ჟვანიას კლინიკა: კლინიკას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ფოტო: ჟვანიას ადგილი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა განცხადებას ავრცელებს, რომელიც ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის, გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიცავს ინფორმაციას.
„მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირის გრიგოლ ნარსიას ადვოკატის განმარტების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებულმა მოტივთან დაკავშირებით, ბავშვის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. შვილი გულის მანკითაა დაავადებული, 6 თვიდან მკურნალობს და ახლა 14 წლისაა, სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გულზე შუნტირება 6 თვის ასაკში აქვს გაკეთებული და ჟვანიას კლინიკაში ყოველწლიურად გადის სარეაბილიტაციო კურსს. მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონია“.
ამ ინფორმაციაში დაშვებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისათვის მნიშვნელოვანი უზუსტობა; ვინაიდან ხსენებულ კლინიკაში არ მიმდინარეობს ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები და შესაბამისად, არ ტარდება რეაბილიტაციის კურსი, აქედან გამომდინარე, დაკავებულის, გრიგოლ ნარსიას შვილს ამ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლა არ შეეძლო და არც გაუვლია.
ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზემოთ მითითებული დიაგნოზით კიდევ ერთხელ უარყოფს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობის ფაქტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 21:22
მსოფლიო
მარკო რუბიო ირანთან მოლაპარაკებებზე: თუ კარგ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პოზიტიური ნიშნების“ მიუხედავად, „სხვა ვარიანტებიც“ კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს.
21 მაისი 2026, 21:19
მსოფლიო
ტრამპი: აშშ ირანის გამდიდრებულ ურანს ხელში ჩაიგდებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ჰორმუზის სრუტეზე გადასახადების დაწესება და ირანის მიერ დაგროვილ მაღალგამდიდრებულ ურანს ამოიღებს.
21 მაისი 2026, 21:11
მსოფლიო
რუბიო: კუბა ჩვენი სანაპიროდან სულ რაღაც 90 მილის დაშორებითაა, ასე რომ, იქ არსებული მიგრაციული კრიზისი, ძალადობა თუ არასტაბილურობა ჩვენზე პირდაპირ აისახება - ეს საკითხი უშუალოდ ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კუბაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა და ქვეყანას „დაქცეული სახელმწიფო“ უწოდა. მისი განცხადებით, კუნძულზე შექმნილი სისტემური კოლაფსი პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებზე.
21 მაისი 2026, 21:11
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ სხვა დეპუტატები მუდმივად ეუბნებიან, რომ მატყუარაა და ძალადობას უჭერს მხარს.
21 მაისი 2026, 21:09
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი: მნიშვნელოვანია, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოშიო ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.
21 მაისი 2026, 20:56
ეკონომიკა
საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა იქმნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა იქმნება. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს საბაზისო პროდუქტებზე შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
21 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს, ოპოზიციას აკრიტიკებს და სტრატეგიას უწუნებს. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ 26 მაისს დაანონსებულ აქციას გაგრძელება უნდა მოჰყვეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველ გუნდში კი ოპონენტების რესურსის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ აქცია მხოლოდ უცხოელებისთვის თავის მოსაწონებლად დაანონსდა.
21 მაისი 2026, 20:44
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რეპუბლიკაში, თურქი კოლეგის იაშარ გიულერის მიწვევით იმყოფება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
21 მაისი 2026, 20:44
პოლიტიკა
მზადება დამოუკიდებლობის დღისათვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება - მზადება დაწყებულია.
21 მაისი 2026, 20:35
სამართალი
დამხობის და საბოტაჟის საქმე - ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ხაბეიშვილის ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
21 მაისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ევროპელი დიპლომატების ორმაგი სტანდარტი - კოპენჰაგენში საპროტესტო აქციის დარბევაზე ბრიუსელის პასუხი დუმილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოპენჰაგენში ძალადობის შესახებ დუმს ყველა, ვინც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა და ორმაგი სტანდარტების შესახებ ილაპარაკა.
21 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცე პასუხი გერმანიის ელჩს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ევროინტეგრაციის გზა ტერიტორიების დათმობასა და სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე არ გადის - მტკიცე პოზიცია და ქვეყნის პირველი კანონმდებლის პასუხი გერმანიის ელჩს
21 მაისი 2026, 20:17
პოლიტიკა
როგორ მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისკენ? დამოუკიდებელი, არაკომერციული, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ICG“-ის სტატია საქართველოს შესახებ და მოწოდება ევროკავშირს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მოწოდებები, რომელსაც დამანგრეველი ფასი ჰქონდა ქართველებისთვის. როგორ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში? მიმოხილვას დამოუკიდებელი, არაკომერციული, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აი-სი-ჯი“ ავრცელებს.
21 მაისი 2026, 20:12
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
21 მაისი 2026, 19:47
რეგიონი
თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა
თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
21 მაისი 2026, 19:28
მსოფლიო
ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა - ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შესაძლოა განახევრდეს, თუ ირანში კონფლიქტი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია
ევროკომისიამ ხუთშაბათს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა, რადგან ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეულმა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა მატებამ ტემპების შენელება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
21 მაისი 2026, 19:26
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა
აი ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა, - წერს "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, "ლელოს" ლიდერებზე, გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე, რომლებმაც ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ-პოსტი ხაზარაძის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით "არასაინტერესოდ" მიიჩნიეს, თავად ჯანგირაშვილს კი "ლუზერი" უწოდეს.
21 მაისი 2026, 19:23
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სომხეთის ელჩს უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი ეწვია.
21 მაისი 2026, 19:05
მსოფლიო
POLITICO: აშშ ნუუკში ახალ საკონსულოს გახსნის, რითაც გააძლიერებს თავის წარმომადგენლობას გრენლანდიაზე
აშშ ნუუკში ახალ საკონსულოს გახსნის, რითაც გააძლიერებს თავის წარმომადგენლობას გრენლანდიაზე, - წერს გამოცემა POLITICO.
21 მაისი 2026, 18:45
მსოფლიო
პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსთან ერთობლივი ბირთვული ძალების წვრთნაზე განაცხადა, რომ ბირთვული არსენალის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია დასაშვები.


