გიორგი ტყემალაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებთან მრავალმხრივი თანამშრომლობა
გიორგი ტყემალაძე
ფოტო: თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
„ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების გარშემო დიალოგის წარმართვა, ასევე, არსებული გამოწვევების, გადაჭრის გზებისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.
ფორუმის წევრებმა დისკუსია საბაზისო შეფასების შედეგად თავმოყრილი, სისტემატიზებული და გაანალიზებული შედეგების გარშემო წარმართეს და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლო სტრატეგია და თანამშრომლობის გზები განსაზღვრეს.
ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი (ათეა), თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოვიდა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მიღწევები, რაც საქართველოს მუნიციპალიტეტებს აქვს ადგილობრივ დონეზე, ადამიანის უფლებების განხორციელების თვალსაზრისით განვავითაროთ. ამასთანავე, საჭიროა, უფრო ეფექტური და ქმედითი გავხადოთ ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ის პროგრამები, რომლებიც სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებას ემსახურება.
ასევე მნიშვნელოვანია თანასწორობის ხელშეწყობა და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეულ გარემოში ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები მუდმივად ვითარდება. შესაბამისად, ჩვენ მოწოდებული ვართ სიახლეები ავსახოთ ადგილობრივ პოლიტიკაში და გავაძლიეროთ შესაბამისი შესაძლებლობები’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნულ პროცესში ათეას მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.
ადამიანის უფლებების საკითხებზე კი ევროპის საბჭო ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენელმა ჰერალდ ბერგმანმა ისაუბრა.
აღნიშნული სესია ასევე ადგილობრივი ინიციატივების შესახებ საგრანტო კონკურსის პრეზენტაციასაც დაეთმო.
დასასრულს, ფორუმის წევრებმა ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით საჭირო ძალისხმევის შესახებ შეხედულებები გამოთქვეს და მმართველობის ყველა დონეზე ინტენსიური დიალოგისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მხრივ მათი, როგორც ათეა-ს წევრების მოლოდინები გააზიარეს“, - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 14:38
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს. მისი თქმით, არავის სჯერა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის განახლება უბრალოდ დაავიწყდათ.
16 აპრილი 2026, 14:37
მსოფლიო
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი საკითხები მაინც რჩება
ირანმა და აშშ-მა სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეულ საკითხებზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები კვლავ რჩება, - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
16 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი გერმანიის საგარეო უწყების საიტზე საქართველოს შესახებ განთავსებულ ინფორმაციაზე: ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი
„ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი. მაშინ, როდესაც გერმანიას აქვს ამბიცია, რომ ის არის გერმანული მმართველობის სვეტი, ასეთი ტიპის ქმედება არის პირდაპირი განაცხადი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესებისკენ მიმართული. რა თქმა უნდა, ველოდებით. არაერთხელ გვქონდა მოწოდება, რომ გამოსწორებულიყო ეს ე.წ. ტექნიკური შეცდომა, თუმცა [გერმანიის საგარეო უწყებისთვის მიცემული] ოთხკვირიანი ვადაც ამოიწურა“, - მიიჩნევს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
16 აპრილი 2026, 14:29
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ივანიშვილმა აქცია წალკოტად აბასთუმნის კურორტი, თუმცა, უსამშობლო აგენტებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს - ცნობილი ხელწერაა იმ ძალის, რომელიც ბომბების წვიმას შენატრის, ხოლო როდესაც სასიკეთო ხდება ნგრევას არქმევს
დღეს დილიდან უსამშობლო აგენტურა ბიძინა ივანიშვილს მორიგ სიცრუის კამპანიას უწყობს - მისი დავალებით აბასთუმნის ცაზე თვითმფრინავი ვეღარ იფრენსო. არადა ამ დროს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია წალკოტად ეს უნიკალური კურორტი- წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 14:26
რეგიონი
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 14:21
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიის რესპუბლიკაში, ქ, ვერონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრარული მიმართულების ინსტიტუტის Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა.
16 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციამ იცის, რომ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ დამარცხების. აქედან გამომდინარე, თვალს ვადევნებთ, რომ სხვადასხვა პერიოდში ახალ-ახალი ექსპერტები ჩამოჰყავთ, რათა ტრენინგები გაიარონ
ოპოზიციამ დიდი ხანია იცის, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნების გზით საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნების“ დამარცხების, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ზვიად შალამბერიძემ.
