ფინანსურ სესხზე, - წერს Euronews-ი.

გაბრიელ ატალი სტეფან სეჟურნე

21 აპრილი 2026, 00:35

მსოფლიო

POLITICO: ევროკომისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რომანტიული ურთიერთობის ირგვლივ კითხვები იბადება

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ მან აღადგინა ურთიერთობა მრეწველობის საკითხებში ევროკომისართან, სტეფან სეჟურნესთან, რამაც მომავალი წლის არჩევნების წინ ეთიკური კითხვები წარმოშვა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით ევროკომისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რომანტიული ურთიერთობის ირგვლივ კითხვები იბადება.

21 აპრილი 2026, 00:24

მსოფლიო

NBC News: კონგრესის წევრების ოფისის შენობაში ომის საწინააღმდეგო აქციის 66 მონაწილე დააკავეს

ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დიდი ჯგუფი დღეს დილით კონგრესის წევრების ოფისის შენობაში დააკავეს, მას შემდეგ რაც ისინი ირანთან ომის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ტრანსპარანტებს აფრიალებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

პეტერ მადიარი

20 აპრილი 2026, 23:57

მსოფლიო

მადიარი პრეზიდენტსა და უმაღლეს მოსამართლეებს გადადგომისკენ მოუწოდებს

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა პეტერ მადიარმა ორშაბათს კიდევ ერთხელ მოუწოდა უნგრეთის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს - რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ უჭერს - და უმაღლეს მოსამართლეებს, გადადგნენ 31 მაისამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ თანამდებობიდან გადაყენება ელით.

ჯეიმს კომერი

20 აპრილი 2026, 23:49

მსოფლიო

კონგრესის კომიტეტი გამოიძიებს 10 ამერიკელი მეცნიერის გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ აშშ-ის ბირთვულ ან კოსმოსურ კვლევით პროგრამებთან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ კომიტეტი გამოიძიებს 10 ამერიკელი მეცნიერის გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ აშშ-ის ბირთვულ ან კოსმოსურ კვლევით პროგრამებთან.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2026, 23:37

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

ლევან მაჭავარიანი

20 აპრილი 2026, 23:23

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება

ჩვენ პრეტენზიები გვაქვს კონკრეტულად ბრიუსელის ევრობიუროკრატებთან. ვინაიდან, ევროპა არის აბსოლუტურად სხვა, ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ეს მმართველი კლასი არის აბსოლუტურად სხვა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება.

ლევან მაჭავარიანი

20 აპრილი 2026, 23:09

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ევროინტეგრაციის კუთხით არსებობს გარკვეული შეფერხება, თუმცა ეს თავად ევროკავშირის მიერ არის გამოწვეული.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2026, 23:03

მსოფლიო

ტრამპი: მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის

მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.