„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, 25 სექტემბერს ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
ფოტო: Facebook
„თბილისიმარათონი 2022“-თან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, 25 სექტემბრის 00:00-დან 11:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მოძრაობა თავისუფლების მოედანზე შეზღუდული იქნება და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.
„გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მარჯანიშვილის მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან.
გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასალის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი, მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე, შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.
ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე, შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასალის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასალის ქუჩას და მოძრაობას კრწანისის მოედნის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.
„თბილისიმარათონის“ მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
N301, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, გულუას ქუჩის საშუალებით უკან მობრუნდებიან, გულუას მოედნიდან კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N362 და N368 სადგურის მოედნიდან გადაადგილდებიან ნინოშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ჩიტაიას ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ; ავტობუსები: N328 და N353 ჩიტაიას მოედნიდან მგზავრებს ჩიტაიას ქუჩის გავლით, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების საშუალებით მოემსახურებიან და სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების გავლით, ჩიტაიას მოედანს დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ავტობუსები: N306 და N308 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; N342, N352, N358, N326, N314 და N311 ავტობუსები იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე; N316, N324, N364, N374, N380, N382, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქუჩა N11-მდე; ავტობუსები: N359 და N388 ვაკიდან იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N337 იმოძრავებს აეროპორტიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, შემდეგ გადავა ქეთევან დედოფლის გამზირზე და მეტროსადგურ „ისნის“ გავლით, გზას დადგენილი სქემით, აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს.
ავტობუსი N331 კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით და „ისნიდან“ უკან, კრწანისის ქუჩის მიმართულებით დაბრუნდება; N310 ავტობუსი იმოძრავებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან გმირთა მოედნამდე და უკუმიმართულებისას, გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით გადაადგილდება; ავტობუსი N300 სადგურის მოედნიდან იმოძრავებს მარიჯანის ქუჩის მიმართულებით; N391 ავტობუსს დადგენილი მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან იმოძრავებს სააკაძისა და გმირთა მოედნების, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბრამდე“. უკუმიმართულებისას, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ბუხაიძისა და ჩიქობავას ქუჩების გავლით, ავტობუსი გადაინაცვლებს ჩიტაიას მოედანზე, შემდეგ კი, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებით თამარ მეფის გამზირს, გმირთა მოედანს, სააკაძის მოედანსა და გოთუას ქუჩას დაუკავშირდება.
ავტობუსი N333 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩისკენ იმოძრავებს, დაუკავშირდება ბუშის ქუჩას, რის შემდეგაც, ლეხ კაჩინსკის, ზურაბაშვილის, წურწუმიას ქუჩისა და ავლაბრის მოედნის გავლით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება ევროპის მოედანს, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს და იმოძრავებს წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაინაცვლებს და სვლას არსებული სქემით განაგრძობს.
რაც შეეხება N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529-ს, აღნიშნული მიკროავტობუსები სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით, გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით იმოძრავებენ; მიკროავტობუსები: N532 და N541 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და შემდეგ უკან, დადგენილი სქემით; მიკროავტობუსები: N472, N534 და N540 ავლაბრის მოედნიდან გზას კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, შემდეგ ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან თამარ მეფის გამზირს და გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები ავლაბრის მოედანთან მისასვლელად, გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირს, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს გაივლიან, ევროპის მოედანზე დატრიალდებიან და ბარათაშვილის აღმართიდან არსებული სქემით იმოძრავებენ.
N427 მიკროავტობუსი იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე; მიკროავტობუსები: N462 და N528 ავლაბრის მოედნიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით, სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედანთან მისასვლელად, მიკროავტობუსები გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ, ევროპის მოედანზე დატრიალდებიან და ბარათაშვილის აღმართიდან დადგენილი სქემით გადაადგილდებიან
მიკროავტობუსი N480 იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნამდე“ და უკან; N550 მიკროავტობუსი იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე; N536 მიკროავტობუსი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით, შემდეგ ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით, ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი ხეთაგუროვის, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით, თამარ მეფის გამზირს დაუკავშირდება და წინამძღვრიშვილის ქუჩის საშუალებით, მოძრაობას წერეთლის გამზირზე, დადგენილი სქემით განაგრძობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 01:43
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან კორნელიუსმა განაცხადა.
18 სექტემბერი 2026, 00:21
პოლიტიკა
გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“
ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს , - განაცხადა დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის მოხსენებაშიც, საქართველო არც დადებითი და აღარც ნეგატიური კუთხით აღარ იყო ნახსენები.
18 სექტემბერი 2026, 00:04
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი
მე მაქვს ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, მათი [ოპოზიციის] ყოფილი მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზეზით საქართველოსთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო პოლონეთში ბოდიშს უხდიან.
18 სექტემბერი 2026, 00:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია
როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავი თავადვე ჩაიგდეს.
17 სექტემბერი 2026, 23:49
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23
ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე „ნოვაია გუტას“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპულ სამხედროთა ცხედრების მორიგი გაცვლა შედგა.
17 სექტემბერი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს. ძალიან ბევრი ფულია შეჭმული და ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი დამკვეთები დღეს სთხოვენ
ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
17 სექტემბერი 2026, 23:40
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის და გარე ძალების ურთიერთობაზე: იმის გამო, რომ მათ [გარე ძალებმა] დაუშვეს შეცდომები, არის ეს მძიმე სიტუაცია შექმნილი. საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს ორგანიზაციები [პარტიები] სიკვდილის პირას მიიყვანეს მათ თავისი არასწორი ნაბიჯებით
„აგენტი ახალი არ ჰყავთ, ამიტომ იცავენ ამათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ისეთი კატასტროფული შეცდომები დაუშვით თქვენ და დააშვებინეთ თქვენს პარტნიორებს, რომ კატასტროფის წინაშე მიიყვანეთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გარე ძალებისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 23:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს
ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციას რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი არ ეთქვა, დღეს პარლამენტში სხვა პოლიტიკური შეჯიბრი იქნებოდა.
17 სექტემბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან, თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს
კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 23:27
მსოფლიო
The Associated Press: ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ომი ჩიხშია შესული. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე: აქ იყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში ემოქმედათ, სამწუხაროდ ეს ასე არ გააკეთეს. ისინი კვლავ იმ ნარატივში რჩებიან, რომ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური
ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ვისაუბრო მტკიცებულებებზე, სარჩელი აიტვირთება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ყველა ნახავს ჩვენს არგუმენტებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას. მისი თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“, ჰქონდა შესაძლებლობა კონსტრუქციულობისკენ ნაბიჯის გადადგმისა, თუმცა საპირისპიროდ იმოქმედეს.
17 სექტემბერი 2026, 23:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო
ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, იმ პარტიებზე საუბრისას, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდნენ.
17 სექტემბერი 2026, 23:08
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კი გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას, გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციას და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
17 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ტრამპი: პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის განთავსების მიმართულებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში ამერიკული არმიის ბაზის გახსნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
17 სექტემბერი 2026, 21:41
მსოფლიო
The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ
რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მასშტაბურ იერიშებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ ოქტომბრამდე დედაქალაქში სურსათის, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების მუშაობა მწყობრიდან გამოვიდეს.
17 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად, ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი, ცეკვას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 21:04
რეგიონი
„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.
17 სექტემბერი 2026, 20:59
სამართალი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.
17 სექტემბერი 2026, 20:55
რეგიონი
გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:53
სამართალი
რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.