16 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: 2025 წლის 4 ოქტომბერს ჰქონდათ მცდელობა, მოეწყოთ ძალადობრივი რევოლუცია, ეს ჩაუფლავდათ იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად მუშაობენ - ეს მცდელობები მათ ყოველთვის ჩაუფლავდებათ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმაურება „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ბლაჟევიჩთან თანამშრომლობაზე: მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად
„თვითონ რადიკალებს რაც შეეხებათ, არაფერი უშველით. ბატონი აკერმანი ატრენინგებდა, მერე იყო მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც გზამკვლევი ჩამოუწერა და გადასცა, თუ როგორ უნდა აერიათ საქართველოში ვითარება. ახლა ახალი ბატონი გამოჩნდა მათთვის. რა თქმა უნდა, მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 14:07
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, მოიგონეს აბასთუმნის თავზე ივანიშვილის დავალებით ცა ჩაიკეტაო, არადა საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნით
გაჩანაგებული ტერიტორიისგან ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ადგილი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნიკალურ ადგილად - აგენტურულ „მედიას" სიტყვაც კი არ დასცდენია ამ საშვილიშვილო საქმეზე. მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმნის თემის დასვრა, დაზიანება, ამ ამბავში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება და რა მოიგონეს? აბასთუმნის თავზე ცა ჩაიკეტა და წყარომ გვითხრა რომ ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდაო, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 14:03
მსოფლიო
The Times: ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ბრიტანეთში, შესაძლოა, სურსათის დეფიციტი შეიქმნას
დიდი ბრიტანეთი ირანთან ომის შედეგების ფონზე სურსათის დეფიციტისთვის ემზადება. სტატიას ამ შინაარსით The Times-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 14:03
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: აბასთუმნის ცის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა - გადაწყვეტილება ობსერვატორიის მეცნიერულ საჭიროებებს უკავშირდება, ხოლო მისი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება არასერიოზულია
აბასთუმნის ცის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციაა და არა რეალური პრობლემა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაკავშირებულია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია-ს საქმიანობასთან და მის მეცნიერულ საჭიროებებთან. მცდელობა, რომ ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდეს არასერიოზულია - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე თრან თან მანს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
ხუბუა: მეცნიერები აცხადებენ, ობსერვატორიის თავზე ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს, ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „მეორეხარისხოვანსა" და „ტვ უკანასკნელს" რაში აინტერესებთ?
ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო,- საკუთარ წყაროებზე, ნაკადულებსა და ღელეებზე დაყრდნობით იუწყება „რადიო თავისუფლება". მართალია, მეცნიერები აცხადებენ, ასტროფიზიკური ობსერვატორიის თავზე თვითმფრინავების ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს და ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „,მეორეხარისხოვანსა" და ,,ტვ უკანასკნელს" ეს რაში აინტერესებთ? - წერს X-ზე ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა.
16 აპრილი 2026, 13:56
პოლიტიკა
გია აბაშიძე: მორიგ სიყალბეში, რომ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ცა გადაკეტა, სიახლე არაფერია, უნიჭო ნაცპროპაგანდისტების კრეტინობაა; მეცნიერებმა ობსერვატორიიდან დაკვირვებისთვის ითხოვეს საჰაერო ტრასის ჩაკეტვა
უსაშველო დეზინფორმატორების "არსენალში" ხშირად ჩნდება ისეთი ჩლუნგური ცნობები, რომ ივანიშვილმა "ხეები მოგლიჯა", სანაპირო ზოლი "მიიტაცა", გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა-გამრავლება "რესტორნებისთვის სჭირდება", "ისინი დააპატიმრა" და ა.შ. - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.
16 აპრილი 2026, 13:51
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციამ ტრენერად ვინმე ბლაჟევიჩი აირჩია. მისი გააქტიურება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქცენტი კვლავ გარე რესურსებსა და კონსულტანტებზე კეთდება, ვიდრე შიდა ტრანსფორმაციაზე
„საბოლოოდ, პოლიტიკაში შედეგს განსაზღვრავს არა კონსულტანტების ცვლილება, არამედ ნდობის აღდგენა, მკაფიო ხედვა და სახელმწიფო ინტერესების ერთგულება, რომელთაგან ოპოზიციას არცერთი არ გააჩნია. ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, მოხდეს რადიკალური სცენარების რეალიზება, მხოლოდ თეორიულ მსჯელობად დარჩება, რადგან მათ არ აქვთ ეროვნულობის განცდა და არ აქვთ ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.
16 აპრილი 2026, 13:50
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ ახალი „აკერმანი“ იგორ ბლაჟევიჩი იპოვა, რომელიც ოპოზიციას რევოლუციურ და გადატრიალების ახალ სცენარებს უწერს - ტრენერის გამოცვლა შედეგს არ ცვლის
ოპოზიციამ ახალი „აკერმანი“, იგორ ბლაჟევიჩი იპოვა. რომელიც ოპოზიციას რევოლუციურ და გადატრიალების ახალ სცენარებს უწერს. თუმცა ოპოზიცია, როგორც ჩანს, ვერ ხვდება მარტივ ჭეშმარიტებას: ტრენერის გამოცვლა შედეგს არ ცვლის, - ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.
16 აპრილი 2026, 13:46
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოში შეიქმნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს ემისიებით ვაჭრობის სისტემის შექმნას
„მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი. კანონის პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის აირების ემისიების შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 აპრილი 2026, 13:46
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, რეალიზაციაში ხელშეწყობას დაჰპირდა. ბრალდებულმა უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4,7744 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რუსთავში, რამდენიმე ადგილას, ათ ცალად დაფასოებული განათავსა. ამასთან, 35 ცალად დაფასოებული 13, 65 გრ. „ალფა-პვპ“ შეინახა თბილისში, სპეციალურ სამალავში.
16 აპრილი 2026, 13:46
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და UNICEF-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026 წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


